![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#1
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
ალბათ, გაგიკვირდებათ ეს სათაური? ამ დღეებში მასწავლებელთა შეკრებაზე განვიხილავდით "ნატვრის ხის" ამ პერსონაჟს. მწერლის აზრით, ის პოეტური ბუნების ადამიანია. მაინტერესებს, თქვენ რა შეხედულების ხართ მასზე. ან როგორ აუხსნიდით ამ პერსონაჟის ბუნებას მოსწავლეებს, რომ კარგია ასეთი არარეალური მეოცნებეობა? განა არ არის საჭირო, რომ მართლმადიდებლურ სწავლებაზე დაყრდნობით ბავშვები იმ დასკვნამდე მიიყვანო, რომ რეალობისაგან მოწყვეტა დაღუპავს მათ. ამას იმიტომ გწერთ, რომ უმრავლესობამ მისი მეოცნებეობა გაამართლა. გთხოვთ, ჩაუკვირდეთ ტექსტს: ოცნებით იფარავდა თავს მხეცივით შემოტეული სინამდვილისგან. ელიოზს ღვთისაგან მოეცა სიღარიბის ჯვარი. ის კი მას გაურბის. უფალი ისეთ ჯვარს არ გვიბოძებს, რისი ტვირთვა არ შეგვიძლია. მთავარია, რომ სულ მას უნდა შევსთხოვოთ , რათა მოგვცეს ძალა ჩვენი ჯვრის მტვირთველობისა. ელიოზის ტრაგედია კი ის არის, რომ ის ღმერთს არ ესავს და აქედან გამომდინარე არც სრულკოფის, ჭეშმარიტების მაძიებელია... ერთმა თქვა: მე ოცნებას ვერავინ დამიშლისო?
![]() |
![]() ![]() |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
არ გეჩხუბები კაცო
![]() ![]() ლეონიძე შემეცოდა ![]() მიწაზე რომ არ ეძებდა ეგაა სწორედ საქმე ![]() ხე, რომელსაც შარავანდედი აქვს არ შეიძლება მიწაზე ეძებდე.. არ შეიძლება შობის ღამეს წარწყდე თუ გლახაკი ხარ ელიოზივით, თუკი უკვდავებაც არაფერია შენთვის თუ ტანჯვა არასოდეს დასრულდება (ჯოჯოხეთშიც კია უკვდავება, მაგრამ როგორი...) მეოცნებე და ამა და ამ ქრისტიანული წესით დარღვევის გამო ცოდვილი იყოო კი არ უთქვამს ლეონიძეს: სულით პოეტი იყოო, სულიერი სისუფთავე და სილამაზეა ხედავდე იმას, რისი დანახვაც სხვებს არ ძალუძთ... დაუკვირდით ხალხო ვის უპირისპირებს ლეონიძე ელიოზს _დიაკვანს ელიოზი მეოცნებე დაცოდვილი_მიწის და ოჯოჯოხეთისკენ გავისტუმროთ და დიაკვანი, რომელიც "ღვინის კაცი უფრო იყო ვიდრე სულისაო"_ უკეთესია? "კაცი ხედავს პირსა კაცისასა, ხოლო უფალი გულსა კაცისასა..." პირდაპირ არ შეიძლება გაიგო წაკითხული,... არ არსებობს ნაწარმოები ეპოქის გარეშე, არ დარჩება, არ გადარჩება ასეთი არაფერი, გაიხსენეთ როგორ წერდა, როდის წერდა როგორი იყო ლეონიძის დროინდელი საქართველო... ვინები ითვლებოდნენ გიჟებად, ვინები იკლავდნენ თავს ჭეშმარიტების ძიებაში ხალხო... (ჩვენც იმ დიაკონივით ნუ შევხედავთ ელიოზისთანა "მეოცნებეებს".. ვიღაცამ შეიძლება ის ადამიანიც მეოცნებედ ჩათვალოს ვისაც ახლა საქართველოს გადარჩენა ეიმედება..და იბრძვის ამისთვის...) ვინც მიწისგან(ამა სოფლისგან) ეძიებს წყალობას, ის ცის გახსნას არ ელოდება ხალხო... დაბოლოს, ერთი ფილოლოგის რჩევა: წაიკითხეთ მოთხრობის ფინალი...(სხვა თუ არაფერი) -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 08:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი