![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
k@the |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
გთავაზობთ ვიქტრინას პოეზიაში.
![]() წესები განისაზღვროს შემდეგნაირად: კითხვის ავტორს, უფლება აქვს პირველ ჯერზე კითხვაში დაწეროს რომელიმე პოეტის ლექსიდან უცვლელად ამოღებული: -» მხოლოდ ერთი სიტყვა -» მხოლოდ ერთი ტაეპი შემდეგ, ფორუმელებმა უნდა ეცადონ და გამოიცნონ ვინაა ავტორი, რა ქვია ლექსს და დაიწეროს ამ ლექსის სრული ვერია. კითხვის დასმიდან, 10 პოსტის განმავლობაში თუ ვერ იქნა გამოცნობილი კითხვა, კითხვის ავტორი წერს ამ სიტყვის შემცველ ტაეპს. ხოლო, თუ ტაეპი იყო დაწერილი, ამ ტაეპის შემცველ სტროფს. ანალოგიურად, მომდევნო 10 პოსტის განმავლობაში, თუ კითხვა ვერ იქნა გამოცნობილი, ტაეპის შემთხვევაში კითხვის ავტორი წერს მის შემცველ სტროფს, ხოლო სტროფის შემთხვევაში, კითხვის ავტორი წერს მთლიანად ლექსს და ასახელებს მის ავტორს. არ შეიძლება ახალი კითხვის დასმა, მანამ არსებობს გამოსაცნობი კითხვა! -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
![]() ![]() |
kh@tia |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 123 რეგისტრ.: 28-March 08 წევრი № 4,349 ![]() |
შოთა ნიშნიანიძე
ქართული ზღაპარი იქ, რიონზე სანაოსთან ბონდის ხიდი ქანაობდა... გავდიოდი გაღმა მხარეს და ჯადოსნურ ლერწამს ვთლიდი, თურმე ბეწვის ხიდი იყო, მე მეგონა ბონდის ხიდი. ვიღაც ქალი ბჟოლას სხეპდა და ვაზს უმაგრებდა ჭიგოს, მე მეგონა გლეხის ქალი, თურმე ღვთისმშობელი იყო... ვიღაც შუბლზე ხარ კოცნიდა და მთესვარად ხნულს მისდევდა, თურმე ქრისტე-ღმერთი იყო, მე მეგონა გუთნისდედა. იქ ერთ ბიჭთან ვჭიდაობდი, ხათრს არ მიტეხავდა ისიც... თურმე ამირანი იყო, ძმა ბადრის და უსუპისი. ერთი გოგო მომეწონა - ირმის ჯოგს წველიდა მთაში, თუ ქალღმერთი დალი იყო, ბრიყვმა რა ვიცოდი მაშინ. კოლხის ქალი მყავდა ძიძად - ამორძალი ენამწარე, ნიშა ხარის სიყვარულიც ამ მხარეში შემასწავლეს, დედაჩიტი ბარტყებისთვის ღმერთს უნთებდა თაფლის სანთლებს, ჩიტის ლოცვას ყურს ვუგდებდი და იმ მადლით გავიზარდე. გზაზე ბერი გადამიდგა... შემომცინა „გიხაროდენ“. - წადი, შვილო, და რაც ნახე, ქართული ხმით იგალობე. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - ჩიტო, ჩიტო, ოქროს ჩიტო, ბავშვობისკენ ფრინდი, ფრინდი. "აღარ დავკრეფ ბაღში იასამნის რტოებს"... ვისი ლექსიდანაა? -------------------- აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ ქრისტე ღმერთო,
აღავსე სიხარულითა და მხიარულებითა გული ჩემი და მაცხოვნე მე,რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალმოწყალე. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2025 - 01:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი