![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
სამთავროს დედათა მონასტერში, ბერი გაბრიელის საფლავზე ღვთის სასწაულით ფეხადგმული ჯაბა (ტატო) მურცხვალაძე ელის თქვენგან თანადგომას. ეს ის ბავშვია, რომელიც ინვალიდის ეტლს იყო მიჯაჭვული მაგრამ მამა გაბრიელის საფლავზე მოლოცვის შემდეგ ბავშვმა სასწაულებრივად დაიწყო სიარული. ბერი გაბრიელის საფლავზე აღსრულებული სასწაულების შესახებ გამოცემულ წიგნშიც კი ''ღვთაებრივი კურნებები და სასწაულები'' დაიწერა ამის შესახებ.
ამ ბავშვს გადატანილი აქვს 5 ოპერაცია და რეგულარულად ესაჭიროება მკურნალობის კურსები, მასაჟი და კომპიუტერული გამოკვლევა, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამის შემდეგ კიდევ ერთი ოპერაცია უნდა გაუკეთდეს გერმანიაში. ვინაიდან ჯერჯერობით ჩვენს ფორუმს ფიზიკურად არ აქვს შესაძლებლობა დიდი თანხის გადახდისა იქნებ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მცირედი თანადგომა ჩვენც აღმოვუჩინოთ. მკურნლობის კურსი გაგრძელებას საჭიროებს 23-25 სექტემბრიდან და აუცილებლად უნდა იქნეს ჩატარებული გამოკვლევები. ჯაბასთვის თითო ლარი შეგიძლიათ გაიღოოთ: მაგთისა (200-344) და ჯეოსელის (700-344) სატელეფონო ნომრებზე დარეკვით. საქველმოქმედო სპეც-ანგარიში: ''თი-ბი-სი'' ბანკის ცენტრალური ფილიალი კოდი: 220101830; პირადი ანგარიში: 11701022 -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
![]() ![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
marine
სანდროს თემას შევუერთებ და დავხურავ -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 09:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი