![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
თათარაშვილი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
სალამი!
თემა ეძღვნება აქ მოღვაწერ ათეისტებს ![]() ეს თემა იხსნება იმისათვის რომ, გაიმართოს დისკუსია ათეისტებსა და რელიგიის მიმდევარ ადამიანებს შორის. იხსნება იმისათვის რომ ვუთხრათ ერთმანეთს ჩვენი დამოკიდებულება რადგან, ჭეშმარიტება იბადება კამათში ![]() როგორც ვთქვი არგუმენტირებულად თქო, ამიტომ ვეცადოთ ლოგიკას მივყვეთ და თემა არ გავაოფოთ უაზრო პოსტებით. ეს თემა იქნება ჩემი ერთ ერთი "გალაშქრება" ( ![]() ![]() ხო, საერთოდ როცა ვსაუბრობთ ათეიზმსა და რელიგიაზე და ვეძებთ, სად არის ჭეშმარიტება და სიმართლე, შეიძლება ამ საკითხს შევხედოთ რამოდენიმე მხრიდან ![]() წარმოიდგინეთ ტყეში დაკარგული ადამიანი, რომელიც ვეღარ იკვლევს გზას, ბნელდება, შიში იპყრობს, და ამ დროს მას შეხვდება რამოდენიმე ადამიანი, რომლებიც ტყეში ცხოვრობენ და გახარებული კაცი ეკითხება ამ ადამიანებს თუ სად არის გასასვლელი, სად არის გზა, რომლითად იგი ტყიდან გავა. და ისინი ეტყვიან რომ: შენ მართალია შემოხვედი გენაცვალე, მაგრამ გასასვლელი არ არსებობს და ვერ გახვალ აქედან, და არც ის გზა არსებობს რომელსაც შენ ეძებ და არც ის ადგილი სადაც შენ გინდა მოხვდე, შეგიძლია აი ჩვენს გვერძე, აქ იცხოვრო . რა თქმა უნდა ეს ძალიან მძიმე მოსასმენია ადამიანისათვის, რომელიც ტყეში იკარგება. და ამ დროს ამ ადამიანს კიდევ ხვდება ერთი გლახაკი, ნაკლებად ავტორიტეტულად გამოიყურება იმ ადამიანებთან შედარებით, და მასაც ეკითხება იგივეს და ეს გლახაკი ეუბნება რომ არსებობს გასასვლელი, ანუ ის გზას სთავაზობს და ეუბნება რომ გაიყვანს მას. სთავაზობს რუკას და პირდება რომ ის გავა იმ რუკით. როგორ ფიქრობთ ვის დაუჯერებს ეს ადამიანი? თავისთავად ცხადია რომ ადამიანი დაუჯერებს მას ვინც გზას სთავაზობს. ადამიანს აქვს თვით გადარჩენის ინსტიქტი, ამიტომ იგი აუცილებლად დაუჯერებს მას ვინც რუკა მისცა და გზა შესტავაზა. მართალია ამ ადამიანმა არ იცის ვინ ტყუის და ვინ არა, ანუ სად არის სიცრუე და სად სიმართლე, მაგრამ თუმდაც ის ფაქტი რომ ეს გლახაკი რაღაც გამოსავალს სთავაზობს და ისინი საერთოდ არაფერს არ სთავაზობენ, იგი აუცილებლად აირჩევს იმ გლახაკს და მოსინჯავს, არის თუ არა იგი მართალი. აქედანაც ჩანს რომ, ფსიქოლოგიური ასპექტით არჩევანის გაკეთება ძალიან ადვილია. მე ვირჩევ იქ, სადაც არის სიცოცხლე, სადაც არის სიცოცხლის აზრი, ხოლო სადაც სიკვდილია და უიმედობა, იმას არ ავირჩევ. მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი. არსებობს მითი, მითი ათეიზმსა და რელიგიაზე. ეს მითი ასე გამოიყურება: რომ ათეიზმი, არის ერთადერთი დასაბუთებული და ობიექტურად არგუმენტირებული მეცნიერული მსოფლმხედველობა. ![]() კიდევ ერთი რამ უნდა ითქვას, საერთოდ როცა საუბრობენ ღვთის არსებობა, არ არსებობაზე და ხშირად გარკვეულ ალბათურ თეორიებსაც მოიშველიებენ ხოლმე, და მსჯელობენ გარკვეული სტატისტიკითა და ლოგიკით. ერთ ერთ ევროპელ ფიზიკოს აქვს დაწერილი რომ, ის რომ ვთქვათ შემთხვევით გაჩენილიყო ცოცხალი უჯრედი, ამის ალბათობა განუზომლად უფრო დიდი იყო ვიდრე ის რომ მაიმუნი დასვა კომპიუტერზე და ზედიზედ, გადაბმულად, ძალიან ბევრჯერ შეუცდომლად აკრიფოს ბიბლია, თავიდან ბოლომდე. ეს ხომ პრაქტიკულად შეუძლებელია, ამის ალბათობა 0 ია. და ამასთან შედარებით განუზომლად არ არსებობს იმისი ალბათობა რომ თავისით, დამოუკიდებლად წარმოშობილიყო ცოცხალი უჯრედი. ერთ ერთ ლექციაზე ლექტორმა განაცხადა რომ ჟირაფი არ არსებობს. მან დაწერა რაღაც თეორემები და მაგალითები და მან საბოლოო დასკვნა გამოიტანა რომ ჟირაფი არ არსებობს. მან თქვა რომ აი ამბობენ რომ ჟირაფი აი ამხელა, ესეთი ცხოველია, თუმცა აი მე დავამტკიცე რომ იგი არ არსებობს, რა თქმა უნდა ის წერს ტავის მოგონილ რაღაც თეორემებს, მაგრამ იგი პრაქტიკულად ვერ ამტკიცებს. და ამ დროს წამოდგება ერთ ერთი სტუდენტი და ეტყვის: იცით გასაგებია თქვენი თეორემები და მაგალითები მაგრამ.... მე მინახავს ჟირაფი. და იქ კიდევ რამოდენიმე თვითმხილველი წამოდგება. და როცა ნეიტრალური ადამიანი ზის დარბაზში და არ იცის ვინ დაუჯეროს მას არჩევანი აქვს, პროფესორს რომელმაც დაუმტკიცა რომ ჟირაფი არ არსებობს, ყველაფერი აჩვენა, ფორმულებით გამოუყვანა, დაუსაბუთა, რომ ჟირაფი არ შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ამ დროს არსებობენ, რომლებიც ამბობენ რომ მათ უნახავთ ჟირაფი. ვის შეუძლია დაუჯეროს ადამიანმა? ნეიტრალური ადამიანი თუ იტყვის რომ ისინი იტყუილებიან ვინც ამბობენ რომ ჟირაფი უნახავთ, მაშინ ისინი ამ ადამიანს შესთავაზებენ ბილეთს აფრიკაში ( ![]() ეხლა აი ამ კუთხით შევაფასოთ ათეიზმი.რას გვთავაზობს ათეიზმი? პირველ რიგში კითხვა: ყავს თუ არა ათეიზმს ღვთის არ არსებობის მხილველნი? აი გამოთქმაც კი ჭირს, იმიტომ რომ სრულიად ალოგიკურ რაღაცაზე ვსაუბრობთ. ღმერთის არსებობის მხილველნი არსებობენ ქრისტიანობაში მაგრამ მისი არ არსებობის მხილველნი შეიძლება არსებობდნენ? ღვთის არ არსებობის მხილველნი შეუძლებელია არსებობდნენ. კითხვა ქრისტიანს: რა უნდა გავაკეთო იმისათვის რომ მე ღმერთი დავინახო? და ქრისტიანობა იმ წამსვე მაძლევს გზას, მაძლევს კონკრეტულ გზას, რომ აი ეს გააკეთე, შენ მოინდომე და შენ იხილავ ღმერთს. ეხლა ათეისტს რომ დავუსვა კითხვა: რა გავაკეთო იმისათვის რომ დავრწმუნდე ღმერთის არ არსებობაში? ამაზე პასუხი არ არსებობს. ![]() თემაში განხილული და გამოყენებული მაქვს მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებებიდან ამონარიდები ![]() დავიღალე წერით ![]() ვისაუბროთ... |
![]() ![]() |
m16 |
![]()
პოსტი
#2
|
![]() .......... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 ![]() |
სულაც არ არიან ათეისტები ისტერიულები, მართლმადიდებლებმა უფრო ვიცით იმის აფიშირება რომ ეკლესიურები ვართ..
რამდენჯერ მინახავს ხალხი რომელსაც ყოველ მეორე სიტყვაში "მე ეკლესიური ვარ" აკერიათ პირზე... -------------------- :)
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2024 - 06:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი