ძალა მოწყალებისა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძალა მოწყალებისა... |
marine |
Mar 21 2008, 12:00 PM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვფიქრობ, ამ განყოფილებაში ერთი ასეთი თემა აუცილებლად უნდა იყოს, სადაც დავწერთ წმინდა მამათა, სათნო ადამიანებისა და ჩვენს შეხედულებებს მოწყალების, ქველმოქმედების შესახებ
ამჯერად ჩვენი საყვარელი პატრიარქის სიტყვებს გაგაცნოთ: საინტერესოა, რომ ძველებრაულად (ამ ენაზეა დაწერილი მათეს სახარება და ძველი აღთქმა) სიტყვა "მოწყალება" თანამედროვე გაგებასთან შედარებით გაცილებით ფართო მნიშვნელობას შეიცავს. იგი არ ნიშნავს გაჭირვებულის მხოლოდ შველას ანდა მძიმე მდგომარეობაში მყოფისათვის თანაგრძნობას. ის ასევე გულისხმობს სხვისი მდგომარეობის იმდენად ღრმად წვდომის უნარს, რომ შეგეძლოს მისი თვალებით დაინახო სამყარო, მისი გონებით გააანალიზო პრობლემები, განიცადო მისი განცდები... ეს კი სიბრალულზე მეტია. ეს არის არა მარტო თანაგრძნობა, არამედ საკუთარი თავის შეგნებული გაიგივება სხვა პიროვნებასთან იმდენად, რომ აღიქვამდე და გრძნობდე სამყაროს ისე, როგორც აღიქვამს მას ჭირში მყოფი. ეს არის ნიჭი სხვადყოფნისა. ღმერთმა მოგვმალდოს იგი. "იცხოვრე სხვისთვის, თუ გსურს ემსახურო შენს თავს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 28 2008, 02:09 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შენი კეთილი საქმეების დავიწყება ყველაზე უსაფრთხო ადგილია მათ შესანახად."
"გულის განწყობის მიხედვით ფასდება შესაწირი დიდია თუ მცირე: მხოლოდ იგი ადებს საგნებს ნამდვილ ფასს." "გააკეთე ის, რაც ღირსია ჯილდოსი, მაგრამ ნუ ეძიებ მას." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
- თეკლა - |
Mar 28 2008, 03:15 PM
პოსტი
#43
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 19-March 08 წევრი № 4,245 |
"შენი კეთილი საქმეების დავიწყება ყველაზე უსაფრთხო ადგილია მათ შესანახად." "გულის განწყობის მიხედვით ფასდება შესაწირი დიდია თუ მცირე: მხოლოდ იგი ადებს საგნებს ნამდვილ ფასს." "გააკეთე ის, რაც ღირსია ჯილდოსი, მაგრამ ნუ ეძიებ მას." ყველა ის სიკეთე, რომელსაც ამ ქვეყნად დავთესად, მხოლოდ მცირედია იმ სიხარულისა, რითაც ნეტარნი გაიხარებენ "ცათა შინა" ვისურვებდი ყველას მხოლოდ სიკეთე გვეკეთებინოს და არასოდეს გაგვევლოს გულში ბოროტება. ვთესოთ სიკეთე ჩვენი სულის გადასარჩენად შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი უკვე არასოდეს აღარ მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავრომდე. იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენსკენ და შენს საწინააღმდეგოდ. წმ. თეოფანე დაყუდებული - მიხვდებით ჩემო კარგებო, ეს მხოლოდ სიტყვებს არ ეხება გვიყვარდეს ერთმანეთი და არასოდეს დავიღალოთ კეთილი საქმეების კეთებით თიკო -------------------- არ შეიძლება ითქვას - ჩვენ გვიყვარს ღმერთი, მაგრამ არ გვიყვარდეს ადამიანი...
უსიყვარულოდ შეუძლებელია ცხოვრება, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი; გვიყვარდეს, თუ გვინდა ვიპოვოთ ღმერთთან მისასვლელი გზა... თუ გვინდა, ვიყოთ ბედნიერნი. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს ადამიანი მადლსა ღვთისასა, როცა სულიერად გაძლიერდება და ამაღლდება. ილია II |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი