![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,306 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ "გუდვილის" მოპირდაპირე მხარეს, არის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მშენებარე, გუმბათიანი ტაძარი, რომელიც რამდენიმე თვეში ქვის პერანგით შეიმოსება და დასრულებულ სახეს მიიღებს
![]() (სამწუხაროდ არ მაქვს ფოტოაპარატი, რომ სურათი დავდო.) ახლა ავხსნი რატომ გავხსენი ეს თემა. კვირას, წირვის დასასრულს, ჩემმა მოძღვარმა, მამა დავითმა (შაქარაშვილი) გვითხრა მრევლს, რომ ხუთშაბათს პარაკლისს გადაიხდიდა მშენებარე ტაძარში, რადგან წმიდა შიო მღვიმელიც ცამეტი ასურელი მამიდან ერთერთია. მოძღვარმა დასძინა, რომ ტაძარში მართალია მტვერია, მაგრამ დიდი მადლიც არისო ![]() გუშინ, პარაკლისზე, საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვგროვდით. მომიახლოვდა უცნობი ქალი და მითხრა, რომ ვორონცოვზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მრევლი-ვარო. ხილვა მქონდა, რომ შევედი მშენებარე ტაძარში, სადაც მოძღვარი პარაკლისს იხდიდა და მითხრა, რომ ტაძარი ცამეტი ასურელი მამის სახელობისაა და აქ დიდი მადლიაო. ამ ქალმა არ იცოდა ამ ტაძრის შესახებ და ვერც თავის ეკლესიაში უთხრეს სად იყო, ამიტომ საპატრიარქოში მისულა, სადაც მოასწავლეს დიდ დიღომში. მისდა გასაოცრად მოვიდა და მართლაც ცამეტი ასურელი მამის სახელობის მშენებარე ტაძარში პარაკლისს იხდიდა მოძღვარი ![]() მინდა, ყველას გითხრათ, რომ მართალია ტაძარი მშენებარეა, მაგრამ დიდი მადლი აქვს უკვე ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
ianeti |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 87 რეგისტრ.: 25-November 07 წევრი № 3,255 ![]() |
ძალიან დიდი მადლობა ამ თემის ავტორს გახსნისთვის ძალიან გამიხარდა ძალიან გულშევმატკივროიბ თან აქვე ვცხოვრობ და ბევრი რამ მაინტერესებდა და ახლა ყველაფერს გავიგებ და უკვე ბევრი რამ გავიგე,მარის მადლობა.
თქვენთ ან ვარ ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2024 - 03:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი