IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ბოლნისში მშენებარე ტაძარი
marine
პოსტი Mar 24 2008, 02:21 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,907
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გუშინ ჩემს უსაზღვროდ საყვარელ მოძღვარს რომელიც 10 წელი სულიერად მზრდიდა, ბოლნელ ეპისკოპოს ეფრემს ვესტუმრე ბოლნისში, მის რეზიდენციაში და ძალიან ბედნიერი დღე მქონდა მისი ნახვით და მასთან სათნო და ტკბილი საუბრით smile.gif

მეუფეს ჩვენი საქველმოქმედო ფონდის შესახებაც ვესაუბრე. ძალიან გაეხარდა, მოგვიწონა ჩვენი კეთილი საქმეები და ჩვენივე ქველმოქმედებით დაინტერესებულმა ფორუმის მისამართი გამომართვა smile.gif ინტერნეტი არ მაქვს, მაგრამ მაინც მოვახერხებ შემოსვლასო smile.gif


მეუფეს გამოვართვი ეს განცხადება და მინდა რომ გაეცნოთ:


ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის აღორძინება და ერის სულიერი განმტკიცება ყოველი ჩვენთაგანის წმინდათაწმინდა ვალია.

ბოლნელი ეპისკოპოსის ეფრემის ლოცვა-კურთხევით ქ. ბოლნისში, თვალსაჩინო ისტორიულ ადგილზე, წმინდა ელიას მთაზე, სადაც საშობაოდ აღიმართა უდიდესი ჯვარი, განზრახულია ქრისტეს წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის აგება.

სამომავლოდ იგი იქნება სამონასტრო კომპლექსი და ეპარქიის მნიშვნელოვანი სულიერი ცენტრი.

ტაძრის მშენებლობა იგეგმება მიმდინარე წელს და განხორციელდება კეთილმორწმუნე ქველმოქმედი ადამიანების, ჩვენი მოსახლეობის, თითოეული თქვენთაგანის შემოწირულობით.

გთხოვთ ყველამ მიიღოთ შეძლებისამებრ მონაწილეობა ამ ღვთიურ საქმეში.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

საბანკო ანგარიში: ს/ს „სახალხო ბანკი“-ს ბოლნისის ფილიალი, ანგარიში №36080783

ბოლნისის ეპარქია


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
ბიძია თომა
პოსტი Mar 24 2008, 02:38 PM
პოსტი #2


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ძალიან კაია მარინე შეგიწიროს უფალმა ამ ინფორმაცის გავრცელებისთვის.


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th July 2025 - 08:42 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი