![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ძალიან მინდა ვიმსჯელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით
ყველას შეუმჩნევია ალბათ, რომ მწუხრის დაწყების წინ, ისეთ ტაძრებში სადაც დიაკონი მსახურებს, იგი გამოდის აღსავლის კარიდან და პირით მრევლისკენ შემობრუნებული ხმამაღლა ამბობს: "აღსდეგინ!" ანუ, "ადექით!" რამდენად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძველად, მართლმადიდებლებიც ისხდნენ ღვთისმსახურების დროს (გარკვეულ მომენტებში)? მით უმეტეს ვიცით, რომ ბერძნული ეკლესიები დღეს ძირითადად მერხებითაა სავსე ამასთან ერთად, გვაქვს ე.წ. "დაუჯდომელი" ლოცვებიც, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ რაღაც ლოცვები დამჯდარიც შეიძლება იქნეს წაკითხული პირადად ჩემი აზრი ასეთია, რომ დამჯდარი შეიძლება იკითხებოდეს მხოლოდ ფსალმუნი, ისიც ბერ-მონაზონთა მიერ, რომლებიც უამრავ ლოცვით კანონს აღასრულებენ დღის განმავლობაში. რაც შეეხება "აღსდეგინ"-ს, იგი, სავარაუდოდ, მიმართულია საკურთხეველში მსხდომი სასულიერო პირებისადმი, რომლებსაც აქვთ ხელმწიფება ისხდნენ ღვთისმსახურებისას მის გარკვეულ პერიოდებში გასათვალისწინებელია ერთი საგულისხმო მომენტიც წმ. ექვთიმე მთაწმინდლის ცხოვრებიდან, რომ მისი იღუმენობის პერიოდში ივერონის ბერთაგან ვერავინ იკადრებდა არათუ დაჯდომას, არამედ კედელზე მიყრდნობასაც კიო... თქვენ რას ფიქრობთ? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
Sotiris |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
ძალიან მინდა ვიმსჯელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით ეგ საკითხი განხილული აქვს მამა თეიმურაზ ჩაჩიბაიას თავის წიგნში. წიგნის სათაური აღარ მახსოვს, ის კი მახსოვს, რომ წიგნი მოწონებულია გასავრცელებლად საპატრიარქოს კომიტეტის მიერ მეუფე დიმიტრის თავმჯდომარეობით. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით მამა თეიმურაზი აჩვენებს, რომ ჯდომა ლოცვისას ნამდვილად შეიძლება. რამდენადაც ჩვენთან აღარაა შემორჩენილი წესი იმისა, თუ რისი მოსმენაა სასურველი მდგომარე, ხოლო რის დროს შეიძლება დაჯდომა (ცხადია დაჯდომა აუცილებელი არ არის, მხოლოდ შესაძლებლობაზეა საუბარი), წიგნს ბოლოში ერთვის ათონის მონასტრებში დაცული წესის აღწერა. ციტატა ეფთვიმი მთაწმიდელის ცხოვრებიდან პირიქით იმას გვეუბნება, რომ ძმებს ლოცვისას დასხდომა შეეძლოთ, ოღონდ როდესაც წესი იყო მაშინ: "და სკამები საშოვალ დადგიან და ოდეს ჯერ-არნ ეგრეთ-ვე ორკეცად და სამკეცად დასხდიან." ასევე დიდი მწუხრის დასაწყისში სათქმელი "აღდეგინ" უთუოდ ყველას ეხება, რადგან კონდაკში მანამდე ნათქვამია, რომ როდესაც მღვდელი და დიაკონი ეკლესიაში შედიან, "ძმანი ყოველნი არიან მჯდომარე" (ახლა თან არ მაქვს კონდაკი, ამიტომ ციტატა ზეპირად მომყავს, სიტყვები შეიძლება სხვაა, მაგრამ აზრი ეგ არის). -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 04:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი