![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
k@the |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
გავიხსენოთ ლადო ასათიანი, ჩემი უსაყვარლესი პოეტი...
![]() ლადო ასათიანი 1917-1943 ![]() ლადო ასათიანი დაიბადა 1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში. ლადოს მშობლები პედაგოგები იყვნენ, ცაგერის რაიონის კვიდრნი. ლადო ასათიანმა 1934 წელს დაასრულა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და სწავლა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გააგრძელა. სულ მოკლე ხანში კი ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გადავიდა. სტუდენტობის პერიოდში ჩაბმული იყო სამეცნიერო წრეებისა და ლიტერატურული ორგანიზაციების მუშაობაში, იყო ქუთაისში გამომავალი გაზეთის „სტალინელის“ თანამშრომელი, სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა პირველად მისი ლექსები. 1936 წელს ლადო ასათიანი რამდენიმე თვით მშობლიურ სოფელ ბარდნალაში დაბრუნდა. ამ პერიოდში თარგმნა პუშკინის, მამინ-სიბირიაკის ნაწარმოებები. ქუთაისში დაბრუნების შემდეგ ლადო კიდევ უფრო აქტიურად ჩაება ქალაქის ლიტერატურულ ცხოვრებაში. განსაკუთრებით იყო გატაცებული ფოლკლორისტული ძიებებით. 1937-38 წლების რეპრესიები ლადო ასათიანის ოჯახსაც შეეხო: დედამისი - ლიდა ცქიტიშვილი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დააპატიმრეს „ხალხის მტრის“ ბრალდებით. რეპრესირებული ოჯახის შვილს მალე გამოუჩნდნენ მოშურნეები, მოწინააღმდეგეები, რომელთაც ბრძოლა გამოუცხადეს ახალგაზრდა პოეტს. 1937 წლის 16 ივლისს გაზეთ „სტალინელში“ გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც რამოდენიმე სხვადასხვა მწერალთან ერთად, მკაცრად იყო გაკრიტიკებული ლადო ასათიანი. „კრიტიკოსები“ პოეტს „პოლიტიკური შეცდომების“ გამოსწორებისაკენ მოუწოდებდნენ, ურჩევდნენ, თავი დაენებებინა „მავნე ლაყბობისათვის“. ასეთი გამოხდომები მძიმე შთაბეჭდილებას ახდენდა ახალგაზრდა პოეტზე; მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით გამოწვეული გულისტკივილი კარგად ჩანს პოეტის ჩანაწერებში, პირად წერილებში, თანამედროვეთა მოგონებებში. დედის დაპატიმრების შემდეგ ლადო ასათიანი ინსტიტუტიდან გარიცხეს. ოფიციალური მიზეზი ასეთი იყო: „კონტრევოლუციური ლაყბობა“. ასეთი ბრალდება 1937-38 წლებში, რეპრესიების დროს, გაწირვის ტოლფასი იყო და, ბუნებრივია, ამ ფაქტმაც ძლიერ იმოქმედა პოეტზე. ამგვარი ბრალდებით „დაღდასმული“ ლადო ამაოდ დადიოდა დაწესებულებიდან დაწესებულებაში სამუშოს საძიებლად, მაგრამ მატერიალურ სიდუხჭირეში ჩავარდნილ „მტრის შვილს“ ხელს არავინ უმართავდა. 1938 წლიდან მდგომარეობა რამდენადმე შეიცვალა, რეპრესიების ტალღამ თითქოს გადაიარა. 1938 წლის 29 მარტს კი საქალაქო კომიტეტის დადგენილებით ლადო ასათიანი ინსტიტუტში აღადგინეს. 1938 წლის ზაფხულიდან ლადო ასათიანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, თანამშომლობდა ჟურნალ „ჩვენი თაობის“ რედაქციასთან. მისი ნაწარმოებები ქვეყნდებოდა „ახალგაზრდა კომუნისტში“, „მნათობში“, „ლიტერატურულ გაზეთში“, „პიონერში“ და სხვ. 1938-39 წლებში პოეტი მუშაობდა გაზეთ „ნორჩ ლენინელში“, აქვეყნებდა ლექსებს, ნარკვევებს, ლიტერატურულ წერილებს. სტატიები მიუძღვნა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვანო სარაჯიშვილის, შიო მღვიმელის, უოლტერ სკოტის, ჟორჟ სანდის და სხვათა შემოქმედებას. 1939 წელს ლადო ასათიანი არმიაში გაიწვიეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო თბილისში დააბრუნეს. იგი ტუბერკულიოზით იყო დაავადებული, არაერთი თვე გაატარა აბასთუმანში, მაგრამ ვერ განიკურნა. ლადო ასათიანი გარდაიცვალა 1943 წელს სრულიად ახალგაზრდა, 26 წლისა. იგი დიდუბის პანთეონშია დაკრძალული. გამოყენებული ლიტერატურა: „ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები“ ლიტერა, 2004 (როგორ არ მინდა, ძლიერო სენო...) ლადო ასათიანი როგორ არ მინდა, ძლიერო სენო, ლექსში ქართულად რომ მოგიხსენო! როგორ არ მინდა, ჩემს სიჭაბუკეს დააჩნდეს შენი შავი ჩრდილები! ეს რა უშრეტი ცეცხლით დამბუგე, პირს მარიდებენ ქალიშვილები! შენ შეგრჩა ვაჟას ფილტვების დაღრღნა, ჩემს წინააღმდეგ აღსდექი ახლა. შენ ბოროტების გარეშე ვერ ძლებ, შენ შეერკინე ანტიურ ბერძნებს, შენ ჰიპოკრატემ ჭლექი გიწოდა და მხოლოდ მაშინ შეშინდი ცოტა. შენ გადუქროლე რომის ქარვასლებს და შეაშფოთე რომაელები, მაგრამ ახალი დროის ქალ-ვაჟებს ამაოდ ცდილობ, რომ გაერევი! შენ შეგრჩეს ვაჟას ფილტვების დაღრღნა და ჩემს დაცემას ნუ ლამობ ახლა. ო, განვედ ჩემგან, ძლიერო სენო, ჩემს შემდეგ ნურვინ ნუ მოგიხსენოს. 1941 -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ძალუმად ქართული სიტყვის პატრონი იყო ლადო. ვეთაყვანები მის პოეზიას
![]() ჩემი საყვარელი ლექსი: გულბაათ ჭავჭავაძე ლადო ასათიანი უკვე ჩათავდა სოფლად რთველი და ყურძნის კრეფა, აზვავებული შემოდგომა ბეღლებს ჩაბარდა. სტუმრებისათვის ლავაშებით დახურეს სეფა და ჭავჭავაძე გულბაათი დასვეს თამადად. დასვეს თამადად გოლიათი მსმელი კახელთა, დასვეს და დაჯდა, დაიმშვენა, სუფრას გახედა: ჩანდნენ ორ მწკრივად ჟღალ ჩოხებში ძველი მსმელები, ღვინო სწყუროდათ, ღვინის ეშხით ვერ ისვენებდნენ. მან ჯერ ულვაში გადიგრიხა ყურებზე, უკან, მერე პირველმა წესისამებრ გატეხა ლუკმა, თასი ასწია, მიულოცა ლხინი თავადთა და აზარფეშამ ფრინველივით გაინავარდა. * სვეს უმოწყალოდ ღვინოები ცეცხლისმფრქვევლები, მერიქიფეებს აღარ შერჩათ ხელში ქვევრები. მოფარდაგულზე გაიშხვართნენ მსმელი კაცები, ლეკურებივით მოიქნიეს სველი ყანწები. და როცა სუფრას აღარ შერჩა ერთი კაციცა, როცა ლავაშით დახურული სეფაც დაიქცა, როცა დაიმსხვრა სასმურები და დაილია, — მაშინ გულბაათ ჭავჭავაძე გადაირია, გადაირია, როგორც ერთ დროს შედან ჭილაძე, და იერიში მიიტანა წვრილ ჭინჭილაზე: — კაცი ვშობილვარ, ეს ცხოვრება დამილევია და გაბმულ სმაში ჭინჭილით არ დამილევია. — ბატონიშვილო, ეს ჭინჭილა გადაგრჩათ მარტო, ღვინით შეუვსეთ და მოართვით ჭინჭილა ბატონს. შეტორტმანებულს ნახევარიც არ დაეცალა, წყენით წამოცდა: “ეს ოხერი რომ არ გათავდა!” სანთელს გახედა, მოეჩვენა ერთი ათადა, თვალთ დაუბნელდა, დაეკარგა მუხლებში ძალა, წაიბორძიკა, წაიფორხილ-წაიბანცალა და ნაცოხნარით გაბერილი, როგორც კამეჩი, აზრდაკარგული გაიშხვართა შუაღამეში. ჭერი შეინძრა, იატაკმა გაიჭრიჭინა, თაიგულივით ხელში შერჩა ჭრელი ჭინჭილა. * გაჩაღებოდა მაღვალაკი თვალი კახურში და სუფრის ბოლოს ხითხითებდა მთვრალი ბახუსი. თითქოს იტყოდა: "მასპინძელო, ეს რა კაცია, ქვევრებსა ნთქავდა და ჭინჭილამ ვით წააქცია!" 1942 ჭავჭავაძე გულბაათი - ღვინის სმით განთქმული ძველი კახელი თავადი. ჭილაძე შედანი - სახელგანთქმული ღვინისმსმელი ძველი სამეგრელოს მთავრის - დადიანის კარზე, მოხსენიებულია იტალიელი მოგზაურის არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს აღწერაში“ (1654). -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
ძალუმად ქართული სიტყვის პატრონი იყო ლადო. ვეთაყვანები მის პოეზიას ![]() ჩემი საყვარელი ლექსი: გულბაათ ჭავჭავაძე ლადო ასათიანი უკვე ჩათავდა სოფლად რთველი და ყურძნის კრეფა, აზვავებული შემოდგომა ბეღლებს ჩაბარდა. სტუმრებისათვის ლავაშებით დახურეს სეფა და ჭავჭავაძე გულბაათი დასვეს თამადად... ეგ ჩემი საყვარელი ლექსიცაა, მარი ![]() კიდევ ლადოს ეს ლექსები მიყვარს განსაკუთრებულად: ვიდრე სიკვდილი გამახვევდეს ბნელს მოსასხამში, ვიდრე სიკვდილის ჭვალი გულზე დამესობოდეს, უკანასკნელად დამაწვინეთ ჩემს ოდა სახლში, უკანასკნელად, ვიდრე თვალნი დამევსებოდნენ. უკანასკნელად პაპიჩემის გაჯორკილ ტახტზე, დამიგეთ მაგრად, დამახურეთ შავი ნაბადი, უკანასკნელად უდრტვინველად მამყოფეთ ასე, ვიდრე სიკვდილი შფოთიან სულს გამინაბავდეს. ![]() ფიროსმანის მეგობრებთან ეს რა ეშმაკმა ააბორგა ამაღამ ქარი, ამიწიოკა, დამირბია მან შთაგონება! თბილისის ქუჩებს დავედევნე, ვიხმე ამქარი დავიწყებული ფიროსმანის მოსაგონებლად. აქ, ამ ქუჩებში, დადიოდა, როგორც სიზმარი (საქართველოს ცას აქ ეტრფოდა მისი ოცნება), ჩამოხეული, ტანმაღალი, მარად ხიზანი, მარტოდენ გული და ბაჯაღლო პატიოსნება. მივალ, მხვდებიან საზანდრები, ქუჩის მგოსნები, ბნელთან მებრძოლი უსინათლო მეთარეები, “ტვინდასეტყვილი” ნიკალაის ძველი დოსტები, და ცოცხლდებიან ფიროსმანის მწარე დღეები. ვეტყვი: „როგორმე მოიგონეთ, ძია-კაცებო, ლოთი მხატვარი, მარტოსული და მეგობარი, მითხარით რამე ფიროსმანის ბედის გარშემო და მერე შევსვათ მისი ხსოვნის შესანდობარი!“ — ”თვითრჯული“ იყო, აუმღვრია სისხლი თბილისმა, სულ მარტო იყო, მარტო სვამდა, მარტო გათავდა, ფუნჯის მოსმის დროს ჰქონდა რაღაც ჯადო-თილისმა, არაყს დალევდა და ქვეყანას დაგიხატავდა! — შემოგხედავდა დარცხვენილი, ვერ გაიგებდი, რა ჭკვისა იყო, რა ჰაზრების და რა გუნების, უყვარდა მტკვარი, მტკვარზე — ტივი, ტივზე — ტიკები, გოჭი, მწვანილი და ფრთიანი ორაგულები! — როცა ზაფხული დადგებოდა თბილის-ქალაქში, ჯავრობდა: ხედავ, ყველაფერი როგორ ხმებაო, გაეხვეოდა ირემივით მწვანე ბალახში: სოფელში ვეღარ მივდივარ და მეამებაო… — არც კოხტა იყო საცოდავი და არც ართვალი ამაყი იყო, ჩვენ მორჩილად ვიდექით მასთან, ეჰ… ახლა გახდა ნიკალაი დიდი მხატვარი, უფასოდ გაქრა, უფასოდ და ახლა დაფასდა! — ნეტავი ამ დროს მოსწრებოდა მის ნაცნობებთან! (ვაი, რა უღვთოდ დაიღუპა საწყალმა თავი!) თბილის-ქალაქის ყველა მხატვარს ის აჯობებდა, არ დარჩებოდა არაფერი დაუხატავი! ჰყვებიან ასე ფიროსმანის დროის ქადაგნი, ყველა მათგანში დაუვიწყარ ნიკალას ვხედავ… დგას ფიროსმანის მოხატული თბილის-ქალაქი — ეს პოეზიის უწმინდესი ადგილის დედა! მე ვუსმენ ყველას, წარმოვიდგენ ცხოვრებას მისას, ცოცხლდება ჩემ წინ მკრთალი სახე ფერების მგოსნის, მთვარეულივით დავემხობი თბილისის მიწას და დიდი ნიკო ფიროსმანის ნატერფალს ვკოცნი! -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 11:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი