რა არის თავისუფლება, არქ.რაფაელ კარელინი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის თავისუფლება, არქ.რაფაელ კარელინი |
saria-giorgi |
Mar 25 2008, 10:31 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
ეს სრულიად გაუგებარი ცნება როგორ უნდა განისაზღვროს?
თავისუფლება-ეს გადაწყვეტილების მიღების საშუალება და უფლებაა ადამიანისა,გამომდინარე იმ შინაგანი სურვილიდან,რომელიც შესაძლებელია იყოს ინტელექტუალური,მგრძნობელობი ი ან უხეშად ინსტიქტური ანუ საშუალებაა იმისა,რომ ჩვენი სურვილები განვახორციელოთ.მაგრამ ჩვენი ინტელექტუალური ზრახვები მერყევია,რადგან არამდგრად წარმოდგენებსა და შეფასებებს ემყარება. ჩვენს ინსტიქტებს რაც შეეხება,ამაში ოდნავ თუ განვსხვავდებით ამებისაგან,რომელიც ერთ მთლიან მუცელს წარმოადგენს. რისი რეალიზება შეგვიძლია?თავისუფლება რომელ''მხეცს''უნდა მივანიჭოთ? თავისუფლებაზე მოსაუბრეებს ავიწყდებათ,რომ ამისათვის გარკვეული კულტურაა საჭირო:უპირველესად,ადამიანის ადმი პატივისცემის უნარი,ურომლისოდაც შეუძლებელია მისდამი სიყვარული. თავისუფლება-ეს გამარჯვების ტრიუმფია სულიერ ცხოვრებაში.ამის გარეშე თავისუფლება ცინიკოსის დაცინვა ან მოძალადის მხეცური ეშვების ღრჭენა იქნება. კინიკოსებისთვის თავისუფლება ქილიკშია,ადამიანი რასაც საპირფარეშოში აკეთებს,ისინი ქუჩაში აკეთებენ. ქრისტიანობა გვიჩვენებს,თუ რაშია თავისუფლება-ეს იმის საშუალებაა,რომ ადამიანმა თავისი მთავარ მოწოდებას მისდიოს და განახორციელოს მასში ჩადებული პოტენციალი-ხატება და მსგავსება ღმრთისა. თავისუფლება-ეს გულის გათავისუფლებაა ყოველი უცხოსაგან. თავისუფლება-ეს მარადისობიდან გადმოდინებული ნათელია.ადამიანი საკუთარ თავს ღმერთში ჰპოვებს და თავისთავადი ხდება. თავისუფლება-ეს გამოსვლაა ქმნილი,განივთებული,დაკომპლექ სებული,ვნებიანი მდგომარეობიდან,ის ღმრთაებრივ სრულყოფასთან ზიარებაა. ერთადერთი თავისუფლება ქრისტიანობამ განგვიცხადა.ეს ღმერთთან ჰარმონიაში ყოფნის თავისუფლებაა,ეს სულის გათავისუფლებაა ყოველივე უცხოსაგან-ვნებებისაგან,როგორც სულის მტკივნეული კორძებისაგან,მრავალი ფსიქიკური კომპლექსისაგან,რომელიც კრუნჩხვასავით არყევენ და კუმშავენ გონებას.თავისუფლება იხსნება იქ,სადაც მთავრდება დრო,ხოლო მარადისობა მარადიულში გაცხადდება. როგორც ვთქვით,თავისუფლება,ეს არის მხოლოდ შინაგან წინააღმდეგობათა მოხსნა და ადამიანში ტრიმეტრიის ერთიანობის აღდგენაა,ასევე(და მეტადავ)სულის ჩართვაა ღმრთაებრივი ყოფიერების უმაღლეს თავისუფლებაში.წმ.პავლე მოციქული წერს:''დიდი სასყიდლით ხართ გამოსყიდულნი,ნუ იქნებით კაცთა მონანი,''უწინარეს ყოვლისა,საკუთარი ''მე''-ს,შავბნელი ვნებების მონა. ვნებები-ეს ჩვენ არ ვართ,ეს სულში შთავარდნილი აჩრდილია დემონისა,ეს სულის ბნელი ორეულია.თავისუფლება მხოლოდ ღმერთშია.ჭეშმარიტი სინანული სულის დაბადებაა,ზიარება კი-აღდგომა მკვდრეთით. მაცხოვარი ბრძანებს:''სცანთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ.'' -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
დავით ივერიელი |
Mar 25 2008, 11:16 PM
პოსტი
#2
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
saria-giorgi
კარელინომეტყველება რელიგიურ-ფილოსოფიური მიმართულებაა და დღეს მეტად ფასობს!!! მისი სიტყვა ოქორს ფასია.... "თავისუფლება სულის სხეულზე ბატონობაა!" - წმ. ქსენოფონტე ათონელი... -------------------- მერე რა რომ . . .
|
saria-giorgi |
Mar 26 2008, 05:28 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
[quote name='დავით ივერიელი' date='Mar 25 2008, 11:16 PM' post='285389']
[b][/b] კარელინომეტყველება რელიგიურ-ფილოსოფიური მიმართულებაა და დღეს მეტად ფასობს!!! მისი სიტყვა ოქორს ფასია.... ერთი ფილოსოფოსი ამბობს:"მინდა,რომ ჩემი წიგნი არ წაიკითხოს იმან,ვინც მხოლოდ თვალით კითხულობს." ცდები,დღეს მეტად ფასობს მოდერნიზებული აზროვნება და უსწავლელი შურიანებისგან,პირუტყვებისგა გონიერი ადამიანების ლანძღვა,რომლებიც ვერ მიმხვდარან და ვერ შეუცვნიათ თავიანთი გესლიანი გული. ასეთი ადამიანები კბენენ მამა რაფაელს,მაგრამ ჩრდილსაც ვერ მიაყენებენ,რადგანაც წრფელი გული ყოველთვის ქრისტეთია დაცული,ხოლო მლანძღველები ეშმაკის საკვრელით არიან შეკრულნი. "შურმან შეიპყრო ერი უსწავლელი." მიმდინარეობააო საუბრობ ხმამაღლა,რა გაძლევს ამის საფუძველს?პატრიარქს არ ემორჩილება? სწორედ ისეთი ადამიანები იდევნებიან "საზოგადეობისგან,"რომლებიც არ ეძიებენ კაცთაგან დიდებას,ხოლო ვისგანაც იდევნებიან ესეთი ადამიანები პირიქით აკეთებენ. წმ.წერილში წერია:"რომელსა-იგი ქებაი არა კაცთაგან არს,არამედ ღმრთისაგან"(რომ.2.29)ვის ქება?-იმ კაცს,ვინაც შინაგანად გულში სულ ღმრთისათვის იღვწის,ვინაც სინდისის მიხედვით აკეთებს თავის საქმეს და არად დაგიდებს "საზოგადოებრივ" აზრს,კაცთა პატივს.ჩვენ კი ადამიანებისგან ველით დიდებას და ყველას და ყველაფერს ვლანძღავთ ვინ "დიდებულთაგან"გინებულად ითვლება,რათა შეკვეთილი ტაში დავიმსახუროთ და გინება არ მოვიწიოთ;ამისთვის სიცრუეს და ცილისწამებასაც არ ერიდებიან,რადგანაც "საზოგადოებაში"კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრონ.არადა,სწორედ ღმერთი გახლავთ ღმერთი დიდებისა. "მართალნი გამობრწყინდნენ ვითარცა მზე"(მათ.13.43) იცოდე რომ ლანძღვა ქრისტიანის საქმე არ არის.წმ.წერილი გვაფრთხილებს:"რამეთუ გულისა წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის"(იაკ.1.20) -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი