IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფრიდონ გელაშვილი პოეზია
marine
პოსტი Mar 25 2008, 03:03 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა და თქვენთვის გამეცნო მამაჩემის, ფრიდონ გელაშვილის, მოკრძალებული პოეზია. მამა ჭეშმარიტი ქართველი იყო და მისი ლექსები შესაბამისად მისივე „სულის ისტორიაა“.

ლექსების კრებული „დაუთოვია ფიქრის კალთებზე“ გარდაცვალების შემდეგ გამოვეცით.


ლექსებს ეტაპობრივად განვათავსებ:



ქარტის წმინდა გიორგის ეკლესიას


ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა გთლიდა,

აქ ვინ მოვიდა, ვინ იღვაწა შენდა საშენად.

პირველი ჩრდილი სად დაეცა, რომელი მხრიდან,

ვინ იყო იგი, ვისაც ერგო შენთან დარჩენა.


ცას მიბჯენილი ჩაკირულა კედლები შენი,

ქორბუდა ირმის რქებს მაგონებს მთვარენაბურთალს,

მტკვრის ხევის ვიწროს გადმოყურებს ჩუქურთმა შენი,

ღმერთმა ძლიერმა უკვდავი ჰყო, ვინც შენ გაკურთხა.



კვლავ ილანდება სვეტზე ფრესკა წმინდა გიორგის,

ხშირი ამბორით გაუცრიცა მას სახე მთვარემ,

ქაშუეთსა და ქარტას შორის ღმერთი მიმოდის,

სხივებით რეკავს შენს გუმბათზე სიცოცხლის ზარებს.


ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა თლიდა

ფოთოლჩაკირულ ლოდებს მთაზე შენს ასაშენად,

პირველი მტრედი სად დაფრინდა, რომელი მხრიდან,

ვინ იყო იგი, ვის წილად ხვდა შენთან დარჩენა.



* * *

ჩემი გვარი და სახელი გამოგონილი როდია, -

გელაშვილები ამ ქვეყნად თვით გელათიდან მოდიან!

მოდიან ულაყ ცხენებზე ამხედრებულნი, ქებულნი...

სხვა კრძალვა მახლავს, რადგანაც გვარით ვარ მირონცხებული.



* * *

ვგავართ ნატერფალს, კენჭნარევ პლაჟზე

შხაპუნა წვიმა უმალ რომ წაშლის.

ვციმციმებთ წამით ამ ქვეყანაზე

და მერე უმალ მივფრინავთ ცაში.


* * *
ადამიანი ცოდვას ფანტავს ხნულში მარცვლებად,

წუთისოფელში ჩვენ მას ვზიდავთ ჩვენივე თავით...

თუ არ შევჩერდით, თავისთავად ცოდვა არ ცვდება...

პირიქით, იგი ვითარდება, ხარობს და ჰყვავის.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Mar 25 2008, 03:20 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *

შეგრაცხავს ხალხი ერის მემკვიდრედ,

შუბლს თუკი აშრობ აკლდამის ჩრდილებს,

და არც ჩაგთვლიან ვაჟკაცად, ვიდრე

მამულს არ მისცემ ღირსეულ შვილებს.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Mar 25 2008, 03:25 PM
პოსტი #3


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(marine @ Mar 25 2008, 03:20 PM) *

* * *

შეგრაცხავს ხალხი ერის მემკვიდრედ,

შუბლს თუკი აშრობ აკლდამის ჩრდილებს,

და არც ჩაგთვლიან ვაჟკაცად, ვიდრე

მამულს არ მისცემ ღირსეულ შვილებს.

შესანიშნავია! არ ვიცოდი მარი, მამა პოეტი თუ გყავდა... smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 25 2008, 03:29 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(ნათია @ Mar 25 2008, 03:25 PM) *

შესანიშნავია! არ ვიცოდი მარი, მამა პოეტი თუ გყავდა... smile.gif


მადლობა, ნათი, თბილი სიტყვებისთვის 2kiss.gif მამა ძალიან თავმდაბალი იყო და პოეტობაზე პრეტენზია არ ჰქონდა:

* * *

მე იმისათვის არ ვწერ ლექსებს, რომ ვბეჭდო მართლაც,

მერე მავანმა თქვას, ლექსის მწერს ჰქონია ნიჭი...

ქართველ პოეტებს ქვეყანაზე ბადალი არ ჰყავთ,

მათ გვერდზე დავდგე? არ არსებობს, ძალიან მიჭირს.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   ფრიდონ გელაშვილი პოეზია   Mar 25 2008, 03:03 PM
marine   * * * შეგრაცხავს ხალხ...   Mar 25 2008, 03:20 PM
ნათია   * * * შეგრაცხავს ხალ...   Mar 25 2008, 03:25 PM
marine   შესანიშნავია! არ ...   Mar 25 2008, 03:29 PM
ნათია   marine შენი ლექსებიც დ...   Mar 25 2008, 03:29 PM
marine   [b]marine შენი ლექსებიც ...   Mar 25 2008, 03:41 PM
tiko282   :მპუა: ეს ლექსი მამ...   Mar 25 2008, 04:44 PM
marine   მშვენიერი ლექსები...   Mar 25 2008, 04:48 PM
tiko282   მადლობა, თიკუნა :wub: ...   Mar 25 2008, 04:52 PM
marine   ესეც მშვენიერია :...   Mar 25 2008, 04:53 PM
tiko282   შენ ხარ მშვენიერი, ...   Mar 25 2008, 05:00 PM
მხევალი ნინო   :მპუა: ეს ლექსი მამ...   Mar 27 2008, 10:38 AM
marine   რა ლამაზი ლექსია ...   Mar 27 2008, 10:51 AM
marine   * * * ძნელია სული გაქ...   Mar 25 2008, 04:22 PM
marine   tiko282 :მპუა: :მპუა: გვი...   Mar 26 2008, 10:32 AM
marine   დაუთოვია ფიქრის კა...   Mar 26 2008, 12:10 PM
marine   * * * დღეს, სამწუხარო...   Mar 27 2008, 10:24 AM
_Matasi_   მე მარინეს წიგნის ...   Mar 27 2008, 01:46 PM
marine   მე მარინეს წიგნის ...   Mar 27 2008, 02:17 PM
k@the   მაკას ზამთარი ჩვე...   Mar 27 2008, 03:22 PM
marine   მერინე დადე რა კიდ...   Mar 27 2008, 03:33 PM
tiko282   ახალ ძეობას, ახალ ა...   Mar 27 2008, 09:07 PM
marine   ლამაზია ძალიან :rolley...   Mar 28 2008, 10:45 AM
marine   * * * შენი შვილი ვარ, ...   Mar 28 2008, 11:11 AM
marine   მარო მასწავლებელს ...   Apr 8 2008, 01:27 PM
marine   * * * გრდემლზე გატეხი...   Apr 8 2008, 04:05 PM
tiko282   * * * გრდემლზე გატეხ...   Apr 8 2008, 04:15 PM
marine   მშვენიერია, მომეწ...   Apr 8 2008, 04:23 PM
tiko282   მადლობა, თიკუნა :wub: ...   Apr 8 2008, 04:34 PM
marine   მეც მომეწონა, მარი ...   Apr 8 2008, 04:38 PM
marine   მე ხარკად ვუხდი... ქ...   Apr 11 2008, 02:15 PM
ninela   მშვენიერი ლექსები...   Apr 22 2008, 09:58 PM
arizona   ძალიან ლამაზი სიტყ...   Apr 23 2008, 10:53 AM
marine   მშვენიერი ლექსები...   Apr 23 2008, 11:07 AM
ANELI   მაკა საყვარელო ეხლ...   Apr 23 2008, 11:10 AM
marine   მაკა საყვარელო ეხ...   Apr 23 2008, 11:15 AM
marine   *** ისტორიისთვის სა...   May 16 2008, 02:15 PM
marine   *** ო, როგორ მინდა ლე...   May 29 2008, 10:42 AM
marine   ეს ლექსი მამამ მაშ...   Sep 16 2016, 07:49 PM
marine   http://s008.radikal.ru/i303/1609/4c/cc9e804640ab.j...   Sep 21 2016, 01:25 PM
marine   *** ხანდახან ფიქრი ხ...   Oct 1 2016, 09:52 PM
marine   http://s018.radikal.ru/i525/1706/f5/16913f70ad24.j...   Sep 11 2017, 03:12 PM
marine   http://s019.radikal.ru/i644/1710/72/4a761b8fae46.j...   Oct 13 2017, 11:16 AM
marine   ჩვენი ოჯახის და ყვ...   Oct 1 2023, 07:20 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 04:05 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი