განხეთქილებიდან განხეთქილებამდე, კათოლიციზმიდან პროტესტანტიზმამდე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განხეთქილებიდან განხეთქილებამდე, კათოლიციზმიდან პროტესტანტიზმამდე |
KAIROS |
Dec 12 2007, 02:53 PM
პოსტი
#21
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
XI ს.ის მეორე ნახევრიდან ვიდრე XV ს.ის საუკუნის მეორე ნახევარამდე, დროის ამ არცთუისე დიდ პერიოდში ქრისტიანულმა ეკლესიამ უზარმაზარი დანაკლისი განიცადა, მოხდა პირველი დიდი განხეთქილება, და შემდეგ უკვე განხეთქილებაში მოხდა ისევ ახალი განხეთქილება, ეს მოვლენები, ასეთუისე ყველასათვის ცნობილია, მაგრამ თემის დანიშნულება არის ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს, მოვძებნოთ და შევაგროვოთ ლიტერატურა ამ თემაზე, ობიექტურად ვნახოთ, მაინც რა ხდებოდა იმ შავბნელ საუკუნეებში, აღმოსავლეთს პოლიტიკური პრობლემა აქვს, აქ ბიზანტია ეცემა, იქ ქრისტიანობა ქუცმაცდება, რას ფიქრობენ თავად განხეთქილების ავტორები? ვინ იყვნენ ისინი? ვინ იყო ვიკლიფი, ჰუსი, სავონაროლა, ლუთერი, კალვინი? რა ბულები გამოსცა პაპურმა რომმა, მოკლედ საინტერესო საკითხია და თქვენს აქტიურ მონაწილეობას ველი
იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Mar 30 2008, 04:35 AM
პოსტი
#22
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა იწყება ჯვაროსნული ხანა... მაშ ასე ისევ აქედან გავაგრძელოთ... როგორც ყოველი უცაბედი და მოუფიქრებელი ასევე ჯვაროსნული ლაშქრობა აგებული მთლიანად ენთუზიაზმზე, პირველი მწარე მარცხისათვის იყო განწირული... საეკლესიო კამათები ნელნელა მეორე ადგილზე გადადის, იწყება დიდი ბრძოლების ხანა, იწყება იგი 1096 წლით- როდესაც ათასობით ბრბო მიემართება იერუსალიმისაკენ, მათი უმრავლესობა არის ღატაკი, არიან ბავშვები და ქალები, წინამძღვრად ყავთ ვინმე ფანატიკოსი პეტრე დაყუდებული ბერი, ამ ბრბოს თან ახლდა კავალიერების ნაწილი, რომლებსაც აღმოსავლეთში უფრო მისი სიმდიდრეები აინტერესებდა ვიდრე წმიდა მიწა... ეს ბრბო რომელსაც წინარეჯვაროსნული ლაშქრობა შეიძლება ვუწოდოთ, წამოვიდა გერმანიიდან და საფრანგეთიდან, გზადაგზა ახორციელებდნენ ებრაელების დევნას, და ბოლოს თვითონვე განადგურდნენ უნგრელ-ბულგარელ-თურქთაგან შემდგარი ჯარისაგან... ასე მივედით ოფიციალურ I ჯვაროსნულ ლაშქრობამდის: 1096 წლის სახალხო ჯვაროსნულ ლაშქრობას მაშინვე მოყვა ნამდვილი ჯვაროსნული ლაშქრობა, როდესაც ფრონტზე გამოჩნდა უკვე ფეოდალური არისტოკრატია, ფრანგები - გოლფრედო ბულიონის, რობერტ ნორმანდიელის, რაიმონდო ტულუზელის მეთაურობით, გაივლიან რა საპაპო მიწებს, ბიზანტიაში ზემოთ უკვე ნახსენებ ალექსანდრე კომნენონთან გააფორმებენ ხელშეკრულებას რომ დაუბრუნებდნენ ბიზანტიას დაკარგულ მიწებს, და ეს ხდება 1096 წელს 50 წელია რაც ოფიციალურად არა აქვს კავშირი აღმოსავლეთ და დასავლეთ ეკლესიებს, მაგრამ პოლიტიკას და საერთო მოგების სურვილს ეგ ნაკლებად ადარდებს, მალე ბიზანტიურ-დასავლური ლაშქარი ათავისუფლებს 1097 წელს ნიკეას! პირველივე გამარჯვებისათანავე ბიზანტიელებთან ჯვაროსნებს უთანხმოება მოსდით და იყოფიან ცალკე... თუმცა: 1098 წელს ტრიუმფალური სვლა გრძელდება და განთავისუფლებულებია ანტიოქია და ედესა, სადაც ჯვაროსნები მცირე სამთავროებს აყალიბებენ, და ბოლოს გოლფრედ ბელიონელი ანუ გოდრუა ბეიონელი 1099 წელს I ჯვაროსნულ ლაშქრობას უდიდესი ტრიუმფით ამთავრებს აღებულია იერუსალიმიც! ასე დაიბადა იერუსალიმის სამეფო, ხოლო მის მმართველს მიენიჭა "წმიდა საფლავის მცველის" ტიტული ქართული ვიკიპედია სიტყვაძუნწია იერუსალიმის სამეფო ვიკიპედიიდან გადასვლა: ნავიგაცია, ძიება იერუსალიმის სამეფო, დასავლეთევროპული ყაიდის უმსხვილესი სამხედრო-ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც დაარსდა ჯვაროსანთა პირველი ლაშქრობის დროს, ჯვაროსნების მიერ 1099 იერუსალიმის აღების შემდეგ. იერუსალიმის სამეფოსთან ვასალურ დამოკიდებულებაში იყო 3 ფეოდალური სამთავრო - ანტიოქიის სამთავრო, ედესისა და ტრიპოლის საგრაფოები. იერუსალიმის სამეფოს პირველი მეფე იყო გოდრუა ბეიონელი. რუსული უფრო ბევრს წერს: http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%98%D0%B5%...%82%D0%B2%D0%BE თუმცა ჩვენ არ შევეხებით ახლა ისტორიის დეტალებს, დავუბრუნდეთ ეკლესიების მოღვაწეობას, ამ პერიოდსვე უკავშირდება ერთერთი სიახლე ან თუ გნებავთ სიუცხოვე დასავლეთის ეკლესიაში: 1113 წელს პაპმა ცნო წმიდა იოანეს კავალიერების ორდენი, იგივე ოსპიტალიერები, როგორც კათოლიკური ორდენი და ეს ერთერთი პირველი მებრძოლი ორდენია, თუ არა საერთოდ ორდენი, რომელსაც მოყვება ასობით ახალი ორდენები დროთა განმავლობაში... ეს იყო იერუსალიმის სამეფო, რომელსაც ქრისტიანები უნდა გაეერთიანებინა, მაგრამ მაინც გაყო.. ეს კი იერუსალიმის სამეფოს სიმბოლო იყო, რომელმაც შემდეგ ქართულ ჰერაკლდიკაში პოვა ბინა -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 10:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი