IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ლადო ასათიანი, ''ვიცი, ჩემი ცხოვრება ხანმოკლე იქნება...''
k@the
პოსტი Mar 28 2008, 02:39 PM
პოსტი #1


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



გავიხსენოთ ლადო ასათიანი, ჩემი უსაყვარლესი პოეტი... wub.gif


ლადო ასათიანი
1917-1943
IPB-ს სურათი

ლადო ასათიანი დაიბადა 1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში.

ლადოს მშობლები პედაგოგები იყვნენ, ცაგერის რაიონის კვიდრნი.

ლადო ასათიანმა 1934 წელს დაასრულა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და სწავლა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გააგრძელა. სულ მოკლე ხანში კი ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გადავიდა. სტუდენტობის პერიოდში ჩაბმული იყო სამეცნიერო წრეებისა და ლიტერატურული ორგანიზაციების მუშაობაში, იყო ქუთაისში გამომავალი გაზეთის „სტალინელის“ თანამშრომელი, სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა პირველად მისი ლექსები. 1936 წელს ლადო ასათიანი რამდენიმე თვით მშობლიურ სოფელ ბარდნალაში დაბრუნდა. ამ პერიოდში თარგმნა პუშკინის, მამინ-სიბირიაკის ნაწარმოებები.

ქუთაისში დაბრუნების შემდეგ ლადო კიდევ უფრო აქტიურად ჩაება ქალაქის ლიტერატურულ ცხოვრებაში. განსაკუთრებით იყო გატაცებული ფოლკლორისტული ძიებებით.

1937-38 წლების რეპრესიები ლადო ასათიანის ოჯახსაც შეეხო: დედამისი - ლიდა ცქიტიშვილი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დააპატიმრეს „ხალხის მტრის“ ბრალდებით.

რეპრესირებული ოჯახის შვილს მალე გამოუჩნდნენ მოშურნეები, მოწინააღმდეგეები, რომელთაც ბრძოლა გამოუცხადეს ახალგაზრდა პოეტს.

1937 წლის 16 ივლისს გაზეთ „სტალინელში“ გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც რამოდენიმე სხვადასხვა მწერალთან ერთად, მკაცრად იყო გაკრიტიკებული ლადო ასათიანი. „კრიტიკოსები“ პოეტს „პოლიტიკური შეცდომების“ გამოსწორებისაკენ მოუწოდებდნენ, ურჩევდნენ, თავი დაენებებინა „მავნე ლაყბობისათვის“. ასეთი გამოხდომები მძიმე შთაბეჭდილებას ახდენდა ახალგაზრდა პოეტზე; მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით გამოწვეული გულისტკივილი კარგად ჩანს პოეტის ჩანაწერებში, პირად წერილებში, თანამედროვეთა მოგონებებში.

დედის დაპატიმრების შემდეგ ლადო ასათიანი ინსტიტუტიდან გარიცხეს. ოფიციალური მიზეზი ასეთი იყო: „კონტრევოლუციური ლაყბობა“. ასეთი ბრალდება 1937-38 წლებში, რეპრესიების დროს, გაწირვის ტოლფასი იყო და, ბუნებრივია, ამ ფაქტმაც ძლიერ იმოქმედა პოეტზე.

ამგვარი ბრალდებით „დაღდასმული“ ლადო ამაოდ დადიოდა დაწესებულებიდან დაწესებულებაში სამუშოს საძიებლად, მაგრამ მატერიალურ სიდუხჭირეში ჩავარდნილ „მტრის შვილს“ ხელს არავინ უმართავდა.

1938 წლიდან მდგომარეობა რამდენადმე შეიცვალა, რეპრესიების ტალღამ თითქოს გადაიარა. 1938 წლის 29 მარტს კი საქალაქო კომიტეტის დადგენილებით ლადო ასათიანი ინსტიტუტში აღადგინეს.

1938 წლის ზაფხულიდან ლადო ასათიანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, თანამშომლობდა ჟურნალ „ჩვენი თაობის“ რედაქციასთან. მისი ნაწარმოებები ქვეყნდებოდა „ახალგაზრდა კომუნისტში“, „მნათობში“, „ლიტერატურულ გაზეთში“, „პიონერში“ და სხვ.

1938-39 წლებში პოეტი მუშაობდა გაზეთ „ნორჩ ლენინელში“, აქვეყნებდა ლექსებს, ნარკვევებს, ლიტერატურულ წერილებს. სტატიები მიუძღვნა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვანო სარაჯიშვილის, შიო მღვიმელის, უოლტერ სკოტის, ჟორჟ სანდის და სხვათა შემოქმედებას.

1939 წელს ლადო ასათიანი არმიაში გაიწვიეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო თბილისში დააბრუნეს. იგი ტუბერკულიოზით იყო დაავადებული, არაერთი თვე გაატარა აბასთუმანში, მაგრამ ვერ განიკურნა.

ლადო ასათიანი გარდაიცვალა 1943 წელს სრულიად ახალგაზრდა, 26 წლისა. იგი დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.

გამოყენებული ლიტერატურა:
„ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები“
ლიტერა, 2004




(როგორ არ მინდა, ძლიერო სენო...)
ლადო ასათიანი

როგორ არ მინდა, ძლიერო სენო,
ლექსში ქართულად რომ მოგიხსენო!
როგორ არ მინდა, ჩემს სიჭაბუკეს
დააჩნდეს შენი შავი ჩრდილები!
ეს რა უშრეტი ცეცხლით დამბუგე,
პირს მარიდებენ ქალიშვილები!
შენ შეგრჩა ვაჟას ფილტვების დაღრღნა,
ჩემს წინააღმდეგ აღსდექი ახლა.
შენ ბოროტების გარეშე ვერ ძლებ,
შენ შეერკინე ანტიურ ბერძნებს,
შენ ჰიპოკრატემ ჭლექი გიწოდა
და მხოლოდ მაშინ შეშინდი ცოტა.
შენ გადუქროლე რომის ქარვასლებს
და შეაშფოთე რომაელები,
მაგრამ ახალი დროის ქალ-ვაჟებს
ამაოდ ცდილობ, რომ გაერევი!
შენ შეგრჩეს ვაჟას ფილტვების დაღრღნა
და ჩემს დაცემას ნუ ლამობ ახლა.
ო, განვედ ჩემგან, ძლიერო სენო,
ჩემს შემდეგ ნურვინ ნუ მოგიხსენოს.

1941


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Mar 28 2008, 04:02 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,195
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ძალუმად ქართული სიტყვის პატრონი იყო ლადო. ვეთაყვანები მის პოეზიას wub.gif


ჩემი საყვარელი ლექსი:

გულბაათ ჭავჭავაძე

ლადო ასათიანი

უკვე ჩათავდა სოფლად რთველი და ყურძნის კრეფა,

აზვავებული შემოდგომა ბეღლებს ჩაბარდა.

სტუმრებისათვის ლავაშებით დახურეს სეფა

და ჭავჭავაძე გულბაათი დასვეს თამადად.


დასვეს თამადად გოლიათი მსმელი კახელთა,

დასვეს და დაჯდა, დაიმშვენა, სუფრას გახედა:

ჩანდნენ ორ მწკრივად ჟღალ ჩოხებში ძველი მსმელები,

ღვინო სწყუროდათ, ღვინის ეშხით ვერ ისვენებდნენ.


მან ჯერ ულვაში გადიგრიხა ყურებზე, უკან,

მერე პირველმა წესისამებრ გატეხა ლუკმა,

თასი ასწია, მიულოცა ლხინი თავადთა

და აზარფეშამ ფრინველივით გაინავარდა.


*


სვეს უმოწყალოდ ღვინოები ცეცხლისმფრქვევლები,

მერიქიფეებს აღარ შერჩათ ხელში ქვევრები.

მოფარდაგულზე გაიშხვართნენ მსმელი კაცები,

ლეკურებივით მოიქნიეს სველი ყანწები.


და როცა სუფრას აღარ შერჩა ერთი კაციცა,

როცა ლავაშით დახურული სეფაც დაიქცა,

როცა დაიმსხვრა სასმურები და დაილია, —

მაშინ გულბაათ ჭავჭავაძე გადაირია,

გადაირია, როგორც ერთ დროს შედან ჭილაძე,

და იერიში მიიტანა წვრილ ჭინჭილაზე:


— კაცი ვშობილვარ, ეს ცხოვრება დამილევია

და გაბმულ სმაში ჭინჭილით არ დამილევია.

— ბატონიშვილო, ეს ჭინჭილა გადაგრჩათ მარტო,

ღვინით შეუვსეთ და მოართვით ჭინჭილა ბატონს.


შეტორტმანებულს ნახევარიც არ დაეცალა,

წყენით წამოცდა: “ეს ოხერი რომ არ გათავდა!”

სანთელს გახედა, მოეჩვენა ერთი ათადა,

თვალთ დაუბნელდა, დაეკარგა მუხლებში ძალა,

წაიბორძიკა, წაიფორხილ-წაიბანცალა

და ნაცოხნარით გაბერილი, როგორც კამეჩი,

აზრდაკარგული გაიშხვართა შუაღამეში.


ჭერი შეინძრა, იატაკმა გაიჭრიჭინა,

თაიგულივით ხელში შერჩა ჭრელი ჭინჭილა.


*


გაჩაღებოდა მაღვალაკი თვალი კახურში

და სუფრის ბოლოს ხითხითებდა მთვრალი ბახუსი.

თითქოს იტყოდა: "მასპინძელო, ეს რა კაცია,

ქვევრებსა ნთქავდა და ჭინჭილამ ვით წააქცია!"


1942

ჭავჭავაძე გულბაათი - ღვინის სმით განთქმული ძველი კახელი თავადი.

ჭილაძე შედანი - სახელგანთქმული ღვინისმსმელი ძველი სამეგრელოს მთავრის - დადიანის კარზე, მოხსენიებულია იტალიელი მოგზაურის არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს აღწერაში“ (1654).



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
k@the   ლადო ასათიანი   Mar 28 2008, 02:39 PM
zviadauri   k@the შენ გაიხარე ქეთ...   Mar 28 2008, 03:01 PM
mari touchet   მწერალთა სახლის ბა...   Mar 28 2008, 03:06 PM
k@the   ცხრა ძმა ხერხეულიძ...   Mar 28 2008, 03:09 PM
mari touchet   ნუ მათქმევინებ ის...   Mar 28 2008, 03:10 PM
zviadauri   ნუ მათქმევინებ ის...   Mar 28 2008, 03:21 PM
მაშიკო   ნუ მათქმევინებ ის...   Jun 9 2009, 10:34 AM
kato_Bato   ჩემი უსაყვარლესი პ...   Mar 28 2008, 03:55 PM
marine   ძალუმად ქართული სი...   Mar 28 2008, 04:02 PM
tiko282   ძალუმად ქართული ს...   Mar 31 2008, 09:37 PM
k@the   ლადო ასათიანის ყვე...   Mar 30 2008, 04:19 PM
ლილიანა   აი ეს ჩემი საყვარე...   Mar 30 2008, 05:19 PM
k@the   ლილიანა მეც ძალინ ...   Mar 30 2008, 06:10 PM
ლილიანა   ეს სიტვები და ეს ...   Mar 30 2008, 06:40 PM
xornabujeli   :) გაიხარე ქეთევან,კ...   Mar 30 2008, 08:49 PM
ქეთუ   xornabujeli ვგიჟდები ამ ლე...   Mar 30 2008, 08:56 PM
nuca_ge   ძალიან მიყვარს ამ ...   Mar 31 2008, 09:40 PM
k@the   http://www.necromundo.de/blog/wp-content/herbst-20...   Mar 31 2008, 10:07 PM
მარიამი   ერთ პატარა ამბავს ...   Mar 31 2008, 10:21 PM
tiko282   მარიამი მე კი ბავშ...   Apr 2 2008, 12:49 PM
k@the   მარიამი აქაც გილოვ...   Apr 3 2008, 05:15 PM
Amuza   ჩემი უსაყვარლესი პ...   Apr 3 2008, 06:09 PM
tiko282   ლადოს ჩანაწერებიდ...   Apr 10 2008, 01:50 PM
tiko282   რა საზოგადოებაა :) h...   Apr 10 2008, 02:13 PM
k@the   მართალია, არ მიყვა...   Apr 25 2008, 03:54 PM
სოფი   გაიხარე ქეთ :მპუა: ვ...   May 9 2008, 03:39 PM
tetnuldi   მეამაყება,რომ ლადო...   May 12 2008, 03:05 PM
georgianeli   ლადო ასათიანის "მ...   Jul 21 2008, 12:33 AM
შაკო   წვიმაში დღეს მიკვ...   Jul 21 2008, 02:04 AM
nuca_ge   * * * გულსა შენსა და გ...   Sep 5 2008, 10:58 PM
syd   რა ქართველი ხარ და ...   Sep 5 2008, 11:11 PM
NICA   ჩემი ერთ-ერთი საყვ...   Sep 8 2008, 02:25 PM
Amuza   სალაღობო   Sep 13 2008, 10:32 PM
Ismail   [b][size=5]სალაღობო კაგი...   Sep 13 2008, 11:47 PM
veriko7   ლადო ასათიანი საამ...   Sep 13 2008, 10:49 PM
q-e-T-i   თითქმის მისი ყველა...   Sep 13 2008, 11:38 PM
.:Lela:.   კაი ლექსებია ძაან :)...   Sep 14 2008, 12:55 AM
q-e-T-i   http://files.ge/file/18812/lado-asatiani-rar.html ...   Sep 14 2008, 07:36 PM
კესო   http://files.ge/file/18812/lado-asatiani-rar.html...   Dec 3 2010, 11:15 AM
tamuna_18   წინასწარ ბოდიშს გი...   May 25 2009, 09:31 PM
k@the   tamuna_18 მადლობა თამუნა...   Jun 3 2009, 12:50 PM
k@the   გავისეირნებდი მარ...   Jun 9 2009, 01:11 PM
iako   მეც ძალიან მიყვარს...   Jun 9 2009, 05:20 PM
k@the   iako როგორ მჯერა იაკო ...   Jun 9 2009, 05:54 PM
tamuna_18   წინასწარ ბოდიშს გ...   Jun 15 2009, 01:19 PM
ანნო   ეხლა შევამჩნიე ეს ...   Aug 15 2009, 02:13 PM
სოფი   პატარაობაში ვაფრე...   Mar 27 2010, 10:49 PM
marine   შენ მოკვდი მზეჭაბუ...   Dec 15 2015, 02:18 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th May 2024 - 06:25 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი