IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჩვენს მიერ ნათარგმნი სტატიები, აქ განვათავსოთ,როგორც შევთანხმდით
guest
პოსტი Feb 12 2008, 03:22 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



აქ განვათავსოთ ჩვენს მიერ ნათარგმნი სტატიები და იყოს როგორც "საცავი ბიბლიოთეკა" smile.gif

თხოვნა თამართან (ცქნაფო) : შეძლებისდაგვარად, რამდენადაც დრო საშუალებას მოგცემს გადახედე გთხოვ , სტილისტიკურად ესაჭიროება შესწორება და მერე შევცვალოთ ჩასწორებულით. ეს თხოვნა ეხება ყველას, ვისაც ქართული ენის კარგი ცოდნის პრეტენზია აქვს, მოკლედ, ყველას შენიშვნებს ვღებულობთ smile.gif

ვიწყებ მოგროვებას, რაც ამ ფორუმზე დევს. ჯერჯერობით მხოლოდ ჩემი რაცაა ის ვიცი, თქვენაც გაიხსენეთ, რა გაქვთ განთავსებული და აქ მოიტანეთsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
guest
პოსტი Mar 24 2008, 09:17 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ეს არის ღირსი მამა იუსტინე ჩელიელის (პოპოვიჩი) საუბრის თარგმანი ,კარლოვაცში 1924 წელს წითელ პარასკევს.
ორიგინალურ ტექსტს გააჩნია მეტი 2 აბზაცი, მაგრამ რადგან მასში ძირითადად სახარებიდან აქვს ციტატები მოყვანილი, ვერ ვრთარგმნე , აქ არ მაქვს სახარება ქართულ ენაზე და როცა სახლში დავბრუნდები, იქ ჩავამატებ.

გთხოვთ გადახედოთ და ფილოლოგებმა კი იქნებ დრო ნახოთ და "გადაუაროთ" ნათარგმნებს :D :მპუა: თამარ, კოლეგა გყოლია სერაფიტა, იქნებ წაგაშველოს ხელი და კვირაში 1 საათიც რომ დაუთმოთ ყველას მოილევთ. მადლობთ :)


საშინელი სამსჯავრო უფლის მიმართ

( ღირსი მამა იუსტინე ჩელიელის (პოპოვიჩი) საუბარი წითელ პარასკევს, 1924 წ. კარლოვაცის საპატრიარქო ტაძარში )

ძმებო,არასოდეს არ ყოფილა უფალი ადამიანში ისე მცირედ, როგორც დღეს. არასოდეს არ ყოფილა უფალი მიწაზე ისე მცირედ, როგორც დღეს.ყველაზე მეტად დღეს არის ადამიანში ეშმაკი განსხეულებული, რათა გადააჯიშოს ადამიანის მოდგმა. დღეს ყველა სახის ბოროტება ჩასახლებულა ადამიანის სხეულში, რათა ღმერთი განდევნოს მისგან .

დღეს მთლიანი ჯოჯოხეთი მიწაზე გადმოსახლებულა. განა ახსოვს ვინმეს, რომ მიწაზე ოდესღაც სამოთხე იყო? ადამიანის დღევანდელი დაცემა უსაზღვროდ აღემატება ადამიანის პირველყოფილ დაცემას : მაშინ ადამიანი გამოვარდა ღმერთისგან, დღეს კი მან ჯვარს აცვა ღმერთი, მოკლა ღმერთი.

ადამიანო, რა არის შენი სახელი თუ არა ეშმაკი? აჰა, ანუ რაებს ვლაპარაკობ? ვიცი!... ეს ეშმაკის შეურაცხყოფაა. ეშმაკს არასოდეს უცემია ისე უმოწყალოდ, როგორც დღეს ადამიანმა ეს ხელოვნების დონეზე აღასრულა. უფალი იესო ქრისტე ჯოჯოხეთშიც შევიდა, მაგრამ ის იქ არავის ჯვარზე არ გაუკრია, ჩვენ კი ეს ვქენით. განა ამით ადამიანი ეშმაკზე ცუდი არ არის? განა ამით დედამიწა ჯოჯოხეთზე უარესი ჯოჯოხეთი არ გახდა? ჯოჯოხეთიდან ქრისტე არ გამოუგდიათ, დღეს კი ადამიანებმა ის განდევნეს მიწიდან, საკუთარი სხეულიდან, საკუთარი სულიდან, საკუთარი ადგილსამყოფელიდან...

ძმებო, სულში გველივით შემიძვრა ერთი კითხვა და ამპარტავნულად მეკითხება: ნუთუ ადამიანი ოდესმე შეიძლება სათნო ყოფილიყო, შეძლო რა მან ქრისტეს ჯვარცმა? შენ გჯერავს ადამიანის, აქებ მას, ოპტიმისტი ხარ? ოჰ, შეხედე ადამიანს, შეხედე კაცობრიობას წითელი პარასკევის "გადმოსახედიდან", შეხედე როგორ კლავს კაცი ღმერთკაცს და მითხარი : ახლაც ოპტიმისტი ხარ? ნუთუ არ გრცხვენია, რომ კაცი ხარ? ვერ ხედავ, რომ ადამიანი ეშმაკზე უარესია? ნუთუ არ არის თვით ადამიანი ყოველგვარი ბოროტების თესლი, ყოველგვარი სისაძაგლის წყარო? ნუთუ დღეს ადამიანმა მოკლა რა ღმერთი , არ დაამტკიცა, რომ თვით ადამიანია მიწის სიგიჟე?

თვით საშინელი განკითხვის დღეც კი, ძმებო, არ იქნება ბევრად საშინელი, როგორიც წითელი პარასკევია. რამეთუ მაშინ უფალი იქნება მსაჯული და დღეს კი ადამიანია ამის მოქმედი. დღეს არის საშინელი სამსჯავრო ღმერთის მიმართ, მას კაცობრიობა ასამართლებს. დღეს კაცი აფასებს უფალს 30 ვერცხლად! ნუთუ ეს ბოლო ფასია? ნუთუ იუდა ჩვენი უკანასკნელი სიტყვაა ?

დღეს კაცობრიობამ უფალს სიკვდილი მიუსაჯა. ეს არის უდიდესი ამბოხება და ცოდვა ცისა და მიწის ისტორიაში.დაცემულ ანგელოზებსაც არ უქნიათ ეს. დღეს აღსრულებაში მოვიდა უფლის მიმართ საშინელი სასამართლოს განაჩენი : დროს და ჟამს არ ახსოვს ასეთი უდანაშაულო ბრალდებული და ასეთი უგუნური მოსამართლე ! დაცინეს ღმერთს, ისე როგორც არც არავის და არასოდეს. შეარცხვინეს ის, ვინც ჩვენს სადიდებლად მოვიდა, აწამეს ის, რომელიც ჩვენ ტანჯვისგან გასათავისუფლებლად მოვიდა, გადასცეს სასიკვდილოდ ის, რომელმაც ჩვენ სამუდამო სიცოცხლე მოგვიტანა...

ადამიანო, აქვს შენს უგნურებას საზღვარი? აქვს შენს დაცემას ძირი?

ჯვარცმა, ყველაზე დამამცირებელი სასჯელი - და ეს სასჯელი მას, რომელმაც ჩვენ მუდმივი დიდება გვიბოძა. უძლურო ! მან შენ გაგკურნა უძლურებისგან და შენ მას ჯვარცმას ჩუქნი? ბრმავ ! მან შენ თვალი აგიხილა განა იმისთვის, რომ დაინახო როგორ გააკრავ ჯვარზე? მკვდარო!
მან შენ აგღადგინა სიკვდილისაგან და შენ ის შენს საფლავში დამარხე?

ძმებო, წითელი პარასკევი ჩვენი უდიდესი სირცხვილი და დამარცხებაა.

იუდა ისკარიოტელში ყოველი ჩვენგანის სულის რაღაც ნაწილი იყო.ასე რომ არ ყოფილიყო, უცოდველნი ვიქნებოდით. იუდას სახით ჩვენ ყველანი დავეცით. ყოველმა გავყიდეთ ქრისტე და ვეზიარეთ ეშმაკს : წმინდა სახარების მიხედვით იუდაში სატანა ჩასახლდა, გაუცვალა რა ეშმაკს თვით მაცხოვარი. აჰ, განა არსებობს ამაზე დიდი ცოდვა,ამაზე დიდი საშინელება? ვერცხლთმოყვარეობავ, შენ გაყიდე უფალი! ვერცხლთმოყვარეობავ, შენ დღესაც ჰყიდი ქრისტეს!

იუდა, რომელიც სამი წელი ქრისტეს მოწაფე იყო, რომელიც თვალთმხილველი იყო ქრისტეს სასწაულების, რომელიც ქრისტეს სახელით ავადმყოფთ კურნავდა, ვერცხლმოყვარეობის გამო გამყიდველი გახდა და მაშინ მე, შენ და სხვას განა ვერ გაგხვდის გამყიდველად , გამცემად და ქრისტეს მკვლელად? იუდა დიდ ხანს იყო მასთან ერთად, ვისაც თავის მისადები არ გააჩნდა, რომელიც საქმით და სიტყვით ასწავლიდა, რომ არ არის აუცილებელი ვერცხლის და ოროს ქონება და მე? და შენ? ძმაო, თუ არ შეგიძლია იყო ბედნიერი უქონლობაში, თუ არ შეგიძლია იყო მხიარული სიღარიბეში, მაშინ შენც იუდასნაირი კანდიდატი ხარ! არ იკითხო : "ნუთუ მე უფალო?", რამეთუ პასუხად მიიღებ: "თვითვე ამბობ"!

ძმაო და მეგობარო,სამუდამოდ დაიმახსოვრე: ვერცხლთმოყვარეობამ ჯვარს აცვა ქრისტე, მოკლა ღმერთი. ვერცხლთმოყვარეობამ ქრისტეს მოციქულისგან უფლის მტერი და უფლის მკვლელი შექმნა. მაგრამ არა მხოლოდ ეს, არამედ ამანვე მოკლა თვით იუდაც... ვერცხლმოყვარეობა დაწყევლილი თვისებაა, უპირველესად კლავს ადამიანში ღმერთს, შემდეგ კი სამუდამოდ კლავს თვით ადამიანს.

ღმერთის წამებით ადამიანი ეშმაკზე უმოწყალოა. არ გჯერავთ? გაიგონეთ რას ამბობს თვალთმხილველი: მას აფურთხებდნენ სახეში... ახ, მის ლამაზ სახეში...მას, შემოქმედს და მაცხოვარს, აფურთხებენ და სცემენ, ის კი მოთმინებით და უხმოდ იტანდა ამას. გაქვს შენ გამართლება , როცა შურაცხყოფას შეურაცხყოფითვე პასუხობ? როცა სიავეს სიავითვე უბრუნებ? როცა წყევლი მაწყევარს? როცა გძულს შენი მოძულე? ბოროტების ბოროტებითვე დამბრუნებელი შენ აფურთხებ ქრისტეს. მოძულის მომძულებელი შენ სცემ ქრისტეს, შეურაცხყოფის არ დამთმენი შენ დასცინი და არცხვენ ქრისტეს, რამეთუ ეს თვით მაცხოვარს ამ დღესაც არ უქნია...

ჯვარს ვაცვით ღმერთი.. ადამიანო, რა გინდა კიდევ? ნათელგონიერი ავაზაკი ყაჩაღი რომ არა, შენ ვერ გამართლდებოდი. ეს ყაჩაღი რომ არ ყოფილიყო, დედამიწა მუდმივ ჯოჯოხეთად დარჩებოდა: მან ჯვარცმული იესო უფლად აღიარა! ეს ავაზაკია ჩვენი იმედი, რამეთუ მან იწამა ქრისტე ღმრთად სწორედ მაშინ, როდესაც ის იყო შეურაცხყოფილი, შეგინებული, ნაწამები ყველაზე სასირცხვილო სასჯელმისჯილი - ჯვარზე გაკრული. ჯვარცმულმა ქრისტემ აჩვენა მათ მისი ღვთაებრიობა, რით ? რით? უპასუხა რა ავაზაკს ? კიდევ რით? -მზისდაბნელებით და მიწისძვრით? კიდევ რითი? - თავისი ლოცვით : "მიუტევე უფალო, რამეთუ არ უწყიან რას სჩადიან".

თავმდაბლობით და სიმშვიდით მოევლინა უფალი იესო ქვეყნიერებას. ნუთუ უსაზღვრო თავმდაბლობა არ არის, როცა ღმერთი განკაცდება და შეისხამს ადამიანის ცოდვილ სხეულს? ასევე სიმშვიდით და თავმდაბლობით გავიდა უფალი იესო ქრისტე ამ ქვეყნიდან. ხალხმა არ იცის , ვინ არის ქრისტე,ამიტომაც სდევნიან. არ იციან რამხელა სიყვარული, რაოდენი თავმდაბლობა, დათმენაა, დაუშვა რა ღმერთმა, რომ ადამიანმა ის გაასამართლოს, რომ კაცმა მას აფურთხოს, რომ კაცმა ის სცემოს და მოკლას...

დღესაც ბევრი საშინელება ხდება ქრისტეს მიმართ ,ძმებო . ყოველი ჩემი ცოდვა - ქრისტესთვის წითელი პარასკევია. ოთხი ჩემი ცოდვა და ამით ქრისტეს გავაკრავ ჯვარზე. ყოველი შენი ცოდვა, ძმაო, აწამებს ქრისტეს, მას და არა მე და შენ. ცოდვების დაგროვებით შენ ჯვარს აცვამ მას. ნებისმიერი არასუფთა აზრი შენი, არასწორი და უგნური სიტყვა : ჯვარი მას, ჯვარი ! ყოველი ჩემი ცოდვა ეკლის გვირგვინს ადგამს ქრისტეს, ყველა ჩემი ვნება მის მხრებზე ჯვარს სიმძიმეს უმატებს.

ჩვენი შემგინებლობა ქრისტეს მიმართ ბევრად უარესია იმაზე, რაც ებრაელებმა ქნეს. ებრაელებს მანამდე არ ენახათ აღდგომილი ქრისტე ! ჩვენ კი ოცი საუკუნეა უკვე, რაც აღდგომილი ქრისტე ვიხილეთ. ჩვენ დავცინით აღდგომილ ქრისტეს... განა არ აცვამს ჯვარს აღდგომილ უფალს ის მოძღვარი, ვინც თავისი ცხოვრებით თავის მრევლს აბრკოლებს და ქრისტესგან აშორებს ? განა არ დასცინის აღდგომილ უფალს ის პროფესორი , რომელიც ღმერთმოძულეობის თეორიას ასწავლის თავის მოწაფეებს? განა არ აფურთხებს აღდგომილ უფალს ის ქრისტიანი, რომელიც მხოლოდ სახელადაა ქრისტიანი? განა ის ქალაქი, ის ნაქები სიონი, რომლის ტაძარიც მუდამ ცარიელია, არ აგინებს აღდგომილ ქრისტეს? განა ხელმეორედ არ ასამართლებს უდანაშაულოს?

ღმერთო ! ჩვენ შეუწყვეტლივ ვდევნით აღდგომილ ქრისტეს!

ვიღაც იკითხავს: როგორ ვდევნით ჩვენ ქრისტეს, როცა ის ჩვენთან სხეულებრივად არც არის? როცა ჩვენ მას და მის სხეულს ვერც კი ვხედავთ? ოხ ! ვდევნით ჩვენ უფალს, ძმებო, ვდევნით, როცა ვდევნით მის სწავლებას, როცა მის წმინდანებს ვდევნით, როცა მის ეკლესიას ვდევნით... ჩვენ ქრისტეს განვაგდებთ, როცა განვაგდებთ მათხოვარს...ჩვენ ქრისტეს ვდევნით, როცა შიშველს არ ვმოსავთ... ვდევნით უფალს, როდესაც ავადმყოფს არ ვკითხულობთ... რამეთუ თვით ქრისტე სხეულდება ყოველ მშიერში, შიშველში, მწყურვალში, სევდიანში, ავადმყოფში თუ დევნილში, ის მათ ერთად განიცდის განსაცდელს, მათ ერთად ეწამება და მათ ერთად ნაღვლობს...

არამხოლოდ უფალი იესო ქრისტესთვის , ძმებო, არამედ ჩვენთვის, ვინც მას ვატარებთ აღევლინება მიწაზე დღეს წითელი პარასკევი. რაც უფრო მეტად გყავს ქრისტე გულში, მით უფრო დევნილი ხარ. თუ შენ ქრისტესი ხარ, ჩათვალე და ნუ გაგიკვირდება, რომ მუდამ ფეხს დაგაბიჯებენ, ისევე როგორც თვით ქრისტეს. როცა გწყევლიან - დალოცე, როცა გირტყამენ - აპატიე, როცა ძულხარ - შეიყვარე. მოთმინებით დაძლიე მტერი და მწამებელი, ისევე როგორც თვით ქრისტემ. ავი კარგით გადაიხადე, იბრძოლე ისე როგორც თვით უფალი იბრძოდა :

ამპარტავნებას ებრძოლე - სიმდაბლით,

უხეშობას ებრძოლე - მოკრძალებით,

სიძულვილს ებრძოლე - სიყვარულით,

დამცირებას ებრძოლე - პატიებით,

წყევლას ებრძოლე - დალოცვით .

ეს არის გამარჯვებისკენ მიმავალი გზა. გზა, რომელიც გვიჩვენა უფალმა იესო ქრისტემ. წამებით მივიდა ის აღდგომამდე. ჩვენც ამ გზაზე უნდა ვიაროთ, გზაზე, რომელიც აღდგომით მთავრდება.თუ ამ გზას არ ავცდებით, სიკვდილის ტრიუმფალურ დათრგუნვამდე მივალთ. და თუ მაშინაც კი, თუ ჩვენ ჯვარს გვაცვამენ, ვილოცოთ ჩვენი მწამებლებისთვის ისე, როგორც თვით უფალი : "მამაო, შეუნდე მათ, რამეთუ არ უწყიან რას სჩადიან"...

ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
staywhite   ჩვენს მიერ ნათარგმნი სტატიები   Feb 12 2008, 03:22 AM
staywhite   [size=2]წმინდა სასწაულ...   Feb 12 2008, 03:37 AM
staywhite   [b]წმინსა მამა ბასილ...   Feb 12 2008, 04:05 AM
k@the   staywhite მადლობა ნანა :მ...   Feb 12 2008, 04:21 AM
staywhite   [size=2]საქმიანობები თ...   Feb 12 2008, 04:28 AM
staywhite   მე კიდევ მაქვს რამ...   Feb 12 2008, 04:57 AM
staywhite   (* თარგმნის დროს არ ...   Feb 12 2008, 05:58 AM
staywhite   [size=2]მოყვასის სიყვა...   Feb 12 2008, 06:09 AM
xornabujeli   :ფიქრი: :)   Feb 12 2008, 08:04 AM
ლილიანა   დიდი მადლობა ! :) ძ...   Feb 12 2008, 10:33 AM
მხევალი ნინო   მაპატიეთ, შეიძლება...   Feb 12 2008, 11:10 AM
F3niX   მაპატიეთ, შეიძლებ...   Feb 13 2008, 12:09 AM
staywhite   არაფერია არეული ნი...   Feb 12 2008, 09:42 PM
staywhite   მაპატიეთ, შეიძლებ...   Feb 12 2008, 10:28 PM
F3niX   არ მინდოდა , მაგრამ...   Feb 13 2008, 12:11 AM
KAIROS   კაი ახლა ნუ ანერვი...   Feb 12 2008, 11:52 PM
თამარი_ცქნაფო   სათაური შეუცვალეთ:...   Feb 13 2008, 12:05 AM
staywhite   დათიკოს გარდა თამუ...   Feb 13 2008, 12:10 AM
თამარი_ცქნაფო   F3niX რაღაც ფინთად გად...   Feb 13 2008, 12:13 AM
F3niX   F3niX რაღაც ფინთად გა...   Feb 13 2008, 12:17 AM
staywhite   მადლობა F3niX, ჩემი ნა...   Feb 13 2008, 12:14 AM
თამარი_ცქნაფო   staywhite სერბულიდან თარ...   Feb 13 2008, 12:15 AM
staywhite   თამარ, კი,სერბულიდ...   Feb 13 2008, 12:17 AM
თამარი_ცქნაფო   თამარ, კი,სერბულიდ...   Feb 13 2008, 12:21 AM
staywhite   ორიგინალურია ის გე...   Feb 13 2008, 12:29 AM
თამარი_ცქნაფო   ორიგინალურია ის გ...   Feb 13 2008, 12:31 AM
staywhite   მე ვნახე ნიკოლოზ ს...   Feb 13 2008, 12:36 AM
თამარი_ცქნაფო   მე ვნახე ნიკოლოზ ს...   Feb 13 2008, 12:37 AM
staywhite   წიგნიც ყოფილა "მი...   Feb 13 2008, 12:40 AM
staywhite   ეს არის ღირსი მამა ...   Mar 24 2008, 09:17 AM
მეხელი   staywhite, ახალხანს ვნახ...   Mar 27 2008, 04:45 PM
თამარი_ცქნაფო   staywhite, ახალხანს ვნახ...   Mar 27 2008, 06:28 PM
მეხელი   სერბულად ნახე, თუ რ...   Mar 28 2008, 02:54 PM
თამარი_ცქნაფო   რუსულად საინტერე...   Mar 28 2008, 03:24 PM
aia   staywhite ძალიან დიდი მა...   Mar 27 2008, 08:55 PM
staywhite   staywhite ძალიან დიდი მა...   Mar 28 2008, 02:45 AM
staywhite   staywhite, ახალხანს ვნახ...   Mar 28 2008, 10:40 PM
დავით ივერიელი   ახლახანს ვთარგმნე ...   Mar 28 2008, 11:15 PM
staywhite   დავით :მპუა2: მშვენი...   Mar 28 2008, 11:18 PM
დავით ივერიელი   staywhite კი :wub: ეს ადამია...   Mar 28 2008, 11:20 PM
elenele   staywhite რა კარგი რამ მო...   Dec 29 2008, 07:32 PM
staywhite   elenele მადლობთ, ელენელ...   Dec 30 2008, 04:54 PM
Atman   ჩემი ნათარგმნი წიგ...   Oct 21 2009, 07:48 PM
b-a-r-b-a-r-e   ნან როგორ მომენატ...   Oct 21 2009, 08:13 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th August 2025 - 11:47 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი