წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#61
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
tamuna m |
Apr 1 2008, 05:18 PM
პოსტი
#62
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
იმერელთა რწმენა (ჯულიეტა რუხაძე)[/b]
ხანში ირემო მოვიდა სოფელ ხანთან ახლოს, ტყელაში, არის ყველაზე ძლიერი ღვთაების წმ. გიორგის სხელობის სამლოცველო, რომლის დაარსების სესახებ არსებული თქმულება ირემს უკავშირდება... ხანაში მცხოვრებ ტაბეშაძეების გვარის სახლიშვილს გამოეცხადა წმ. გიორგი და უთხრა, რომ ბეთლემის გამოქვაბულიდან წამიყვანე და ტაბეშაძეების მხარეში დამასახლეო... ჯვარ-ხატები თემის ბეთლემში ყოფილა დამარხული., ისინი თურმე დროდადრო გამოდიან სამყაროში დასანაწილებლად... ...გაუკვირდა ვაჟს წმ. გიორგის თხოვნა და უთხრა მას, რატომ უნდა წაგიყვანოო? წმ. გიორგიმ უთხრა, შენ შეგწევს ძალა, რომ წამიყვანოო. ვაჟმა უამბო მამას წმ. გიორგის თხოვნა. მამამ ურჩია შვვილს, რომ წმ. გიორგი თავისი ჯვრითა და თეთრი ქვით-ბურთით მოესვენებინა. გზად ტაბეშაძემ ერთხელ კალოზე შეისვენა, მეორედ სერზე და მესამედ ტყელაშI, სადაც ახლა წმ. გიორგის სახელობის ეკლსიაა. სწორედ აქ შესრულდა რელიგიური აქტი და დამკვიდრდა სალოცავი. ყველგან, სადაც კი "ხატი გაჩერდა", ხალხმა სმ. გიორგის სახელზე ჯვარი აღმართა-ნიში ააგო... წმ. გიორგის მოსვენების დღიდან დრესასწაულიც დადგინდა, რომელსაც ხალხი "ველაობას" ეძახის და რომლის რიტუალი მაისში ან ივნისში ორშაბათ დღეს აღდგომიდან 50 დღის გავლის შემდეგ "ვარდობას" სრულდებოდა. დრესასწაულზე ირემი მოდიოდა, ეკლესიას სამჯერ გარს შემოუვლიდა, კარტან დაწვებოდა, "დაინაცოხრებდა" და ტაბეშაძეების სახლიშვილი დაკლავდა. ირმის რქები ეკლესიას ეწრიებოდა. ღამეს ტეხდნენ მლოცველნი, ლოცულობდნენ, დღისიტ ცხენთა სრბოლა-ჯირითი იმართებოდა და ყველა რიტუალი ზეიმით მთავრდებოდა. დღესასწაულის დეკანოზები ტაბეშაძეების გვარის ყოფილან. ... "ველობის" დაწესებიდან გასულა რამდენიმე წესი და ირემი "თავის ალოზე არ მოვიდა", დააგვიანდა, ხალხი კი შიმშილით შეწუხდა. ხატის მომტანნმა ტაბეშაძემ გალავანში დაგვიანებით მოსულ ირემს "დანაცოხრება" არ აცალა, წიხლი ჰკრა, წააქცია და დაკლა. ამაზე განრისხდა წმ. გიორგი და ტაბეშაძეების გვარი გაწყვიტა, გადარჩა სხვა სოფელშა დასიძებული ტაბეშაძე თავისი ვაჟით; ლეგენდის სხვა ვარიანტში ჩანს მოხუცი ქალი და ტაბეშაძის აკვანში მწოლიარე ვაჟი. ორივე ვარიანტში აღნიშნულია, რომ გადარჩენი ვაჟი ნატრიაშვილმა და მსხვილაძემ "ტყელაში" წამოიყვანეს და წმ. გიორგის მაცნეს პირით შეუთვალეს: "წმ. გიორგი კარუგდებელო, ნუ მოკლავ ამ ბავშვა და მისი გვარი ყოველს წელს ირმის მაგივრად სამწლიან კუროს შემოგწირავსო." მიუღია თხოვნა წმ. გიორგის და ამ ბავშვიდან ტაბეშაძეების გვარი მომრავლებულა. ამის შემდეგ შეწყვიტა ირმმე სალოცავში სიარული და "ველობაზე", დაპირების თანახმად, კუროს შეწირვა დაუწყიათ. ტაბეშაძეების ყველა ბაბუისშვილის-ბუნს ბოლო დრომდე მიჰყავდა კურო და მიჰქონდა ღვინო, რომელსაც სალოცავში მისთვის განკუთვნილ საზედაშე ქვევრში ასხამდნენ. შესაწირავი სხვა რამეს იყო-სანთელი და სანთლის გული, ბამბის ძაფი, ხის ორნამენტიანი საბეჭდავით დაჭრელებული ხმიადი, ქვაბები, ირმის რქები, რომლები წმინდა საკრალურ საგნებადაა მიჩნეული. "ტყელას" წმ. გიორგის ეკელსიის სასწაულმოქმედებას მიაწერენ. ამ სალოცავს დღესაც "სასტაულს" ეძახიან. აქ, გარდა "ბეგარადადებული" ხალხისა, სხვებიც ღამის თევას, ცხვარს, თხას ან მამალს, ას ან ნაკლეს (სურვილის მიხედვით) სანთელსა და ირმის რქების მიტანას შეუთქვამდნენ... ამ დღესასწაულის მიზანი დღეს აღარავის ახსოვს. ხალხი "ველაობას" იხდის, მაგრამ კონკრეტულად ვერ ამბობს, თუ რატომ ან რისთვის იხდის. არსებობს ასეთი აზრი, თითქოს ამ დღესასწაულის გამართვის მესაქონლე ხალხს მთაში მიუდიოდა საქონელი. დღეს დღესასაწული იმართება სავსებით მექანიკურად, როგორც ტრადიციის გადმონაშთი-"ასე იხდიდნენ ჩვენი ძვლები." მლოცველნი წმინდა გიორგის მიმართავენ თხოვნით: "გაგვამრავლე და ყოველი სულდგმული მოგვიმრავლე, საღად გვამყოფეო"... -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 05:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი