წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
tamuna m |
Mar 27 2008, 05:32 PM
პოსტი
#2
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
ღ, ყ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ, ჯ
ღარიბის გაჩენაში ღმერთი არ ურევიაო. ღვთის არ ეშინია, კაცისა არ რცვენუიაო. ღვთისაც მეშინია და ღვთის რისხვისაცაო. ღვთის წყალობა ღვთის რისხვად ესმისო. ღვთის ხელი ხელმწიფის გულზეაო. ღმერთი არამზადას ურმით დასდევს, მაგრამ მაინც დაეწევა ხოლმეო. ღმერთია კაცის გმაჩენი, იგივე არის დამრჩენიო. ღმერთი ვერ ნახეს, ჭკუით იცნესო. ღმერთი არ მოატყუებს კაცსა და არც მოტყუვდებაო. ღმერთი დაბერებულა, უნდა გამოვცვალოთო, უთქვამს ქიზიყელს. ღმერთი დიდია, ღარიბო, გული ნუ შეგიშინდებაო. ღმერთი-ერთი, სიტყვა-ერთი, ცოლი-ერთი. ღმერთი ვისაც გაუწყრება ჭკუას წაართმევსო. რმერთი ვისაც მისცემსო, კომბლით უკან მისწევსო. რმერთი ვისაც მისცემს, ორი ხელით მისცემს, ვისაც წაართმევს ორივ ხელით წაართმევსო. ღმერთი მთას დახედავს და თოვლს ისე დაადებსო. ღმერთი მექუდეაო-ერტშ მოხდია, მეორეს დაახურავსო. ღმერთმა ერთი რად აცხოვნოს, თუ მეორე არ წარწყმიდოსო. ღმერთმა ზევიდან გადმოიხედა და თქვა: ჰოი, რამდენი კაცია მკვდარი ჩემ უნებურადაო! ღმერთმა ნუ ჰქნას ბებრის ბუქნაო. ღმერთმა ქნას, თქვენს თხას ტყუპი მოეგოსო. ღმერთმა ქნას, თქვენს თხას მგელი დაეჭიროსო. ღმერთო ნუ მისცემ გლახასო, ვერაფერს შეინახავსო. ღმერთო, ნუ მისცემ გლახასა, უფრო არა სჭამს მარხვასაო. ღმერთო მაშორე ავი კაცის ვალსა, დედაკაცის შარსაო. ღმერთს თავისი პირით შეეხვეწებიანო. ღმერთსაც კარგი უყვარსო. ღმერთს გავექცევი და ბედს კი ვერაო. ღმერთს მთა და ბარი გაუსწორებიაო. ღმერთს უთქვამს: მოცადმა ნახევარი ხელიდან წამგლიჯაო. ყველამ ღმერთი ახსენა, ლომმა კი არაო. ყველა საქმე ქვეყანაზე რიგდება, ცოლ-ქმრობა კი-ზეცაშიო. ყველიერში ჩირი ვჭამე აღდგომასა გამახსენდაო. ჩემი გაჭედილი ხატის სიძლიერე მე ვიციო. ცამ თქვა: სანამ მღვდელი შეიმოსებოდეს, მე მოვიღრუბლები და გამოვიდარებ კიდეცო. ცოტას მხვნელი და მთესველი ღმერთს ემდუროდაო. ძაღლის ლოცვა-ვედრება რომ შეიწყალებოდეს, ციდან ხორცი ჩამოვარდებაო. წმინდა ბერი წმინდად წაწყმდაო. წმინდა გიორგი ვისაც სწყალობს, ღმერთიც იმას სწყალობსო. წმინდა გიორგის ცხვარს მგელი ხელგაშლილი არიგებდაო. ჭიანჭველას ფრთები რომ გამოესხმის, ღმერთი მაშინ გაუწყრებაო. ხატს სულ მუდამ ვერ მოეფერება კაციო. ხახულის ღვინითა და პურითა, ღმერთო, აცხოვნე ჩემი მკვდარიო. ხმა ღვთისა, ხმა ერისაო. ჯერ სამოთხეს ვეძებ, თორემ ჯოჯოხეთი ხომ მზად არისო. ჯიხვმა თქვა: ჩემი რქის ზევით მარტო ღმერთი უნდა მეგულებოდესო. ჯოხი სამოთხიდან გამოსულია-გიჟს დააჭკვიანებს, ჭკვიანს გააფრთხილებსო. ჯოჯოხეთში ყვირილია და გაგონება კი არაო. -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2024 - 07:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი