![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
k@the |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
გთავაზობთ ვიქტრინას პოეზიაში.
![]() წესები განისაზღვროს შემდეგნაირად: კითხვის ავტორს, უფლება აქვს პირველ ჯერზე კითხვაში დაწეროს რომელიმე პოეტის ლექსიდან უცვლელად ამოღებული: -» მხოლოდ ერთი სიტყვა -» მხოლოდ ერთი ტაეპი შემდეგ, ფორუმელებმა უნდა ეცადონ და გამოიცნონ ვინაა ავტორი, რა ქვია ლექსს და დაიწეროს ამ ლექსის სრული ვერია. კითხვის დასმიდან, 10 პოსტის განმავლობაში თუ ვერ იქნა გამოცნობილი კითხვა, კითხვის ავტორი წერს ამ სიტყვის შემცველ ტაეპს. ხოლო, თუ ტაეპი იყო დაწერილი, ამ ტაეპის შემცველ სტროფს. ანალოგიურად, მომდევნო 10 პოსტის განმავლობაში, თუ კითხვა ვერ იქნა გამოცნობილი, ტაეპის შემთხვევაში კითხვის ავტორი წერს მის შემცველ სტროფს, ხოლო სტროფის შემთხვევაში, კითხვის ავტორი წერს მთლიანად ლექსს და ასახელებს მის ავტორს. არ შეიძლება ახალი კითხვის დასმა, მანამ არსებობს გამოსაცნობი კითხვა! -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
![]() ![]() |
k@the |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
ინტერნეტში ვიპოვე და არ ვიცი სწორადაა თუ არა . . .
მეცამეტე საუკუნე გიორგი ლეონიძე მოჰქრის ურა ცხენი მონგოლური დაღით, ზედ შავი თარაქამა ვერ უსწორებს აღვირს. და კალია მჭამელი უკან სვეტად მისდევს მუზარადის მტვერით დაბნელებულ მინდვრებს! ვერ უძლებენ მთები მულიდების ყივილს; საყვირებით, ზურნით დროშების ტყე წივის... ბრწყინავს თათრის ხმალი, ბრწყინავს თათრის ჩალმა, მოდის ჩინგისხანი! გზა გაცეცხლა ალმა!... * * ხვალ ნახავთ კალიებს,_ მინდვრების დალაქებს, გაშანთულ მიწის ქერქს, დათხრილ ქალაქებს... მდინარეს შემწვარს, მდუღარე გიშერს, შანშას, შარვანშას, მხარდაკრულს, შიშველს! ხვალ ნახავთ სახლებზე ღრიანკალს, ბუს, დამდნარ გალავნებს, გოგირდის ბურს, მოედნებზე აზელილ თმას და ტვინს, აჩეხილ ფალავნებს... ცხენის ქაჩაჩში ჩარჩენილ თავთავს უზანგში-მტევანს, ვენახში-სამარეს... ნაფუძრებს თეთრი ძვლით მოთესილს, მეწყერებს, ტრამალებს, ტრამალებს... ხვალ ნახავთ, სისხლით აივსება წყაროზე ტაგანი და ვერცხლით ნაჭედ იატაგანით,- კეთრით, ბუგრით ივლის,- მხარგრძელი ანგელოზი, მონგოლური ანგელოზი დაადგება თბილისს. ქალაქის გულს დაბეჭდავს, გულში სიკვდილს დათესს და ქართლი განკვართული, ნაპრალებში, მღვიმეებში ჩააყენებს ნათელს! 1926 -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2025 - 01:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი