![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#1
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
ალბათ, გაგიკვირდებათ ეს სათაური? ამ დღეებში მასწავლებელთა შეკრებაზე განვიხილავდით "ნატვრის ხის" ამ პერსონაჟს. მწერლის აზრით, ის პოეტური ბუნების ადამიანია. მაინტერესებს, თქვენ რა შეხედულების ხართ მასზე. ან როგორ აუხსნიდით ამ პერსონაჟის ბუნებას მოსწავლეებს, რომ კარგია ასეთი არარეალური მეოცნებეობა? განა არ არის საჭირო, რომ მართლმადიდებლურ სწავლებაზე დაყრდნობით ბავშვები იმ დასკვნამდე მიიყვანო, რომ რეალობისაგან მოწყვეტა დაღუპავს მათ. ამას იმიტომ გწერთ, რომ უმრავლესობამ მისი მეოცნებეობა გაამართლა. გთხოვთ, ჩაუკვირდეთ ტექსტს: ოცნებით იფარავდა თავს მხეცივით შემოტეული სინამდვილისგან. ელიოზს ღვთისაგან მოეცა სიღარიბის ჯვარი. ის კი მას გაურბის. უფალი ისეთ ჯვარს არ გვიბოძებს, რისი ტვირთვა არ შეგვიძლია. მთავარია, რომ სულ მას უნდა შევსთხოვოთ , რათა მოგვცეს ძალა ჩვენი ჯვრის მტვირთველობისა. ელიოზის ტრაგედია კი ის არის, რომ ის ღმერთს არ ესავს და აქედან გამომდინარე არც სრულკოფის, ჭეშმარიტების მაძიებელია... ერთმა თქვა: მე ოცნებას ვერავინ დამიშლისო?
![]() |
![]() ![]() |
kato_Bato |
![]() ![]()
პოსტი
#2
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
მნათე, ელიოზის ძიების საგნები სრულყოფილებასთან არავითარ კავშირში არ არის. ის მიწაზე ეძებს შვებას და თავის ახლობლებს:ცოლ-შვილს ტანჯავს უაზრო მეოცნებეობით. ერთი სიტყვით, მართლაც, სულიერი ლაჩარია. წმ.სერაფიმ საროველი წერს: მოიპოვე სული მშვიდობისა და შენს ირგვლივ ათასები გადარჩებიან. ელიოზი მარადისობაზრ ბაიბურში არ არის...მწერალი ფშვინვიერი თვალით უყურებს მის ოცნებებს..აქ სულიერება ჩამკვდარია. ელიოზი ვერც ტავის შვილებს უკვალავს გზას, რამეთუ ბრა თუ ბრმას მიყვება, საით წაიყვანს ხომ იცი? ჰოდა , მისი შთამომავალი დაკიდებს ნატვრის ხეზე ჭინჭს, ღმერთს ხომ არ ესავს, მაგრამ უბედურება ის არის, ჩვენს მოსწავლეებს უკუღმართად რომ აუხსნიან და მისაბაძ ადამიანად დაუსახავენ ელიოზს მასწავლებლები... კარგით რა ![]() გული ჩამწყდა.. მარიტა და გედიაც მეოცნებეები იყვნენ?? გადარჩა ვინმე იმათი სიკვდილით?? ან მაგათი სიცოცხლე ვინმეს ელამაზებოდა? ერთ ორ "გიჟს"... ასეთი "გიჟები" ქმნიან საუკუნეებს... აბა მე და ტრიფონია ისე წავალთ ჩვენი სახელი არავის ეხსომება... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 08:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი