წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
tamuna m |
Mar 25 2008, 06:46 PM
პოსტი
#42
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
ანდაზები:
ა,ბ,გ,დ აგიაშვილი გამდელი წირვაზე წავიდა-წირვას მოსცდა, შინ დაბრუნდა-სადილს მოსცდაო. ადამიანი ღმერთსაც კი დაივიწყებს და ჭამა-სმას ვერაო. ანგელოზები რომ შენკენ იყვნენ, ეშმაკი ვერას დაგაკლებსო. ბავშვს კვერს ნუ დაპირდები და ხატს-სანთელსა. თუ დაპირდები, შეუსრულე კიდეცაო. ბებერს უთხრეს ცხონდებიო და-სულო შენ გიხაროდესო. ბერო ცხონდებიო.-როდისა, ბატონოო? და-როცა მოკვდები, მერეო. ბრიყვი რომ ცხენზე შეჯდა, ღმერთი დაავიწყდა, ცხენიდან ჩამოხტა და ცხენი დაავიწყდა. ბრმა კაჭლაჭის ბუდეს ღმერთი ააშენებსო. გამოუცდელ ანგელოზს, გამოცდილი ეშმაკი სჯობიაო. გამქცევი და მდევარი ორივ ღმერთს ეხვეწებოდნენო. განაყოფი რომ კარგი იყოს ღმერთსაც ეყოლებოდაო. განსააცდელს ქრისტეც ერიდებაო გაუგონიათ ზარს რეკავენო და ის კი არ იციან, რომელ ეკლესიაშიო. გაჭირვებულის მზღველი ღმერთიაო. გლახა ამპარტავანი ღმერთსაც სძულს და კაცსაცაო. გლეხი კაცი რომ ცხენზე სეჯდება, ღმერთი დაავიწყდებაო. გლეხის გაჩენაში ღმერთი არ რეულაო. გლეხი ხატს მიეჩვია და ნაფოტის სროლა დაუწყოო. გლეხკაცის ღმერთი გუთანიაო. გლეხმა ნალი იპოვნა,-ღმერთო სარკინეთი ამოაგდეო. დედაკაცი რომ კარგი იყოს, ღმერთსაც ცოლი ეყოლებოდაო. დედაკაცის ოხტში ღმერთიც ვერ ამოვაო. დიაკვანმა თქვა: ჩემი დავითნი მომიტანეო! დიდ ეკლესიაში პატარა ხატები ვერ ეტეოდაო. დიდნარხვას უთქვამს: ისე მალე გავირბენ, რომ ქვრივმა პერანგის გამოცვლაც ვერ მოასწროსო. დიდ საყდარში პატარა წირვა განა არ შეიძლებაო. დრო დროთი, თორემ ჟამი ნიადაგ იწირვისო. -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 11:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი