![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ვეშაპო |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
ეხლა აჩვენეს, ანზორ ერქომაიშვილს გამოუშვია 1902-1914 წლების ჩანაწერების ანთოლოგია თავის კატალოგით.
10 000 ეგზემპლარი, რომელიც გაყიდვაში არ იქნება. ვისთვისაა ეს გამოცემა? ქართველი კაცი მაგას ვერ იყიდის, ვინაიდან გაყიდვაში არ იქნება. რჩეულებს (ქართველებს) ალბათ აჩუქებენ (დაახლოებით 1000 ცალს ალბათ). დანარჩენი წავა უცხოეთში. ვიღაც "საპატიო" სტუმარი ჩამოვა, მაგალითად ნორვეგიის რომელიღაც ქალაქის შენობებიდან თოვლის გადახვეტის მინისტრი, დასაჩუქრდება ამ საგანძურით, წავა ნორვეგიაში და თაროზე შემოაგდებს, ხოლო ფოთი და ქარცივაძე (ალბათ მეც) დარჩებიან ხახამშრალები. ![]() არაუშავს ბიჭებო, მოპოვებულს და "ტიომნად" გადაწერილს მეტი ფასი აქვს, უმფრო მადლიანია. ![]() -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
![]() ![]() |
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#2
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
მეც გამაღიზიანა მაგ რეპორტაჟმა...
დიდისამბით გადაგვიფურცლეს ცხვირთად და უცეგ გაატყლაშუნეს და დახურეეს... მაგარი გამოცემა კია ისე... დაეგზავნება ყველა სერიოზულ მუსიკალურ ცენტრსაო... იმათ რო უგზავნიან ქართველმა კაცმა რა დააშავა? ეთქვათ და ეგება ხალხსაც გაეღო თანხა და გამოეშვათ უფრო ფართო ტირაჟით. ხო ეხლა ჩაწერეს 4 დისკი და დაბეჭდეს 100 ფურცელი და რა? გაუჭირდათ გამოშვება... |
ჯამბაკური |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 299 რეგისტრ.: 14-September 06 წევრი № 189 ![]() |
მეც გამაღიზიანა მაგ რეპორტაჟმა... ეთქვათ და ეგება ხალხსაც გაეღო თანხა და გამოეშვათ უფრო ფართო ტირაჟით. ხო ეხლა ჩაწერეს 4 დისკი და დაბეჭდეს 100 ფურცელი და რა? გაუჭირდათ გამოშვება... ვინ გაგაღიზიანა ამერიკის საელჩომ ვინც ეს დააფინანსა ? თუ ანზორ ერქომაიშვილმა რომელმაც შეადგინა ეს კრებული? მე ვიფიქრე რომ გაგიხარდებოდათ ასეთი მნიშვნელობის გამოცემის დაბადება და ამას აღნიშნავდით უპირველესად. რაც შეეხება ხალხის თანადგომას მაგაზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ. მეც ასე ჯერ საყვედურებით მავსებდნენ არა გრცხვენია ქართულ გალობას ერთი გაზეთი რაა, რომ არ ქონდესო? მერე ბეჭებზე ხელი მიტყაპუნეს მიდი და ჩვენ აქ ვართ ერთ პატარა გაზეთს ვერ შევინახავთო?! ბოლოს კი მარტო დავრჩი, ჯიგრებო, სახლის რემონტის თანხები მივახარჯე ზედ. (არა წუწუნი და საყვედური კი არ მინდა (დიდება ღმერთს) მაგრამ, ასეა კარგ საქმეში თანადგომა არ ვიცით და სარკაზმით კრიტიკა და საყვედურები ომახიანად გვეხერხება. ვიზე გაბრაზდით? საგრანტო სისტემით დაფინანსდა და შესაბამისად გაყიდვის უფლება არ აქვს არავის. უარი ეთქვა ანზორს? არა არ დაბეჭდოთ, თქვე მასონებო, თუ არ გაიყიდებაო! თუ როგორ მოქცეულიყო? ამერიკის საელჩო უზრუნველყოფს რომ ყველა უდიდეს ბიბლიოთეკაში და უმაღლეს სასწავლებელში მოხვდეს ეს წიგნი, ეს პატარა ამბავია? იქნებ ამჯერად გამოჩნდეს ვინმე პატრიოტი და დააფინანსოს ამ წიგნის ხელმეორედ გამოცემა.(უკვე გასაყიდად) აგერ არის ეს ეს კაცი, აბანოთუბანში ცხოვრობს. თუ ვინმეს ფული მოგეძევებათ მიბრძანდით და დაიბეჭდოს, ეს წიგნი თუნდაც 100 000 ტირაჟით და ყველა მაღაზიაში დაიდოს. ხოლო რამდენი გაიყიდება იმასაც ვნახავთ. რაც შეეხება მიყნოსებას გამზადებული მაქვს ქართული საეკლესიო გალობის მოამაგეთა ფოტოალბომი, რომელიც მინდა ყველას ოჯახში იდოს. გიწვევთ ყველას, დამეხმარეთ, დააფინანსეთ (უნიკალური მასალაა), რათა ყველას შეეძლოს ყნოსვა სიძველის არომატისა. მსუქნები და საელჩოები ნუ გამომეხმაურებიან ![]() -------------------- გალობის ერთი მოყვარულთაგანი
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 07:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი