ფრიდონ გელაშვილი პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფრიდონ გელაშვილი პოეზია |
marine |
Mar 25 2008, 03:03 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა და თქვენთვის გამეცნო მამაჩემის, ფრიდონ გელაშვილის, მოკრძალებული პოეზია. მამა ჭეშმარიტი ქართველი იყო და მისი ლექსები შესაბამისად მისივე „სულის ისტორიაა“.
ლექსების კრებული „დაუთოვია ფიქრის კალთებზე“ გარდაცვალების შემდეგ გამოვეცით. ლექსებს ეტაპობრივად განვათავსებ: ქარტის წმინდა გიორგის ეკლესიას ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა გთლიდა, აქ ვინ მოვიდა, ვინ იღვაწა შენდა საშენად. პირველი ჩრდილი სად დაეცა, რომელი მხრიდან, ვინ იყო იგი, ვისაც ერგო შენთან დარჩენა. ცას მიბჯენილი ჩაკირულა კედლები შენი, ქორბუდა ირმის რქებს მაგონებს მთვარენაბურთალს, მტკვრის ხევის ვიწროს გადმოყურებს ჩუქურთმა შენი, ღმერთმა ძლიერმა უკვდავი ჰყო, ვინც შენ გაკურთხა. კვლავ ილანდება სვეტზე ფრესკა წმინდა გიორგის, ხშირი ამბორით გაუცრიცა მას სახე მთვარემ, ქაშუეთსა და ქარტას შორის ღმერთი მიმოდის, სხივებით რეკავს შენს გუმბათზე სიცოცხლის ზარებს. ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა თლიდა ფოთოლჩაკირულ ლოდებს მთაზე შენს ასაშენად, პირველი მტრედი სად დაფრინდა, რომელი მხრიდან, ვინ იყო იგი, ვის წილად ხვდა შენთან დარჩენა. * * * ჩემი გვარი და სახელი გამოგონილი როდია, - გელაშვილები ამ ქვეყნად თვით გელათიდან მოდიან! მოდიან ულაყ ცხენებზე ამხედრებულნი, ქებულნი... სხვა კრძალვა მახლავს, რადგანაც გვარით ვარ მირონცხებული. * * * ვგავართ ნატერფალს, კენჭნარევ პლაჟზე შხაპუნა წვიმა უმალ რომ წაშლის. ვციმციმებთ წამით ამ ქვეყანაზე და მერე უმალ მივფრინავთ ცაში. * * * ადამიანი ცოდვას ფანტავს ხნულში მარცვლებად, წუთისოფელში ჩვენ მას ვზიდავთ ჩვენივე თავით... თუ არ შევჩერდით, თავისთავად ცოდვა არ ცვდება... პირიქით, იგი ვითარდება, ხარობს და ჰყვავის. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
k@the |
Mar 27 2008, 03:22 PM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
მაკას ზამთარი ჩვენში ეშხში შესულა, თოვლმა ხაშური უკვე მოფარა, მაშ, შენ რადა ხარ ასე ჭრელ-ჭრულა ჩემი იმედის სინდიოფალავ! მერინე დადე რა კიდევ რა კარგი შედარებებია, ძალიან თბილი ლექსებია. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
marine |
Mar 27 2008, 03:33 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მერინე დადე რა კიდევ რა კარგი შედარებებია, ძალიან თბილი ლექსებია. მადლობა, ქეთი, თბილი სიტყვებისთვის ჩემო წისქვილო... ო, რამდენ ფიქრებს თითზე კენწლავ, ჩემო წისქვილო, თოვლივით ადნობ ბნელ ღამეებს ჩაკოდილ ქვაში, ასე მგონია, ხმას შენსას სურს, რომ მე მიშველოს და ჯერ უთქმელი ლექსი ჩემი აფრინოს ცაში. სარეკელას ხმით ეჯიბრები ყივილში მამალს, მხნე, ძარღვიანი წააგავხარ ქორწილის მაყარს, მაყარს, რომელიც ღამით ხვდება ამვლელს და ჩამვლელს და ჭიქა ღვინით ალიონი ჟღურტულში გაჰყავს. ახალ ძეობას, ახალ ამბავს შენ ვინ დაგასწრებს, და დღენიადაგ ტვიფრავ ვარდად, იად, ღიღილოდ, თუ შევძელი და ამოვკრიფე, თავიდან დავწერ, შენს მთელ ნაფიქრალს ლექსად ვაქცევ, ჩემო წისქვილო. * * * დამავიწყე ჩემი ეზო, ტკბილ ოცნებებს მაზიარე, შენ, პატარა ოქროს თევზო, ჩემს მტკნარ წყალში გასრიალებ! * * * ბაღს ვეფერები, ნაქარგს ვარდებით, პაპის მარჯვენით ნახატს უშგულთან, აღმიძრავს ფიქრებს კეცზე მჭადები - ბებიაჩემის ხელის ჩუქურთმა. ციტატა ძალიან თბილი ლექსებია. მამა ისე ძალუმად თბილი ადამიანი იყო, რომ არსად აღარ მეგულება ასეთი სითბო. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Mar 27 2008, 09:07 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ახალ ძეობას, ახალ ამბავს შენ ვინ დაგასწრებს, და დღენიადაგ ტვიფრავ ვარდად, იად, ღიღილოდ, თუ შევძელი და ამოვკრიფე, თავიდან დავწერ, შენს მთელ ნაფიქრალს ლექსად ვაქცევ, ჩემო წისქვილო. * * * ბაღს ვეფერები, ნაქარგს ვარდებით, პაპის მარჯვენით ნახატს უშგულთან, აღმიძრავს ფიქრებს კეცზე მჭადები - ბებიაჩემის ხელის ჩუქურთმა. ლამაზია ძალიან -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 02:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი