![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
guest |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
აქ განვათავსოთ ჩვენს მიერ ნათარგმნი სტატიები და იყოს როგორც "საცავი ბიბლიოთეკა"
![]() თხოვნა თამართან (ცქნაფო) : შეძლებისდაგვარად, რამდენადაც დრო საშუალებას მოგცემს გადახედე გთხოვ , სტილისტიკურად ესაჭიროება შესწორება და მერე შევცვალოთ ჩასწორებულით. ეს თხოვნა ეხება ყველას, ვისაც ქართული ენის კარგი ცოდნის პრეტენზია აქვს, მოკლედ, ყველას შენიშვნებს ვღებულობთ ![]() ვიწყებ მოგროვებას, რაც ამ ფორუმზე დევს. ჯერჯერობით მხოლოდ ჩემი რაცაა ის ვიცი, თქვენაც გაიხსენეთ, რა გაქვთ განთავსებული და აქ მოიტანეთ ![]() |
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
staywhite ძალიან დიდი მადლობა ყვალაფრისვის და ამდენი საინტერესო ინფორმაციისთვის. ![]() ღმერთმა გაგახაროთ! დიდი მადლობა, გენაცვალე ![]() ![]() ![]() ეს არის წმინდა ნიკოლოზ სერბის "ჭეშმარიტების ანბანი", ორიგინალში ეს ხდება ანბანური თანმიმდევრობით, მაგრამ ცხადია თარგმნისას ეს თანმიმდევრობა ირღვევა, ამიტომ მცნებების მიხევდით დავწერე, თუმცა სათაური იგივე რჩება. შესაბამისი თემიდან აქ გადმოვიტანე, როგორც ნათარგმნების "საცავში". დიდი მადლობა ყველას, ვინც თვალს გადაავლებს. ჭეშმარიტების ანბანი ნეტარია ყოველი, რომელსაც ისე სწამს ღმერთის, როგორც ეს უფალმა იესო ქრისტემ ქვეყნიერებას დაანახა. თუ გინდა იცოდე, როგორია ღმერთი, შეხედე ქრისტეს და პასუხსაც მიიღებ : ის ისეთივეა, როგორც იესო ქრისტე. ეს კი ნიშნავს, რომ ღმერთი არის ყოვლისშემძლე, ყოვლადბრძენი და ყოვლად მადლიანი. მის შემძლეობას ვერ უპირისპირდება ვერაფერი, მისი მადლი თრგუნავს ყოველგვარ ბოროტებას. თუ გინდა იყო ძლიერი - გაიქეცი უფლისკენ, თუ გინდა იყო ბრძენი - დადექი უფლთან, თუ გსურს მადლი ან მოწყალება ან სიკეთე და სიყვარული, მიეკარი უფალს... იცოდე და გახსოვდეს, რომ მხოლოდ უძლურება, უგნურება და ბოროტება ეწინააღმდეგება ღმერთს... და ყოველი კი, რაც უფლის მოწინააღმდეგეა,საბოლოოდ განსჯილი და განწირულია დამარცხებისა და წარწყმენდისათვის. ხოლო ყოველი, რომელიც უფლის გვერდით დგას, გაიხარებს მარადიული სიცოცხლით. ყველაფერი ეს ჩანს უფალი იესო ქრისტეს სახით. ამიტომაც ვამბობთ : ნეტარია ყოველი, რომელსაც ისე სწამს ღმერთის, როგორც ეს უფალმა იესო ქრისტემ ქვეყნიერებას დაანახა. რა არის ცოდვა? ცოდვაა გწამდეს რაღაც სხვა და არა უფალი იესო ქრისტე. ცოდვაა გაჰყვე სხვას და არა უფალ იესო ქრისტეს. ყველა სახის ცოდვა და ბოროტება შეიძლება განისაზღვროს ორად-ორი განმარტებით : არ გწამს ქრისტე და არ მიყვები ქრისტეს! გწამდეს ქრისტე და ფლობდე ქრისტეში საკუთარ თავს - ეს არის ღვთისშვილთა ამქვეყნიური ჯანმრთელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი იფერფლება ადამიანის გონება და გული , ავადდება რა ცეცხლითა და კვამლით. სული სამშვინელშია, სამშვინელი კი სხეულში, სხეული კი ამ ქვეყნად იმყოფება. სული სამშვინელის მამოძრავებელია, სამშვინელი კი სხეულის, სხეული კი სხვა სხეულთა მამოძრავებელია. კაცო და ღვთისშვილო, შენ შემოქმედმა ხომ იმისთვის შეგქმნა, რომ მისი სულით აღვსილიყავი, ამიტომაც იცოდე და გახსოვდეს, ვისი სულითაც აღვსილი ხარ, მისნაირი ხარ შენც: თუ ღვთიური სულით, მაშინ მსგავსი ხარ შენ მისი, თუ ბოროტი სულით - მაშინ შენ ემსგავსები ღვთის და შენი მამის ჯოჯოხეთურ მტერს. მოწაფევ, შენ რას სწავლობ? შენს შესასწავლ მასალას სიკვდილის სუნი ასდის, ამიტომაც გხედავ შენ ნაღვლიანს და უსასოოს. არ სწავლობ შენ მეცნიერებას სიცოცხლის და სიცოცხლის მომცემის შესახებ? ვინ მოგცა შენ თვალები, რომლითაც შენი სული იხედება? ვინ მოგცა შენ ყური, რომლითაც შენი სული ისმენს? ვინ მოგცა შენ გონება, რომლის საშუალებითაც შეგიძლია ისწავლო? თუ შენ შენს მიერ შესასწავლი მეცნიერება გასწავლის, რომ ბუნებამ მოგანიჭა თვალიც, ყურიც და გონებაც, მაშინ კითხე მაგ მეცნიერების მომგონებს : ვისგან "ისესხა" ეს ყველაფერი ბუნებამ, რომ შენთვის ებოძებინა? ადამიანის შვილო, ნუთუ შენს გულს ცეცხლი არ ეკიდება, როცა შენი მამის და შენი შემოქმედის სახელი გესმის? დააწყნარე შენი გული - უპირველესად დაამშვიდე ის, შემდეგ კი ჩაიხედე მასში, როგორც წყნარ ტბაში, შემდეგ მას მიაყურადე და საბოლოოდ კი ეზიარე მის მეცნიერებას. მხოლოდ ასე შეგეძლება გაიცნო შემქნელი და ყოვლის მბოძებელი, მხოლოდ ასე შეგეძლება იგრძნო სიცოცხლის და სიცოცხლის მომცემის არსებობა. ამის მერე კი შენს ლექტურებს არ ექნება სიკვდილის სუნი, არამედ სიცოცხლის არომატს შეიგრძნობ მისგან. შენი ნაღველი და სასოწარკვეთა კი აღფრთოვანებით და სიხარულით შეიცვლება. ებრაელები ყველა ხალხთა შორის პირველი ავადმყოფები იყვნენ, რომლებიც ღმერთმა მკურნალობისთვის ამოარჩია. ებრაელთა გამორჩეულობა მხოლოდ ამას ნიშნავს და სხვა არაფერს. როდესაც ებრაელები შეეწინააღმდგნენ უფალს, როგორც მკურნალს და აღთქმა დაარღვიეს, ღმერთმა ყველას "მკურნალობა" დაიწყო , რამეთუ ყოველი მათგანი,ვისაც მკურნალობა სურდა, გამორჩეულად მიიჩნიაა. გამორჩეულ ებრაელთა შორის კი აღმოჩნდნენ მართალნი, წინასწარმეტყველნი და ღვთისთვის სათნონი, რომლებიც თავის დროზე მისდევდნენ ძველი აღქმის დებულებებს და ასევე ისინი, ვინაც თავისუფალი კეთილი ნებით მიიღო ახალი აღთქმაც. დანარჩენი ებრაელები კი ორივე აღთქმის გარეთ დარჩნენ. კაცო და ადამიანის შვილო, გაფრთხილდი, რომ არ ითვლებოდე მოწინააღმდეგეთა რიგში. ყველას, ვისაც განკურნება სურს, მის სხეულში უპირველესად ჯანმრთელი სისხლი უნდა იყოს. ერთადერთი ჯანმრთელი და მკურნალი სისხლი კი ძე კაცის, ჩვენი მაცხოვრის - უფალი იესო ქრისტეს სისხლია. მარადიული დიდება და მადლიერება ჩვენს მაცხოვარს.ამინ. სლავურ ენებში სახიერებას ხატსაც უწოდებენ. ხატთმებრძოლეობის ეპოქაში ხშირად აღესრულებოდა ხატების თავისთავადი განახლების სასწაულები: ძველი ხატები, რომლებზეც ძლივს შეიმჩნეოდა წმინდანთა გამოსახულებანი, ახლდებოდნენ ისე, რომ თითქოს ახლად დაეხატა ვინმეს - მკვეთრი და ცოცხალი ფერებით. ნუთუ ადამიანი არ არის ღვთის ხატება? ღერთმა ხომ ადამიანი თავის ხატად შექმნა. ჩვენთვის წარმოუდგენელია პირველქმნილი ადამიანის, ადამის ღვთაებრივი ბრწყინვალება, როგორც უფლის სახიერების, ხატების სიდიადე. მაგრამ ისევე როგორც ჩვეულებრივი ხატი, დაწერილი ხეზე, ჟამთასვლის შედეგად უფერულდება ან შავდება, ასევე ღვთის ხატებაც ადამში და მის შრთამომავალნში ცოდვების მომეტების გამო "გაუფერულდა". მაცხოვარმა იესო ქრისტემ კი ადამიანში უფლის ხატი განაახლა. როგორც ხატმებრძოლეობის ჟამს ხატები თავისთავად ახლდებოდნენ, მსგავსად უფრო და უფრო ახლდება უფლის ხატება ადამიანში, როდესაც ის რწმენისთვის მოწამე ხდება. ზოგიერთი სექტანტი ამტკიცებს, რომ ბავშვების მონათვლა უნდა ხდებოდეს მაშინ, როცა ისინი გაიზრდებიან და გაიგებენ რა არის რწმენა. ადამიანის შვილო, როცა ასეთ გიჟურ სიტყვებს გაიგებ, დაიგუბე ყურები, რომ არ ისმინო! შენი შვილი რომ უნათლავი მოკვდეს, განა არ იცი როგორი წარსდგება ის უფლის წინაშე? ნუთუ შენ ელოდები შვილის გაზრდას, რომ მაინ გაიგოს რა არის რძე ან წყალი და მაშინ აჭამო და ასვა მას? შენ ყრმა შვილს აწვდი საკვებს, თუმცა მან არ იცის რა არის რძე, წყალი, თაფლი თუ პური.შენ იცი, რა არის მისთვის აუცილებელი, მას კი აკვანში ეს არ ესმის. შენს პატარას რომ შარლახი დაემართოს, უმკურნალებ მას თუ დაელოდები როდის გაიზრდება და გაიგებს რა არის შარლახი და თავად გადაწყვეტს მიიღოს წამალი თუ არა? ადამიანთა მოდგმისთვის კი ადამის ცოდვა უფრო საშიში ავადმყოფობაა, ვიდრე შარლახი. და თუ შენ შენს ავადმყოფ შვილს ავადმყოფობის გამო მკურნალობ, განკურნე ის უფრო მძიმე ავადმყოფობისაგან, რომლის წამალი მხოლოდ ნათლობაა. უფრთხილდი არ მოგიკვდეს უნათლავი შვილი, რადგანაც მას ვეღარასოდეს შეხვდები ვერცერთ სოფელში. ცა, რომელსაც ჩვენ ჩვენს ზემოთ ვხედავთ,მხოლოდ ჭეშმარიტი უხილავი ცის სიმბოლოა - ლამაზი და მშვენიერი სიმბოლო და არა თვით სინამდვილე. მზე და ვარსკვლავები მნათობენ ცაზე, ღმერთი, ანგელოზები და წმინდანები კი ქმნიან ჩვენთვის უხილავ ცას. ხილული მზე უხილავი ღმერთის სიმბოლოა, ვარსკვლავები კი ანგელოზთა და წმინდანთა სიმბოლო. ისევე როგორც მზე ანათებს, ათბობს სამყაროს, ასევე სიმართლის მუდმივი მზე - უზენაესი ღმერთი ანათებს და ათბობს ყოველს, მის სიკაშკაშეში ამყოფებს ანგელოზებს და ნეტართ. წმინდანნი არიან დიდებულნი უფლის დიდებით, ღმერთი კი მშვენიერებაა თავის წმინდანებში. ეს არის ნამდვილი, გაუგონარი, ბრწყინვალე ცა - რომელიც ჩვენი ნამდვილი სამშობლოა. კაცთა მოდგმას ყავდა ერთი წინაპარი - ადამი. ადამიანთა მოდგმა წარმოადგენს ერთ მრავალტოტიან ხეს, რომელსაც ერთი ფესვი აქვს - ადამი. ამის მიხედვით ადამიანნი თავისი ერთადერთი წინაპრის გამო მოძმეები იყვნენ. მაგრამ მიუხედავად სხეულებრივი ძმობისა, ჯერ კიდევ ადამის შვილებში სულიერი "არაძმობის" პირველი შემთხვევები გამოჩნდა. სხეულებრივმა ძმამ მოკლა მისი სხეულებრივი ძმა, რამეთუ მათ შორის არ არსებობდა სულიერი ერთობა, სულიერი ძმობა. ქრისტე კი "ახალ ადამად" იწოდა, უფალი იესო ქრისტე ახალი კაცობრიობის, ახალი მრავალტოტიანი ხის ფესვია. მან გაგვიცხადა ღმერთი ჩვენი - ჩვენი ნამდვილი მამა, გვასწავლა და გვიჩვენა ადამიანთა შორის ნამდვილი ძმობა - სულიერი ძმობა, სულიერი ერთობა, რწმენის ერთობა, მიზნის ერთობა და სიცოცხლის ერთობა. შვილო კაცისავ, ადამის მიხედვით ძმობას ნუ მიანიჭებ უმთავრეს მნიშვნელობას, რამდენადაც თვით ძველმა ადამმაც ხსნა ქრისტეში იპოვა, ქრისტეში, როგორც ახალ ადამში. ამით მან განუდგა ყველა მის შრთამომავალს, ვინაც ქრისტეს გარეთ დარჩენა ირჩია. ვინც არ ისურვა შეზრდოდა ახალ ფესვს - ქრისტეს, დარჩნენ უპატრონო ობლებად , ორივე მამის გარეშე :ადამის - სხეულებრივი წინაპრის გარეშე, და ციური მამის გარეშე, რომელიც ადამიანთათვის უფალ ქრისტეში გაცხადდა და რომელთანაც მისვლა მხოლოდ იესო ქრისტეს საშუალებით ხდება შესაძლებელი. სულის ცხონება - ადამიანის ამქვეყნიური ყოველგვარი ღვაწლის ერთადერთ არსს წარმოადგენს. მათ კი, ვინაც არ იცის სულის ცხონების შესახებ, არც ის იცის რისთვის იღწვიან და რისთვის ეცდებიან ამ ქვეყნად. მაგრამ როდესაც ცხონებაზე ვსაუბრობთ, ნიშნავს ვისაუბროთ თვით მაცხოვარზე. რამდენადაც ცხონება მაცხოვარის გარეშე არ ხდება. ხალხი ათასობით წლის მანძილზე ელოდა ციური მხსნელის მოვლინებას, ყველამ იცოდა, რომ ის არ შეიძლება ყოფილიყო მიწიერი , რამეთუ მაცხოვარი მხოლოდ უფალი შეიძლება იყოს. ჩვენ, ქრისტიანებმა ვიცით, რომ გაგვეცხადა უფალი-მაცხოვარი და ხსნა მოუტანა ყველა ადამიანის სულს, ვისაც ცხონება სურს. საეკლესიო ლოცვები თუ გალობები მუდამ მთავრდება ჩვენი მისდამი თხოვნით : "აცხონე , უფალო, სული ჩვენი"... სხეული სულის გარეშე მკვდარია. როგორც წმინდა წერილი გვამცნობს, ღმერთმა ადამიანი მიწისგან შექმნა, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ სხეულს და არა სულს, რამდენადაც ადამიანის სხეულს უფალმა ცოცხალი სული მიანიჭა. საბოლოოდ კი ყველაფერი იქ ბრუნდება, საიდანაც საწყისს ღებულობს: სხეული უბრუნდება მიწას, სული კი ღმერთან ბრუნდება. თუ ჩვენ გადავირჩენთ ჩვენს სულებს და ვცხონდებით,აღდგომისას გადავარჩენთ ჩვენივე სხეულსაც. მოციქულთა დამოწმებებიდან ვიცით, რომ არსებობს სხეული მიწიერი და სხეული ზეციური. ახლა ჩვენი სულები მიწიერი სხეულით არის შემოსილი, და თუ ვცხონდებით, აღდგომის დღეს შეიმოსებიან ზეციური სხეულით - შეუცვლელითა და უხრწნელით. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th August 2025 - 11:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი