სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| k@the |
Mar 28 2008, 02:39 PM
პოსტი
#1
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
გავიხსენოთ ლადო ასათიანი, ჩემი უსაყვარლესი პოეტი...
ლადო ასათიანი 1917-1943 ![]() ლადო ასათიანი დაიბადა 1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში. ლადოს მშობლები პედაგოგები იყვნენ, ცაგერის რაიონის კვიდრნი. ლადო ასათიანმა 1934 წელს დაასრულა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და სწავლა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გააგრძელა. სულ მოკლე ხანში კი ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გადავიდა. სტუდენტობის პერიოდში ჩაბმული იყო სამეცნიერო წრეებისა და ლიტერატურული ორგანიზაციების მუშაობაში, იყო ქუთაისში გამომავალი გაზეთის „სტალინელის“ თანამშრომელი, სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა პირველად მისი ლექსები. 1936 წელს ლადო ასათიანი რამდენიმე თვით მშობლიურ სოფელ ბარდნალაში დაბრუნდა. ამ პერიოდში თარგმნა პუშკინის, მამინ-სიბირიაკის ნაწარმოებები. ქუთაისში დაბრუნების შემდეგ ლადო კიდევ უფრო აქტიურად ჩაება ქალაქის ლიტერატურულ ცხოვრებაში. განსაკუთრებით იყო გატაცებული ფოლკლორისტული ძიებებით. 1937-38 წლების რეპრესიები ლადო ასათიანის ოჯახსაც შეეხო: დედამისი - ლიდა ცქიტიშვილი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დააპატიმრეს „ხალხის მტრის“ ბრალდებით. რეპრესირებული ოჯახის შვილს მალე გამოუჩნდნენ მოშურნეები, მოწინააღმდეგეები, რომელთაც ბრძოლა გამოუცხადეს ახალგაზრდა პოეტს. 1937 წლის 16 ივლისს გაზეთ „სტალინელში“ გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც რამოდენიმე სხვადასხვა მწერალთან ერთად, მკაცრად იყო გაკრიტიკებული ლადო ასათიანი. „კრიტიკოსები“ პოეტს „პოლიტიკური შეცდომების“ გამოსწორებისაკენ მოუწოდებდნენ, ურჩევდნენ, თავი დაენებებინა „მავნე ლაყბობისათვის“. ასეთი გამოხდომები მძიმე შთაბეჭდილებას ახდენდა ახალგაზრდა პოეტზე; მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით გამოწვეული გულისტკივილი კარგად ჩანს პოეტის ჩანაწერებში, პირად წერილებში, თანამედროვეთა მოგონებებში. დედის დაპატიმრების შემდეგ ლადო ასათიანი ინსტიტუტიდან გარიცხეს. ოფიციალური მიზეზი ასეთი იყო: „კონტრევოლუციური ლაყბობა“. ასეთი ბრალდება 1937-38 წლებში, რეპრესიების დროს, გაწირვის ტოლფასი იყო და, ბუნებრივია, ამ ფაქტმაც ძლიერ იმოქმედა პოეტზე. ამგვარი ბრალდებით „დაღდასმული“ ლადო ამაოდ დადიოდა დაწესებულებიდან დაწესებულებაში სამუშოს საძიებლად, მაგრამ მატერიალურ სიდუხჭირეში ჩავარდნილ „მტრის შვილს“ ხელს არავინ უმართავდა. 1938 წლიდან მდგომარეობა რამდენადმე შეიცვალა, რეპრესიების ტალღამ თითქოს გადაიარა. 1938 წლის 29 მარტს კი საქალაქო კომიტეტის დადგენილებით ლადო ასათიანი ინსტიტუტში აღადგინეს. 1938 წლის ზაფხულიდან ლადო ასათიანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, თანამშომლობდა ჟურნალ „ჩვენი თაობის“ რედაქციასთან. მისი ნაწარმოებები ქვეყნდებოდა „ახალგაზრდა კომუნისტში“, „მნათობში“, „ლიტერატურულ გაზეთში“, „პიონერში“ და სხვ. 1938-39 წლებში პოეტი მუშაობდა გაზეთ „ნორჩ ლენინელში“, აქვეყნებდა ლექსებს, ნარკვევებს, ლიტერატურულ წერილებს. სტატიები მიუძღვნა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვანო სარაჯიშვილის, შიო მღვიმელის, უოლტერ სკოტის, ჟორჟ სანდის და სხვათა შემოქმედებას. 1939 წელს ლადო ასათიანი არმიაში გაიწვიეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო თბილისში დააბრუნეს. იგი ტუბერკულიოზით იყო დაავადებული, არაერთი თვე გაატარა აბასთუმანში, მაგრამ ვერ განიკურნა. ლადო ასათიანი გარდაიცვალა 1943 წელს სრულიად ახალგაზრდა, 26 წლისა. იგი დიდუბის პანთეონშია დაკრძალული. გამოყენებული ლიტერატურა: „ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები“ ლიტერა, 2004 (როგორ არ მინდა, ძლიერო სენო...) ლადო ასათიანი როგორ არ მინდა, ძლიერო სენო, ლექსში ქართულად რომ მოგიხსენო! როგორ არ მინდა, ჩემს სიჭაბუკეს დააჩნდეს შენი შავი ჩრდილები! ეს რა უშრეტი ცეცხლით დამბუგე, პირს მარიდებენ ქალიშვილები! შენ შეგრჩა ვაჟას ფილტვების დაღრღნა, ჩემს წინააღმდეგ აღსდექი ახლა. შენ ბოროტების გარეშე ვერ ძლებ, შენ შეერკინე ანტიურ ბერძნებს, შენ ჰიპოკრატემ ჭლექი გიწოდა და მხოლოდ მაშინ შეშინდი ცოტა. შენ გადუქროლე რომის ქარვასლებს და შეაშფოთე რომაელები, მაგრამ ახალი დროის ქალ-ვაჟებს ამაოდ ცდილობ, რომ გაერევი! შენ შეგრჩეს ვაჟას ფილტვების დაღრღნა და ჩემს დაცემას ნუ ლამობ ახლა. ო, განვედ ჩემგან, ძლიერო სენო, ჩემს შემდეგ ნურვინ ნუ მოგიხსენოს. 1941 -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
zviadauri k@the
შენ გაიხარე ქეთ... Mar 28 2008, 03:01 PM
mari touchet მწერალთა სახლის ბა... Mar 28 2008, 03:06 PM
k@the ცხრა ძმა ხერხეულიძ... Mar 28 2008, 03:09 PM
mari touchet ნუ მათქმევინებ
ის... Mar 28 2008, 03:10 PM
zviadauri
ნუ მათქმევინებ
ის... Mar 28 2008, 03:21 PM
მაშიკო
ნუ მათქმევინებ
ის... Jun 9 2009, 10:34 AM
kato_Bato ჩემი უსაყვარლესი პ... Mar 28 2008, 03:55 PM
marine ძალუმად ქართული სი... Mar 28 2008, 04:02 PM
tiko282
ძალუმად ქართული ს... Mar 31 2008, 09:37 PM
k@the ლადო ასათიანის ყვე... Mar 30 2008, 04:19 PM
ლილიანა
აი ეს ჩემი საყვარე... Mar 30 2008, 05:19 PM
k@the ლილიანა
მეც ძალინ ... Mar 30 2008, 06:10 PM
ლილიანა
ეს სიტვები და ეს ... Mar 30 2008, 06:40 PM
xornabujeli :) გაიხარე ქეთევან,კ... Mar 30 2008, 08:49 PM
ქეთუ xornabujeli
ვგიჟდები ამ ლე... Mar 30 2008, 08:56 PM
nuca_ge ძალიან მიყვარს ამ ... Mar 31 2008, 09:40 PM
k@the http://www.necromundo.de/blog/wp-content/herbst-20... Mar 31 2008, 10:07 PM
მარიამი ერთ პატარა ამბავს ... Mar 31 2008, 10:21 PM
tiko282 მარიამი
მე კი ბავშ... Apr 2 2008, 12:49 PM
k@the მარიამი
აქაც გილოვ... Apr 3 2008, 05:15 PM
Amuza ჩემი უსაყვარლესი პ... Apr 3 2008, 06:09 PM
tiko282 ლადოს ჩანაწერებიდ... Apr 10 2008, 01:50 PM
tiko282 რა საზოგადოებაა :)
h... Apr 10 2008, 02:13 PM
k@the მართალია, არ მიყვა... Apr 25 2008, 03:54 PM
სოფი გაიხარე ქეთ :მპუა: ვ... May 9 2008, 03:39 PM
tetnuldi მეამაყება,რომ ლადო... May 12 2008, 03:05 PM
georgianeli ლადო ასათიანის "მ... Jul 21 2008, 12:33 AM
შაკო წვიმაში
დღეს მიკვ... Jul 21 2008, 02:04 AM
nuca_ge * * *
გულსა შენსა და გ... Sep 5 2008, 10:58 PM
syd რა ქართველი ხარ და ... Sep 5 2008, 11:11 PM
NICA ჩემი ერთ-ერთი საყვ... Sep 8 2008, 02:25 PM
Amuza სალაღობო Sep 13 2008, 10:32 PM
Ismail
[b][size=5]სალაღობო
კაგი... Sep 13 2008, 11:47 PM
veriko7 ლადო ასათიანი საამ... Sep 13 2008, 10:49 PM
q-e-T-i თითქმის მისი ყველა... Sep 13 2008, 11:38 PM
.:Lela:. კაი ლექსებია ძაან :)... Sep 14 2008, 12:55 AM
q-e-T-i http://files.ge/file/18812/lado-asatiani-rar.html
... Sep 14 2008, 07:36 PM
კესო
http://files.ge/file/18812/lado-asatiani-rar.html... Dec 3 2010, 11:15 AM
tamuna_18 წინასწარ ბოდიშს გი... May 25 2009, 09:31 PM
k@the tamuna_18
მადლობა თამუნა... Jun 3 2009, 12:50 PM
k@the გავისეირნებდი მარ... Jun 9 2009, 01:11 PM
iako მეც ძალიან მიყვარს... Jun 9 2009, 05:20 PM
k@the iako
როგორ მჯერა იაკო ... Jun 9 2009, 05:54 PM
tamuna_18
წინასწარ ბოდიშს გ... Jun 15 2009, 01:19 PM
ანნო ეხლა შევამჩნიე ეს ... Aug 15 2009, 02:13 PM
სოფი პატარაობაში ვაფრე... Mar 27 2010, 10:49 PM
marine შენ მოკვდი მზეჭაბუ... Dec 15 2015, 02:18 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th December 2025 - 07:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი