ჯდომა ღვთისმსახურებისას, თქვენ როგორ იცით? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯდომა ღვთისმსახურებისას, თქვენ როგორ იცით? |
კანონისტი |
Dec 20 2006, 12:45 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ძალიან მინდა ვიმსჯელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით
ყველას შეუმჩნევია ალბათ, რომ მწუხრის დაწყების წინ, ისეთ ტაძრებში სადაც დიაკონი მსახურებს, იგი გამოდის აღსავლის კარიდან და პირით მრევლისკენ შემობრუნებული ხმამაღლა ამბობს: "აღსდეგინ!" ანუ, "ადექით!" რამდენად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძველად, მართლმადიდებლებიც ისხდნენ ღვთისმსახურების დროს (გარკვეულ მომენტებში)? მით უმეტეს ვიცით, რომ ბერძნული ეკლესიები დღეს ძირითადად მერხებითაა სავსე ამასთან ერთად, გვაქვს ე.წ. "დაუჯდომელი" ლოცვებიც, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ რაღაც ლოცვები დამჯდარიც შეიძლება იქნეს წაკითხული პირადად ჩემი აზრი ასეთია, რომ დამჯდარი შეიძლება იკითხებოდეს მხოლოდ ფსალმუნი, ისიც ბერ-მონაზონთა მიერ, რომლებიც უამრავ ლოცვით კანონს აღასრულებენ დღის განმავლობაში. რაც შეეხება "აღსდეგინ"-ს, იგი, სავარაუდოდ, მიმართულია საკურთხეველში მსხდომი სასულიერო პირებისადმი, რომლებსაც აქვთ ხელმწიფება ისხდნენ ღვთისმსახურებისას მის გარკვეულ პერიოდებში გასათვალისწინებელია ერთი საგულისხმო მომენტიც წმ. ექვთიმე მთაწმინდლის ცხოვრებიდან, რომ მისი იღუმენობის პერიოდში ივერონის ბერთაგან ვერავინ იკადრებდა არათუ დაჯდომას, არამედ კედელზე მიყრდნობასაც კიო... თქვენ რას ფიქრობთ? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Dec 20 2006, 01:43 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
KAIROS
რაღაც შენი პოსტის ტონი ცოტა გაურკვეველია ჩემთვის... ასე მგონია მეჩხუბები. მე არც ის მითქვამს დოგმატს არღვევს ვინმე-მეთქი, არც ის ესაა ცუდი და ის კარგი ან პირიქით. ისე ტრადიციაც არის და ტრადიციაც. ახლა ვინმემ ახალი მართლმადიდებლური ლიტურგია რომ დაწეროს (და დოგმატური ნაწილი - წყლის და ღვინის შერევის, სახარების სიტყვების წარმოთქმის და ა.შ. რომც დატოვოს), მე მაინც ვერ მივესალმები ამას, მიუხედავად იმისა, რომ დოგმატი არ ირღვევა. უბრალოდ, მე დაზუსტება მინდა, რამდენად გავრცელებული იყო ღვთისმსახურებისას ჯდომა მართლმადიდებლურ ეკლესიებში ციტატა თქვენ რას ფიქრობთ? ეს იყო ჩემი კითხვა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
Dec 20 2006, 04:12 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
KAIROS რაღაც შენი პოსტის ტონი ცოტა გაურკვეველია ჩემთვის... ასე მგონია მეჩხუბები. მე არც ის მითქვამს დოგმატს არღვევს ვინმე-მეთქი, არც ის ესაა ცუდი და ის კარგი ან პირიქით. ისე ტრადიციაც არის და ტრადიციაც. ახლა ვინმემ ახალი მართლმადიდებლური ლიტურგია რომ დაწეროს (და დოგმატური ნაწილი - წყლის და ღვინის შერევის, სახარების სიტყვების წარმოთქმის და ა.შ. რომც დატოვოს), მე მაინც ვერ მივესალმები ამას, მიუხედავად იმისა, რომ დოგმატი არ ირღვევა. უბრალოდ, მე დაზუსტება მინდა, რამდენად გავრცელებული იყო ღვთისმსახურებისას ჯდომა მართლმადიდებლურ ეკლესიებში ეს იყო ჩემი კითხვა რა ვიცი, მე მეჩვენება, რომ როცა დგეხარ უფრო კარგად გესმის, ყურადღებით, თუმცა ისიც არის, რომ თუ დაიღალე უნდა დაჯდე, რადგან აჯობებს ლოცვაზე იფიქრო, ვიდრე ფეხებზე -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
mogzaura |
Dec 20 2006, 05:48 PM
პოსტი
#4
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
რა ვიცი, მე მეჩვენება, რომ როცა დგეხარ უფრო კარგად გესმის, ყურადღებით, თუმცა ისიც არის, რომ თუ დაიღალე უნდა დაჯდე, რადგან აჯობებს ლოცვაზე იფიქრო, ვიდრე ფეხებზე მართალი ხარ და ეს ერთ ერთ წმინდას აქვს ნათქვამი თუ დაიღალე დამჯდარმა იფიქრრე უფალზეო -------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 06:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი