IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმ. ნიკოლოზ სერბი, ფიქრები სიკეთესა და ბოროტებაზე
ნიკოლოზ_V
პოსტი Jan 16 2007, 02:35 AM
პოსტი #21


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



წმიდა ნიკოლოზ სერბი,
ეპისკოპოსი ოხრიდის და ჟიჩისა


ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ერისკაცობაში ნიკოლა ველიმიროვიჩი) დაიბადა 1880 წლის 23 დეკემბერს სიფელ ლელიჩში. ზეცისა და მიწის, ხილულისა და უხილავის შემოქმედმა უხვად დააჯილდოვა იგი ტალანტით; პატარა ნიკოლამ მალე შეიცნო ღვთის სიყვარული და ღვთივბოძებული ნიჭების გამრავლება დაიწყო. მამამ, დრაგორირმა სწავლისა და კითხვის სიყვარული შთაუნერგა, დედას, კატერინას (შემდგომში მონაზონი ეკატერინე) კი იგი უახლოესმონასტერ, ჩელიეში დაჰყავდა ღვთისმსახურებაზე და ხშირად აზიარებდა. როდესაც ბიჭი წამოიზარდა, მშობლებმა გადაწყვიტეს, იგი მონასტრის სკოლაში მიებარებინათ, რომლის დამთავრების შემდეგ ნიკოლაიმ ბელგრადის საღვთისმეტყველო სემინარიაში ჩააბარა, სადაც მისმა ნიჭმა მასწავლებელთა ყურადღება მიიპყწო.
სემინარიის დასრულების შემდეგ იგი სოფლის სკოლაში გაამწესეს. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად იგი ეხმარებოდა სამრევლო მღვდელს, საეკლესიო და საერო გამოცემებში აქვეყნებდა თავის პირველ ნაშრომებს. მალე ახალგაზრდა მასწავლებელმა განათლების მინისტრისაგან სტიპენდია მიიღო შვეიცარიაში, ბერნის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. აქ იგი გულმოდგინედ სწავლობდა ღვთისმეტყველებას და ფილოსოფიას, შეისწავლა გერმანული ენა; ამავე ენაზე დაიცვა დისერტაცია თემაზე "ქრისტეს აღდგომის რწმენა, როგორც წმიდა სამოციქულო ეკლესიის ძირითადი დოგმატი". 1909 წლის დეკემბერში ახალგაზრდა ღვთისმეტყველი ბერად აღიკვეცა რაკოვიცის მონასტერში; მას ჯერ დიაკვნად დაასხეს ხელი, შემდეგ კი მღვდელმონაზვნად. იგი ბელგრადის საღვთისმეტყველო სემინარიაში დაბრუნდა, მაგრამ ახლა უკვე მასწავლებლის ხარისხით. დიდი სიყვარულითა და თავგანწირვით აღზრდიდა იგი მომავალ ღვთისმსახურებს, ღვთის საკურთხევლის მსახურებს.
სერბეთის მიტროპოლიტ დიმიტრის კურთხევით მღვდელმონაზონი ნიკოლოზი 1910 წელს რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში გაიგზავნა სასწავლებლად. მან ჩვეულებრივად ჩააბარა, როგორც რიგითმა სემინარისტმა, ისე, რომ, არც კი მოუხსენებია მის მიერ მიღებული ევროპული განათლების შესახებ. ერთ-ერთ სასულიერო ლიტერატურულ საღამოზე მღვდელომონაზონმა ნიკოლოზმა თავისი ცოდნით გააოცა აკადემიის პედაგოგები და სტუდენტები, განსაკუთრებით მიტროპოლიტი ანტონი (ვადკოველი), რომელმაც იმპერატორს აკადემიის ნიჭიერი სტუდენტისათვის მთელს რუსეთში უფასოდ მოგზაურობის უფლება გამოსთხოვა.
დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და სერბეთის მთავრობამ ამ დროისთვის უკვე ცნობილი მქადაგებელი, მამა ნიკოლოზი ინგლისა და ამერიკაში გაგზავნა, რათა ამ ქვეყნის საზოგადოებისთვის ემცნო მართლმადიდებელი სერბეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის შესახებ. ოთხი წლის განმავლობაში, 1915_დან 1919 წლამდე მამა ნიკოლოზი სიტყვით გამოდიოდა კოლეჯებში, უნივერსიტეტებში, სხვადასხვა კრებებზე, ტაძრებში, განმარტავდა, რატომ იბრძოდა სერბი ხალხი თავისი სამშობლოს ერთიანობისათვის. ინგლისის ჯარების სარდალი იხსენებდა, რომ თავისი მისიონერული მოღვაწეობით მღვდელმონაზონმა ნიკოლოზმა იმდენივე გააკეთა, რამდენიც მთელმა არმიამ ბრძოლის ველზე.
1919 წელს სერბეთის სახელმწიფოს უწმიდესმა სინოდმა მამა ნიკოლოზი ჟიჩის ეპისკოპოსად აირჩია, მაგრამ ქიროტორიიდან სულ მალე, 1920 წელს ეპისკოპოსი ნიკოლოზი პირადი თხოვნით იგი სლავური სულიერების, კულტურისა და მწერლობის აკვანში,ოხრიდში გაგზავნეს. ახალგაზრდა, ბრწყინვალედ განათლებულმა ეპისკოპოსმა თავისი სამღვდელმთავრო მსახურება წმიდა კირილე და მეთოდეს სამოციქულო ტრადიციებზე დაყრდნობით დაიწყო; მათ მსგავსად იგი ადამიანებს უნერგავდა რწმენას, იმედს, ღვთის სიყვარულს; საეკლესიო, ბერმონაზვნობის ცხოვრების აღორძინება, ხალხის გაეკლესიურობა - აი, ეპისკოპოსი ნიკოლოზის სამოციქულო მოღვაწეობა.
1931 წელს ოხრიდისა და ბიტოლის ეპარქიები გაერთიანდა ერთ. ორხიდ-ბიტოლის ეპარქიად, რომლის რეზიდენციაც ბიტოლში მდებარეობდა. ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა წმიდა ნაუმის სახელობის მონასტერი დაარსა ათონის ტიპიკონის საცხოვრებელი, კალიშტას მონასტერში კი - დედათა სამონასტრო ცენტრი, რომლის დედებმაც შემდგომში პირველი მსოფლიო ომის დროს დაცარიელებული და მიტოვებული სავანეები ააღორძინეს.
"ოხრიდის მეუდაბნოე" - ასე უწოდა უწოდა სამართლიანად ეპისკოპოს ნიკოლოზს აბბა იუსტინემ(პოპოვიჩი), დააფუძნა აგრეთვე ე.წ " საღვთისმეტყველო მოძრაობა"; ღვთის ჭეშმარიტი სიტყვის სამქადაგებლო ნიჭის წყალობითაა და თავისი პიროვნული ძალით იგი აღვივებდა და მართლმადიდებლური კალაპოტისაკენ მიმართავდა ხალხის რწმენას. ეს მოძრაობა ოციან წლებში დაფუძნდა; მასში უმეტესად გლეხობა შედიოდა, გამოირჩეოდა ღვთისმოშიშებისა და ლოცვისაკენ მიდრეკილებით; მრავალი მონასტერი, მათ შორის, ხილანდრის, ივსებოდა მორჩილებითა და ბერებით, რომლებიც ამ მოძრაობიდან მოდიოდნენ. ამ მოზრაობის წყალობით ოვჩარისა და კაბლარის მონასტრებში სამონასტრო ცხოვრება აღორძინდა.
ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა დააარსა მისიონერული კურსები, ქრისტიანულ თემათა ერთობა, რომლისკენაც მიისწრაფიდნენ ათასობით მორწმუნენი მთელი სერბეთიდან. კრებულმა გამოსცა რამდენიმე სასულიერო ჯურნალი, ბროშურა, წიგნი. "ოხრდის შესავალი" და "მისიონერული წერილები", რომლებიც მეუფემ ამ პერიოდში დაწერა, იყო და არის სულიერი საკვები ღვთისმოყვარე სულთათვის. 1936 წელს მეუფე ნიკოლოზი კვლავ ჟიჩის ეპისკოპოსად აირჩიეს. ამ საეპისკოპოსო კათედრაზე მისი მოსვლის შემდეგ ჟიჩის ეპარქიამ დიდი სულიერი ცვლილებები განიცადა. აღდგა მრავალი მონასტერი, პირველ რიგში, ჟიჩისა და სტუდენციის, რომლებიც ყოველთვის იყო სერბეთის მართლმადიდებლობის სულიერი საყრდენი, შენდებოდა ახალი ტაძრები. იგი სერბეთის ეკლესიის უდიდესი მქადაგებელი იყო და ეს პრაქტიკა დანერგა კიდეც სერბეთის ეკლესიაში. მისი თხზულების კრებული 30 ტომს სეადგენს. მეუფის მისიონერული მოღვაწეობა მრავალფერონებითა და მნიშვნელობით მხოლოდ წმიდა საბა სერბთა განმანათლებელის ღვაწლს თუ შეედრება. როგორც სერბეთის ეკლესიის მისიონერი, იგი მოგზაურობდა ევროპაში, ამერიკაში, მეზობელ ბალკანეთის ქვეყნებში, იყო კონსტანტინეპოლში, საბერძნეთსი, ათონის წმიდა მთაზე, სადაც განსაკუთრებით ზრუნავდა ხილანდარის მონასტრის აღორძინებისათვის. მონაწილეობას რებულობდა მრავალრიცხოვან საერთაშორისო და საეკლესიათაშორისო შეხვედრებში; 1930 წელს მეუფემ მონაწილეობა მიიღო მართლმადიდებელ ეკლესიათა კრების წინა კონფერენციაში, რომელიც ვათოპედის მონასტერში შედგა. მისი მზრუნველობით აშენდა საბავშო სახლები და თავშესაფრები მთელს სერბეთში, ბიტოლიდან ჩაჩკამდე, ზემო მილანოვეცში, კრალევოში და კრაგუევცაში.
დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ჰიტლერმა პირადად უბრძანა ჩრდილოეთ ფრონტის სარდალს: "მოისპოს სერბეთის ინტელიგენცია, განადგურდეს სერბეთის ეკლესიის მეთაურნი. პირველ რიგში, განადგურდეს პატრიარქი გაბრიელი (დოჟიჩა), მიტროპოლიტი პეტრე (ზიმონიჩი) და ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ველიმიროვიჩი)". მეუფე ნიკოლოზი და პატრიარქი გაბრიელი ერთად ერთადერთი ევროპელი იერარქები არიან, რომლებიც დახაუს სასიკვდილო ბანაკში აღმოჩნდნენ. უფალმა გადაარჩინა მოღვაწენი: 1945 წლის 8 მაისს ისინი 36_ე ამერიკულმა დივიზიამ გაათავისუფლა. ბანაკში ეპისკოპოსმა დაწერა თავისი ერთ-ერთი ცნობილი ნაშრომი - წიგნი "ციხის სარკმლიდან", რომელშიც მართლმადიდებლებს საკუთარი ცოდვების აღიარებისა და სინანულისაკენ მოუწოდებდა. ბანაკიდან გათავისუფლების შემდეგ ეპისკოპოსი ნიკოლოზი ვეღარ დაბრუნდა იუგოსლავიაში, რომელიც კომუნისტური გახდა ათეისტ ტიტოს მეთაურობით. მან განაგრძო თავისი მისიონერული მოღვაწეობა ევროპასა და ამერიკაში, ბევრს წერდა, ლექციებს კითხულობდა, ქადაგებდა. ემიგრაციაში იგი ასწავლიდა ნიუ-ორკის წმიდა ვლადიმერის სახელობის აკადემიაში, წმიდა სამების აკადემიაში ჯორდანვილში, წმიდა ტიხონის აკადემიაში პენსილვანში. წმიდა ტიხონის რუსულ მონასტერში გაატარა მან სწორედ თავისი მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი დღეები.
მეუფემ ღვთისგანისვენა სენაკში ლოცვის დროს, 1956 წლის 18 მარტს. რუსული მონასტრიდან მეუფის სხეული წმიდა საბას სერბულ მონასტერში გადაასვენეს ლიბეტსვილში და მონასტრის სასაფლაოზე დაკრზალეს. იმ დროში მისი ნაწილების სამშობლოში გადასვენებაზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა: ტიტოს რეჟიმმა იგი მოღალატედ და ხალხის მტრად გამოაცხადა. დახაუს საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარს, მეუფე ნიკოლოზს კომუნისტები სახალხოდ უწოდებნენ " ოკუპანტთა თანამშრომელს" მისი ნაშრომების პუბლიკაცია აკრძალული იყო.
მხოლოდ 1991 წელს მოიპოვა სერბეთმა უდიდესი სიწმიდე - მეუფე ნიკოლოზ სერბის ნაწილები. ახლა ისინი განისვენებენ მის მშობლიურ სოფელში- ლელიჩში, ოდესღაც მის მიერვე აშენებულ ტაძარში. მართლაც ჭეშმარიტია მის შესახებ ღირსი მამა იუსტინე ჩელელის (პოპოვიჩი) ნათქვამი: "მეუფე ნიკოლოზი სერბი ხალხის უდიდესი შვილია წმიდა საბა სერბეთის განმანათლებლის შემდეგ! ამინ".


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
guest
პოსტი Mar 24 2008, 09:32 AM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ჭეშმარიტების ანბანი


ნეტარია ყოველი, რომელსაც ისე სწამს ღმერთის, როგორც ეს უფალმა იესო ქრისტემ ქვეყნიერებას დაანახა. თუ გინდა იცოდე, როგორია ღმერთი, შეხედე ქრისტეს და პასუხსაც მიიღებ : ის ისეთივეა, როგორც იესო ქრისტე. ეს კი ნიშნავს, რომ ღმერთი არის ყოვლისშემძლე, ყოვლადბრძენი და ყოვლად მადლიანი. მის შემძლეობას ვერ უპირისპირდება ვერაფერი, მისი მადლი თრგუნავს ყოველგვარ ბოროტებას.

თუ გინდა იყო ძლიერი - გაიქეცი უფლისკენ, თუ გინდა იყო ბრძენი - დადექი უფლთან, თუ გსურს მადლი ან მოწყალება ან სიკეთე და სიყვარული, მიეკარი უფალს... იცოდე და გახსოვდეს, რომ მხოლოდ უძლურება, უგნურება და ბოროტება ეწინააღმდეგება ღმერთს... და ყოველი კი, რაც უფლის მოწინააღმდეგეა,საბოლოოდ განსჯილი და განწირულია დამარცხებისა და წარწყმენდისათვის. ხოლო ყოველი, რომელიც უფლის გვერდით დგას, გაიხარებს მარადიული სიცოცხლით. ყველაფერი ეს ჩანს უფალი იესო ქრისტეს სახით.
ამიტომაც ვამბობთ : ნეტარია ყოველი, რომელსაც ისე სწამს ღმერთის, როგორც ეს უფალმა იესო ქრისტემ ქვეყნიერებას დაანახა.

რა არის ცოდვა? ცოდვაა გწამდეს რაღაც სხვა და არა უფალი იესო ქრისტე. ცოდვაა გაჰყვე სხვას და არა უფალ იესო ქრისტეს. ყველა სახის ცოდვა და ბოროტება შეიძლება განისაზღვროს ორად-ორი განმარტებით : არ გწამს ქრისტე და არ მიყვები ქრისტეს! გწამდეს ქრისტე და ფლობდე ქრისტეში საკუთარ თავს - ეს არის ღვთისშვილთა ამქვეყნიური ჯანმრთელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი იფერფლება ადამიანის გონება და გული , ავადდება რა ცეცხლითა და კვამლით.

სული სამშვინელშია, სამშვინელი კი სხეულში, სხეული კი ამ ქვეყნად იმყოფება. სული სამშვინელის მამოძრავებელია, სამშვინელი კი სხეულის, სხეული კი სხვა სხეულთა მამოძრავებელია.
კაცო და ღვთისშვილო, შენ შემოქმედმა ხომ იმისთვის შეგქმნა, რომ მისი სულით აღვსილიყავი, ამიტომაც იცოდე და გახსოვდეს, ვისი სულითაც აღვსილი ხარ, მისნაირი ხარ შენც: თუ ღვთიური სულით, მაშინ მსგავსი ხარ შენ მისი, თუ ბოროტი სულით - მაშინ შენ ემსგავსები ღვთის და შენი მამის ჯოჯოხეთურ მტერს.

მოწაფევ, შენ რას სწავლობ? შენს შესასწავლ მასალას სიკვდილის სუნი ასდის, ამიტომაც გხედავ შენ ნაღვლიანს და უსასოოს. არ სწავლობ შენ მეცნიერებას სიცოცხლის და სიცოცხლის მომცემის შესახებ? ვინ მოგცა შენ თვალები, რომლითაც შენი სული იხედება? ვინ მოგცა შენ ყური, რომლითაც შენი სული ისმენს? ვინ მოგცა შენ გონება, რომლის საშუალებითაც შეგიძლია ისწავლო? თუ შენ შენს მიერ შესასწავლი მეცნიერება გასწავლის, რომ ბუნებამ მოგანიჭა თვალიც, ყურიც და გონებაც, მაშინ კითხე მაგ მეცნიერების მომგონებს : ვისგან "ისესხა" ეს ყველაფერი ბუნებამ, რომ შენთვის ებოძებინა?
ადამიანის შვილო, ნუთუ შენს გულს ცეცხლი არ ეკიდება, როცა შენი მამის და შენი შემოქმედის სახელი გესმის? დააწყნარე შენი გული - უპირველესად დაამშვიდე ის, შემდეგ კი ჩაიხედე მასში, როგორც წყნარ ტბაში, შემდეგ მას მიაყურადე და საბოლოოდ კი ეზიარე მის მეცნიერებას. მხოლოდ ასე შეგეძლება გაიცნო შემქნელი და ყოვლის მბოძებელი, მხოლოდ ასე შეგეძლება იგრძნო სიცოცხლის და სიცოცხლის მომცემის არსებობა. ამის მერე კი შენს ლექტურებს არ ექნება სიკვდილის სუნი, არამედ სიცოცხლის არომატს შეიგრძნობ მისგან. შენი ნაღველი და სასოწარკვეთა კი აღფრთოვანებით და სიხარულით შეიცვლება.

ებრაელები ყველა ხალხთა შორის პირველი ავადმყოფები იყვნენ, რომლებიც ღმერთმა მკურნალობისთვის ამოარჩია. ებრაელთა გამორჩეულობა მხოლოდ ამას ნიშნავს და სხვა არაფერს. როდესაც ებრაელები შეეწინააღმდგნენ უფალს, როგორც მკურნალს და აღთქმა დაარღვიეს, ღმერთმა ყველას "მკურნალობა"
დაიწყო , რამეთუ ყოველი მათგანი,ვისაც მკურნალობა სურდა, გამორჩეულად მიიჩნიაა. გამორჩეულ ებრაელთა შორის კი აღმოჩნდნენ მართალნი, წინასწარმეტყველნი და ღვთისთვის სათნონი, რომლებიც თავის დროზე მისდევდნენ ძველი აღქმის დებულებებს და ასევე ისინი, ვინაც თავისუფალი კეთილი ნებით მიიღო ახალი აღთქმაც. დანარჩენი ებრაელები კი ორივე აღთქმის გარეთ დარჩნენ.

კაცო და ადამიანის შვილო, გაფრთხილდი, რომ არ ითვლებოდე მოწინააღმდეგეთა რიგში. ყველას, ვისაც განკურნება სურს, მის სხეულში უპირველესად ჯანმრთელი სისხლი უნდა იყოს. ერთადერთი ჯანმრთელი და მკურნალი სისხლი კი ძე კაცის, ჩვენი მაცხოვრის - უფალი იესო ქრისტეს სისხლია.
მარადიული დიდება და მადლიერება ჩვენს მაცხოვარს.ამინ.

სლავურ ენებში სახიერებას ხატსაც უწოდებენ. ხატთმებრძოლეობის ეპოქაში ხშირად აღესრულებოდა ხატების თავისთავადი განახლების სასწაულები: ძველი ხატები, რომლებზეც ძლივს შეიმჩნეოდა წმინდანთა გამოსახულებანი, ახლდებოდნენ ისე, რომ თითქოს ახლად დაეხატა ვინმეს - მკვეთრი და ცოცხალი ფერებით.

ნუთუ ადამიანი არ არის ღვთის ხატება? ღერთმა ხომ ადამიანი თავის ხატად შექმნა. ჩვენთვის წარმოუდგენელია პირველქმნილი ადამიანის, ადამის ღვთაებრივი ბრწყინვალება, როგორც უფლის სახიერების, ხატების სიდიადე. მაგრამ ისევე როგორც ჩვეულებრივი ხატი, დაწერილი ხეზე, ჟამთასვლის შედეგად უფერულდება ან შავდება, ასევე ღვთის ხატებაც ადამში და მის შრთამომავალნში ცოდვების მომეტების გამო "გაუფერულდა". მაცხოვარმა იესო ქრისტემ კი ადამიანში უფლის ხატი განაახლა.

როგორც ხატმებრძოლეობის ჟამს ხატები თავისთავად ახლდებოდნენ, მსგავსად უფრო და უფრო ახლდება უფლის ხატება ადამიანში, როდესაც ის რწმენისთვის მოწამე ხდება.

ზოგიერთი სექტანტი ამტკიცებს, რომ ბავშვების მონათვლა უნდა ხდებოდეს მაშინ, როცა ისინი გაიზრდებიან და გაიგებენ რა არის რწმენა. ადამიანის შვილო, როცა ასეთ გიჟურ სიტყვებს გაიგებ, დაიგუბე ყურები, რომ არ ისმინო! შენი შვილი რომ უნათლავი მოკვდეს, განა არ იცი როგორი წარსდგება ის უფლის წინაშე? ნუთუ შენ ელოდები შვილის გაზრდას, რომ მაინ გაიგოს რა არის რძე ან წყალი და მაშინ აჭამო და ასვა მას? შენ ყრმა შვილს აწვდი საკვებს, თუმცა მან არ იცის რა არის რძე, წყალი, თაფლი თუ პური.შენ იცი, რა არის მისთვის აუცილებელი, მას კი აკვანში ეს არ ესმის. შენს პატარას რომ შარლახი დაემართოს, უმკურნალებ მას თუ დაელოდები როდის გაიზრდება და გაიგებს რა არის შარლახი და თავად გადაწყვეტს მიიღოს წამალი თუ არა? ადამიანთა მოდგმისთვის კი ადამის ცოდვა უფრო საშიში ავადმყოფობაა, ვიდრე შარლახი. და თუ შენ შენს ავადმყოფ შვილს ავადმყოფობის გამო მკურნალობ, განკურნე ის უფრო მძიმე ავადმყოფობისაგან, რომლის წამალი მხოლოდ ნათლობაა. უფრთხილდი არ მოგიკვდეს უნათლავი შვილი, რადგანაც მას ვეღარასოდეს შეხვდები ვერცერთ სოფელში.

ცა, რომელსაც ჩვენ ჩვენს ზემოთ ვხედავთ,მხოლოდ ჭეშმარიტი უხილავი ცის სიმბოლოა - ლამაზი და მშვენიერი სიმბოლო და არა თვით სინამდვილე. მზე და ვარსკვლავები მნათობენ ცაზე, ღმერთი, ანგელოზები და წმინდანები კი ქმნიან ჩვენთვის უხილავ ცას. ხილული მზე უხილავი ღმერთის სიმბოლოა, ვარსკვლავები კი ანგელოზთა და წმინდანთა სიმბოლო. ისევე როგორც მზე ანათებს, ათბობს სამყაროს, ასევე სიმართლის მუდმივი მზე - უზენაესი ღმერთი ანათებს და ათბობს ყოველს, მის სიკაშკაშეში ამყოფებს ანგელოზებს და ნეტართ. წმინდანნი არიან დიდებულნი უფლის დიდებით, ღმერთი კი მშვენიერებაა თავის წმინდანებში. ეს არის ნამდვილი, გაუგონარი, ბრწყინვალე ცა - რომელიც ჩვენი ნამდვილი სამშობლოა.

კაცთა მოდგმას ყავდა ერთი წინაპარი - ადამი. ადამიანთა მოდგმა წარმოადგენს ერთ მრავალტოტიან ხეს, რომელსაც ერთი ფესვი აქვს - ადამი. ამის მიხედვით ადამიანნი თავისი ერთადერთი წინაპრის გამო მოძმეები იყვნენ. მაგრამ მიუხედავად სხეულებრივი ძმობისა, ჯერ კიდევ ადამის შვილებში სულიერი "არაძმობის" პირველი შემთხვევები გამოჩნდა. სხეულებრივმა ძმამ მოკლა მისი სხეულებრივი ძმა, რამეთუ მათ შორის არ არსებობდა სულიერი ერთობა, სულიერი ძმობა.

ქრისტე კი "ახალ ადამად" იწოდა, უფალი იესო ქრისტე ახალი კაცობრიობის, ახალი მრავალტოტიანი ხის ფესვია. მან გაგვიცხადა ღმერთი ჩვენი - ჩვენი ნამდვილი მამა, გვასწავლა და გვიჩვენა ადამიანთა შორის ნამდვილი ძმობა - სულიერი ძმობა, სულიერი ერთობა, რწმენის ერთობა, მიზნის ერთობა და სიცოცხლის ერთობა.

შვილო კაცისავ, ადამის მიხედვით ძმობას ნუ მიანიჭებ უმთავრეს მნიშვნელობას, რამდენადაც თვით ძველმა ადამმაც ხსნა ქრისტეში იპოვა, ქრისტეში, როგორც ახალ ადამში. ამით მან განუდგა ყველა მის შრთამომავალს, ვინაც ქრისტეს გარეთ დარჩენა ირჩია. ვინც არ ისურვა შეზრდოდა ახალ ფესვს - ქრისტეს, დარჩნენ უპატრონო ობლებად , ორივე მამის გარეშე :ადამის - სხეულებრივი წინაპრის გარეშე, და ციური მამის გარეშე, რომელიც ადამიანთათვის უფალ ქრისტეში გაცხადდა და რომელთანაც მისვლა მხოლოდ იესო ქრისტეს საშუალებით ხდება შესაძლებელი.

სულის ცხონება - ადამიანის ამქვეყნიური ყოველგვარი ღვაწლის ერთადერთ არსს წარმოადგენს. მათ კი, ვინაც არ იცის სულის ცხონების შესახებ, არც ის იცის რისთვის იღწვიან და რისთვის ეცდებიან ამ ქვეყნად.

მაგრამ როდესაც ცხონებაზე ვსაუბრობთ, ნიშნავს ვისაუბროთ თვით მაცხოვარზე. რამდენადაც ცხონება მაცხოვარის გარეშე არ ხდება. ხალხი ათასობით წლის მანძილზე ელოდა ციური მხსნელის მოვლინებას, ყველამ იცოდა, რომ ის არ შეიძლება ყოფილიყო მიწიერი , რამეთუ მაცხოვარი მხოლოდ უფალი შეიძლება იყოს. ჩვენ, ქრისტიანებმა ვიცით, რომ გაგვეცხადა უფალი-მაცხოვარი და ხსნა მოუტანა ყველა ადამიანის სულს, ვისაც ცხონება სურს. საეკლესიო ლოცვები თუ გალობები მუდამ მთავრდება ჩვენი მისდამი თხოვნით : "აცხონე , უფალო, სული ჩვენი"...

სხეული სულის გარეშე მკვდარია. როგორც წმინდა წერილი გვამცნობს, ღმერთმა ადამიანი მიწისგან შექმნა, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ სხეულს და არა სულს, რამდენადაც ადამიანის სხეულს უფალმა ცოცხალი სული მიანიჭა.

საბოლოოდ კი ყველაფერი იქ ბრუნდება, საიდანაც საწყისს ღებულობს: სხეული უბრუნდება მიწას, სული კი ღმერთან ბრუნდება. თუ ჩვენ გადავირჩენთ ჩვენს სულებს და ვცხონდებით,აღდგომისას გადავარჩენთ ჩვენივე სხეულსაც. მოციქულთა დამოწმებებიდან ვიცით, რომ არსებობს სხეული მიწიერი და სხეული ზეციური. ახლა ჩვენი სულები მიწიერი სხეულით არის შემოსილი, და თუ ვცხონდებით, აღდგომის დღეს შეიმოსებიან ზეციური სხეულით - შეუცვლელითა და უხრწნელით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნიკოლოზ_V   წმ. ნიკოლოზ სერბი   Jan 16 2007, 02:35 AM
კანონისტი   ნიკოლოზ_V გაიხარე...   Jan 16 2007, 11:44 AM
ნიკოლოზ_V   [b]ფიქრები სიკეთესა ...   Jan 16 2007, 03:20 PM
თამარი   [center][b]დიალოგი მეცნი...   Jan 31 2007, 02:41 AM
ნიკოლოზ_V   გაუჩინარება დიდი მ...   Jan 17 2007, 02:55 AM
ninca   ღმერთმა გაგახაროს...   Jan 27 2007, 11:54 PM
მარიამი   შეკითხვა მაქვს, იქ...   Jan 28 2007, 12:01 AM
ნიკოლოზ_V   ჭჭეშმარიტება სიყვ...   Jan 28 2007, 12:58 AM
marine   ნიკოლოზ_V შენ შემოგ...   Jan 30 2007, 04:19 PM
ნიკოლოზ_V   ჭეშმარიტება თუ ჭე...   Jan 30 2007, 05:14 PM
kaxa-beri   es cigni ikideba eklesiebshi, me piradad makvs, su...   Jan 31 2007, 12:19 PM
ნიკოლოზ_V   არა თამარ საიდან მ...   Jan 31 2007, 05:25 PM
ნიკოლოზ_V   მზერა "თვალები ს...   Jan 31 2007, 06:21 PM
ნიკოლოზ_V   სიცარიელე და სიღატ...   Jan 31 2007, 06:45 PM
.:თამარი:.   ნიკოლოზ_V :wub: :wub: :wub: ka...   Jan 31 2007, 09:35 PM
თამარი   ნიკოლოზ_V :wub: :wub: :wub: k...   Jan 31 2007, 10:44 PM
მარიამი   me maqvs rusuli varianti saxlshi, shemidzlia gatx...   Jan 31 2007, 11:15 PM
.:თამარი:.   თამარი დიდი მადლობ...   Jan 31 2007, 11:54 PM
ნიკოლოზ_V   მართალი ხარ :) სწორ...   Feb 1 2007, 01:19 AM
ნიკოლოზ_V   ბუნების სიმშვენიე...   Feb 2 2007, 04:03 AM
ნიკოლოზ_V   პატივმოყვარეობა რ...   Feb 2 2007, 10:40 PM
ნიკოლოზ_V   [center][size=2]წყევა და ქებ...   Feb 13 2007, 11:00 PM
თამარი   ქართული ვარიანტიც ...   Feb 13 2007, 11:13 PM
ნიკოლოზ_V   გმირობა და ეგოიზმი...   Feb 14 2007, 01:17 AM
ნიკოლოზ_V   [b][size=2]სად მარხავ მოკ...   Mar 17 2007, 02:10 AM
Zeskvi_ucha   სახლის შემოსასვლე...   Mar 20 2007, 10:33 PM
natuli   Zeskvi_ucha სად შეიძინე ეს...   Mar 21 2007, 02:25 PM
Zeskvi_ucha   natuli სად და სამებიდა...   Mar 23 2007, 01:48 AM
ნიკოლოზ_V   [center][size=2]ჭეშმარიტი სი...   Mar 23 2007, 06:51 PM
ნიკოლოზ_V   [center][size=2]ბუნება ჩვენი...   Mar 23 2007, 08:43 PM
ნიკოლოზ_V   [center][size=2]მდუმარება ...   Mar 26 2007, 11:28 PM
marine   ეს ჩემი ერთადერთი ...   May 2 2007, 01:03 PM
staywhite   კანონისტი, თუ არ მი...   Aug 16 2007, 09:37 AM
staywhite   წმინდა ნიკოლოზ სერ...   Aug 16 2007, 09:49 AM
staywhite   რამდენიმე ამონარი...   Oct 16 2007, 07:18 AM
staywhite   აქ შეგიძლიათ მოისმ...   Oct 25 2007, 09:20 AM
iako   საქართველოდან წამ...   Oct 25 2007, 03:04 PM
staywhite   აქ ისტორიული და ფა...   Oct 28 2007, 12:30 PM
staywhite   მივამატებ უფრო დეტ...   Oct 29 2007, 02:58 PM
staywhite   ნიკოლოზ ველიმიროვ...   Oct 30 2007, 07:57 PM
xornabujeli   :) მეც მიყვარს წმიდ...   Nov 1 2007, 04:17 PM
staywhite   [color=#990000]წმინდა ნიკოლ...   Nov 9 2007, 12:07 AM
staywhite   [color=#660000]წმინდა ნიკოლ...   Nov 9 2007, 02:47 AM
staywhite   სულის ჰიგიენა ჰიგ...   Nov 9 2007, 04:24 AM
ნათია   staywhite რა კარგად აქვ...   Nov 9 2007, 04:55 PM
staywhite   ჟიჩის მონასტერი, ს...   Nov 13 2007, 05:38 AM
staywhite   (* თარგმნის დროს არ ...   Nov 13 2007, 07:16 AM
staywhite   ჩემთვის ძალიან ახლ...   Nov 18 2007, 11:04 AM
staywhite   საინტერესოა წმინდ...   Dec 17 2007, 10:06 AM
staywhite   (გაგრძელება) Глава 2. ...   Dec 18 2007, 08:50 AM
staywhite   Кад сам се везао за Тебе, љу...   Feb 14 2008, 11:06 PM
staywhite   [color=#990000]ჭეშმარიტები...   Mar 24 2008, 09:32 AM
staywhite   შეკითხვა მაქვს, იქ...   Apr 2 2008, 09:19 PM
marine   ახლა ვკითხულობ წმი...   Jun 30 2010, 02:11 PM
.ნინო   marine მცირე ნაწილი ჩვ...   Jun 30 2010, 10:45 PM
nikoloza-k   მისიონერული წერილ...   Aug 10 2011, 10:55 PM
აკაკი   ანტიქრისტე წმ. ნიკ...   Sep 12 2012, 02:46 PM
marine   ამბავი ფიცის დამრღ...   Aug 8 2016, 07:36 PM
marine   წერილი 270. ჯვარდაუწ...   Oct 17 2017, 12:30 PM
marine   "დედამიწა - ფურცე...   Oct 17 2017, 09:27 PM
marine   უცნაური წინათგრძნ...   Feb 16 2018, 11:54 AM
marine   ამბავი ყრუ-მუნჯი გ...   Feb 16 2018, 08:58 PM
marine   "წმინდა ნიკოლოზ ს...   Aug 6 2018, 09:46 PM
marine   "იცოდეთ - ევროპა ს...   Jan 13 2019, 07:24 PM
marine   "ფხიზლად უყურე გა...   Mar 1 2019, 03:34 PM
marine   „სანამ მიწაზე ხარ, ...   Oct 24 2020, 08:41 PM
marine   "მეუფე ნიკოლოზს [...   Mar 5 2021, 08:06 PM
marine   "როდესაც ადამიან...   May 12 2021, 08:31 PM
marine   "ნუ ჩაიწერ შენს კ...   Dec 9 2021, 05:25 PM
marine   "რამდენადაც ჭკვი...   Sep 23 2022, 09:37 PM
marine   "ჩვენი ცუდი თვისე...   Dec 12 2022, 02:19 PM
marine   დიალოგი "გულწრფე...   Dec 13 2022, 09:46 PM
marine   "კეთილო, ძალზე კე...   Sep 24 2023, 08:52 PM
marine   "როგორიცაა მამის ...   Sep 25 2023, 05:37 PM
marine   "აღდექით, ცოდვილნ...   Oct 3 2023, 04:49 PM
marine   "განანათლე ჩემი გ...   Oct 3 2023, 05:08 PM
marine   "ჩემი სულის ოთახი...   Oct 3 2023, 05:23 PM
marine   "წინასწარმეტყვე...   Oct 4 2023, 04:31 PM
marine   "უცოდველი არ კვდე...   Oct 5 2023, 05:10 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 06:31 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი