მართლმსაჯულება და ქრისტიანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმსაჯულება და ქრისტიანობა |
XAFRAN |
Mar 30 2008, 04:14 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 |
ერთი პრობლემა მაწუხებს და მემგონი არა მარტო მე უნდა მაწუხებდეს...
როგგორ არსებობს ერთორგანიზმათ სახელმწიფო და ქრისტიანობა, როცა სახელმწიფო სჯის დამნაშავეებს, ქრისტიანი კი მიმტევებელია და დასჯაში გამოსავალს ვერ ხედავს. ამ ორ ორგანიზმს სრულებით სხვადასხვა შეხედულება, სტრატეგია გააჩნიათ წესრიგის მოწყობისა, ასე რომ შეულებელია ეს ორი ერთორგანიზმად განვიხილოთ. მე მმგონია რომ მორწმუნეებმა ხმა უნდა აიმაღლონ და მოითხოვონ მართლმსაჯულების პრინციპთა გადახედვა. ეს სახელმწიფო ჩვენია და კანონის ძალით თუ ვინმე იტანჯება სახელმწიფოში, ეს მარტო სახელმწიფოს ბრალი კი არა ჩვენი ბრალია, რადგან კანონმდებლობა ხალხის სამართალშემოქმედებაა და არა სახელმწიფოსი. როგორ გესახებათ ქრისტიანულ სახელმწიფოში მართლმსაჯულების ადგილი და ფორმა? ან როგორი სახით უნდა იყოს მართლმსაჯულება განხორციელებული ქრისტიანულ სახელმწიფოში? თუმცა რა , ჯერჯერობით მე არცერთი მორწმუნისაგან არ გამიგია რომ დამნაშავე ციხეში (ტანჯვაში) არ უნდა წავიდეს. ( ყველანი მსაჯულნი ვართ თვალთმაქცურად) -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
makiki |
Mar 30 2008, 09:02 PM
პოსტი
#2
|
makiki ჯგუფი: Members პოსტები: 1,779 რეგისტრ.: 29-January 08 მდებარ.: Tbilisiii წევრი № 3,797 |
ადამიანის დასჯა თავისი დანაშაულებრივი ქმედებიდან გამომდინარე სულაც არ ნიშნავს ადამიანის განკითხვას და განსჯას.სახელმწიფო მართლმსაჯულების გარეშე წარმოუდგენელია,მაშინ სახელმწიფოც უნდა დაიშალოს.
უმჯობესი იქნება დასჯის პირობები შეიცვალოს და ძველს დაუბრუნდეს,როცა არსებობდა საეკლესიო სასჯელები და ადმინის სასჯელი გამოიხატებოდა უზიარებლობით და არა ციხეში ყურყუტით. ადამიანის დანაშაულებრივ ქმედებას რეაგირება რომ არ მოსდევდეს დანაშაულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება და სრული განუკითხაობა იქნება -------------------- წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.
ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 05:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი