წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
tamuna m |
Mar 27 2008, 04:43 PM
პოსტი
#2
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
ო, ჟ, რ, ს, უ, ქ
ობლის მამა ღმერთიაო. ორივე ღმერთს ევედრება: კურდღელიც და მწევარიცა-გამქცევიც და მდევარიცაო. ჟამი ჟამითა, თორემ წირვა ნიადაგ იწირვისო. რა ღმერთმაც ჩამოჰქინქლა, ის რმერთივე აჰქინქლავსო. რეგვენს, ღმერთი გასაჭირში მოაგონდებაო. როგორ მკვდარსაც მიასვენებენ, ისეთივე მღვდელი მიუძღვისო. როგორიც ბერიო, ისეთი ერიო. რომელმა ღმერთმა გამაჩინა, იგივე ღმერთი დამარჩენსო. რჩოლია საქონელს ღმერთი რქა არ მისცემსო. რწყავს მრწყველი და ჰხედავს ღმერთიო. საიქიოს წამსვლელი ბევრი მინახავს, მაგრამ იქიდან დაბრუნბული კი არავინაო. სამოთხეს ლასტის კარები აქვს, ჯოჯოხეთს-ოქროსიო. სამოთხეში არ მიშვებენ და ჯოჯოხეთში ხელს მიქნევენო. სამოთხის გზაზე დამდგარ ცხვარს დუმა ამძიმებსო. სამოთხის მონატრულს ჯოჯოხეთშიაც არ უშვებედნენო. საიდან სადაო, წმინდაო საბაო. სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაჰკარგავსო. სასწორ-სამართალს ღმერთი უყურებსო. საყდარი დიდია, მაგრამ შიგ პატარა ხატებიაო. საყდარი-ფიტარეთისა, სამრეკლო-გუდარეხისა. საცხონებლად წასული წაწყმედული დაბრუნდაო. საწყალმა თქვა: უნდა გავიხაროო. ღმერთმა უთხრა: მე სადა ვარო! სახრე სამოთხიდან არის გამოსულიო. სომეხმა გაჭირვების დროს რმერთიც კი მოატყუაო. სული ვერც იმან მოიგო, ვინც ოქრო დადგა კერადაო. სხვათა მაზიარებელი მოკვდა უზიარებელიო. უავო კარგი ღმერთს არ გაუჩენიაო. უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონებიანო. ურიავ, ღმერთს ნუ ფიცავო და-არა, ღმერთმანიო. ურჯულო ფიცავდა, ქრისტიანს არა სჯეროდაო. უფალმა უთხრა კაცს: "ყევარი ხარი შენ უნდა მოგცე და ცოლუღელა-შენს მეზობალსაო." კაცმა მიუგო: :ოღონ ჩემს მეზობელს ნურას მისცემ და მეც არაფერი მინდაო". უღვთოდ ხეს ფურცელი არ გავარდებაო. უღმერთო ქუხილს გაიგონებს და ღმერთსაც მაშინ მოიგონებსო. უხნავ-Uტესი კაცი ღმერთს ემდურებოდაო. უხუცესო ქვეყანაში ყვავს ხუცესი დაუძახესო. ქათამი რომ წყალს დალევს, ღმერთს შეხედავსო. ქათამი წყალს დალევს და ზევით აიხედავს: ღმერთო შემარგეო. ქალის გაბედნიერებული კაცი ღმერთმა ვერ გააუბედურაო და ქალის გაუბედურებული, ღმერთმა ვერ გააბედნიერაო. ქალის გაჩენაში ღმერთი არა რეულაო. ქვრივსა და ობოლს ღმერთი დღეში სამჯერ გადმოხედავსო. ქონებამ პაპის-პაპისთვის გამაკეთებენი საკურთხი, უქონლობამ მამისთვისაც არაო. ქორწილი ჩემი ძმისა და აღაპი-პაპაჩემისაო. ქრისტეს უთხრეს: ჭირი მოდის და იმანაც ეკალი აიფარა: ჭირს მორიდება უნდაო. ქრისტე-ღმერთი თუ გუთნისდედად მეყოლება, გუთანი არ მომეშლებაო. ქრისტე-ღმერთი ჭკუით იცნესო. ქრისტეშობისთვის თოვლიო-გამოსული ლორიო. ქურდმა ქურდს მოჰპარა და ღმერთმა გაიცინაო. ქურდს ქურდი სძულდა, ორივე კი-ღმერთსაო. -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი