წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
tamuna m |
Mar 27 2008, 03:06 PM
პოსტი
#2
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
ე, ვ, ზ, თ, ი, კ, მ
ერთი ალილო მრვდელსაც შესცდებაო. ერთი კაცი ეკლესიას აშენებდაო, მერე ანგრევდაო. ერთი ხატის ლოცვა კაცს არ ეყოფაო. ერთმა კაცმა ხატი აასვენა და ვერ დაასვენაო. ეშმაკი ჯოჯოხეთს არ დაანრევსო. ეშმაკის მუშა ღმერთმა დაფუშაო. ეშმაკის შენახულიაო-ანგელოზმა გაიხაროსო. ეშმაკს რომ ნეკი მისცე, მთელს ტანს წაიღებსო. ეშმაკს უთქვამს: ისე კოპს როგორ დახევენ, ჩემი საქალამნე არ დარჩესო. ვიდრემდის ღმერთი მწყალობდა, ცხრა დიაკვანი მწყალობდაო. ვირი ჯერ დააბი და ღმერთს მერე მიანდეო. ვირი საღმრთოში არ დაიკვლება, მაგრამ ვირის ფულით კი საღმრთოს გადაიხდიანო. ვირი ხუცესად იყო და ცოცხლებსაც მარხვა დაუწყოო. ზოგი კაცი მადლს მატლად აქცევს, ღვთის წყალობას ღვთის წყრომად იღებსო. თათარს უთქვამს: წელიწადში ერთხელ მომინდა ნამაზის გაკეთება და ამშინაც ეშმაკებმა სემიშალეს ხელიო. თუ ლხინი გვინდა ღვთისაგანა, ჭირნიცა შევიწნაროთაო. თუ მღვდელი მწყალობს, დიაკვანი ვერას დამკლებსო. თუ ღმერთი სახლს არ აშენებს, ცუდად შვებიან მშენებელნიო. თუ ღმერთს უნდა, ავანაანთ ხევშიც მოგვცემს სიმდიდრესაო. თხამ მღვდლობა მოინდომა, აქაოდა გღზელი წვერი მაქვსო. იერუსალემს ვირი თოფრით გაგზავნეს და ისევ თოფრიანი მოვიდაო. იერუსალემს ნიორი გაგზავნეს: წმინა ადგილია, სიწმინდეს მისცემსო, მოიტანეს და ისევა ყარდაო. იერუსალემს წამსვლელ კაც ნურც ააგულიანებ და ნურც დაუშლიო. იერუსალიმშიაც ყეფს ძაღლიო. ისე ქრისტე ცოფიან ძაღლს არ ადემალა და მთვრალ კაცს დაემალაო. კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. კაცის აშენებული ოჯახი ღმერთმა ვერ დააქცია, ღმერთის აშენებული ოჯახი ქალმა დააქციაო. კაცმა საყდარში ხატი დაკარგაო. კაცს რომ რმერთი გაუწყრება, ქვა აღმართში მიეწევაო. კეთილისათვის მავალთა ცანიცა ეხმარებიანო. კვირა ძალი შემომესწრო, ირემს კუდი ვერ მოვაბიო. კიდევ ღმერთია მოწყალე კაცისა დაკარგულისაო. კითხვა-კითხვით იერუსალემს მივლენო. მამალმა ტქვა: ყივილი ჩემი საქმე და გათენება-ღვთისაო. მარხვსი მჭამელს ხსნილშიაც არა ჰქონდა რაო. მარტო ლოცვით სამოტხეში არ სეისვლებაო. მარსვის ჭამა დამეწამა, ნეტა რამე შემაჭამა. მარხვა სინანულისაო, აღდგომა სიხარულისაო. მასპინძლის სიყვარულითა ხუცესთა მარხვა ჭამიანო. მაძღარ ხუცეს დიაკვანიც მაძღარი ეგონაო. მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ და ის კი იძახდა: გამიშვით, მთაში ცხვრები მიდიანო. მგელს ლოცვანს აკიტხებდნენ და - თიკან-კრავი მეო. მელა ტაძარში შევიდა: მარხულობს და არს მლოცველიო. მეტისმეტმა სიწმინდემა საბერზნეთი დააქციაო. მოკვდა მღვდელი უზიარებელიო. მოლა ხალხს მეჩეთში ეძახდა და თვითონ კი საქურდლათ მიდიოდაო. მრვდელი წირვაზე იდგა: უთხრეს, წვიმსო, არ დაიჯერა, გაწუწული ძაღლი შემოუუვანეს-მართლა ნაწვიმარიაო. მღვდელო, ვინა გყავს მოწმეო და-ჩემი დიაკვანიო. მღვდელო, მე რომ შენს ჯიბეში ლობიოს ვხედავ, აღდგომა თავის დღეში არ მოვაო. მრვდელო რა გირჩევნია: ქალი, ქადა, ქათამი თუ რვინოო. -მღვდელო, ტაბლა მოაქვთო. -მერე მე რაო? -შენთან მოაქვთო. -მერე შენ რაო? მღვდელოს თუ ერგება, მეც შემხვდებაო,-დიაკვანს უთქვამსო. მრვდელს წვერში ისარმა გაუარა და ერთ წელიწადს ეწვოდაო. მღვდელ ჭილობშიაც იცნობენო. -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
marine |
Mar 27 2008, 03:13 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ე, ვ, ზ, თ, ი, კ, მ თუ ლხინი გვინდა ღვთისაგანა, ჭირნიცა შევიწნაროთაო. ჭეშმარიტი სიტყვებია თამუნა, რა კარგი ანდაზები წაგვაკითხე ბევრი არ ვიცოდი. ციტატა კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. ეს ანდაზა მეუფე ეფრემმა ასე გადააკეთა: კაცი ბჭობდა, ღმერთი განაგებდა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი