"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
marine |
Jan 23 2008, 01:07 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთის სათნო-მყოფელი ხალხი ღირსია, ჰყავდეს ღვთისგან კურთხეული მეფე. მეფის პატივისმცემელი ხალხი ამ გზით სათნოეყოფა თვითონ ღმერთს, რამეთუ მეფის მიერაა განწესებული."
/წმ. ფილარეტ მოსკოველი/ "ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფალი, ვინემ ხელისუფალი მართლმადიდებელი მეფისა." /ღირსი სერაფიმ საროველი/ "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა." /ღირსი მაქსიმე ბერძენი/ "ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა: მღვდლობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად." /ღირსი თეოდორე სტუდიელი/ "მეფის პატივისმცემელი ერი ღმერთს აამებს, რადგან მეფე ღვთივკურთხეულია." "დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეფოს მოპოვებაში დაეხმარება." ჟურნალი "კრიალოსანი" N12, 2007 წ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 24 2008, 11:37 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ქრისტიანი მეფის კურთხევის ცერემონიალი ასე წარიმართა:
მეფემ ოთხი საგანგებო დროშა დაამზადებინა, რომელიც ოთხი სადროშოს მეთაურებს გადაეცა. სადროშოების მხედრები და ხალხი თბილისიდან მცხეთაში გაემართა, სადაც სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში უნდა ცხებულიყო მეფე. მცხეთაში ეს დიდი ამალა ორი დღის მანძილზე იცდიდა და ემზადებოდა ზეიმისათვის, რომელშიც ყველას უშუალო მონაწილეობა უნდა მიეღო; მესამე დღეს სვეტიცხოველის სიახლოვეს მდგარ ანტიოქიის ტაძართან საგანგებოდ მოწყობილ ადგილზე დიდი დარბაზობის მაგვარი შეკრებულება-განწესება გაიმართა. აქედან სამღვდელოებამ სამეფო ინსიგნიები (გვირგვინი, სკიპტრა და სხვა) სვეტიცხოველში შეიტანა, ეკლესიაში დაიწყო მწუხრის ლოცვა, რომელსაც მეფეც დაესწრო. მეორე დღეს მეფე კვლავ ანტიოქიის ტაძრის ეზოში მოწყობილ საგანგებო სეფაში დაბრძანდა, აქედანვე მიიწვიეს ის ეკლესიაში წირვაზე დასასწრებად და საკურთხებლად. პატრიარქის წინაშე თეიმურაზმა მართლმადიდებლური მრწამსი წარმოთქვა. შემდეგ მეფე აკურთხეს: მირონი სცხეს შუბლზე, გულსა და ბეჭებზე (ჯვრის სახით), შემოსეს სამეფო შესამოსელით, დაადგეს გვირგვინი, აზიარეს და წირვის შემდეგ ეკლესიაშივე საგანგებო ტახტზე დააბრძანეს. ეს ყოფილა სვეტიცხოვლობას, ანუ 1744 წლის 1 ოქტომბერს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sable |
Apr 1 2008, 04:24 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
ქრისტიანი მეფის კურთხევის ცერემონიალი ასე წარიმართა: პატრიარქის წინაშე თეიმურაზმა მართლმადიდებლური მრწამსი წარმოთქვა. შემდეგ მეფე აკურთხეს: მირონი სცხეს შუბლზე, გულსა და ბეჭებზე (ჯვრის სახით), შემოსეს სამეფო შესამოსელით, დაადგეს გვირგვინი, აზიარეს და წირვის შემდეგ ეკლესიაშივე საგანგებო ტახტზე დააბრძანეს. ეს ყოფილა სვეტიცხოვლობას, ანუ 1744 წლის 1 ოქტომბერს. მე რამდენადაც მახსოვს ნადირ შაჰმა დაამტკიცა 1744 წელს ორივე მამა-შვილი, ხოლო სვეტიცხოველში მათი კურთხევა მოხდა 1745 წ. ოქტომბერს. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი