IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გიყვარდეს საკუთარი თავივით?, როგორ...
მნათე
პოსტი Oct 4 2007, 11:27 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მინდა შევეხო სახარების უზარმაზარი ფენომენის ერთ პარადოქსს (მრავალთაგან) წუთისოფლისთვის, რომელიც თავისი “შეუძლებლობით” ერთთა მხრიდან გაკიცხულია, მეორეთა მხრიდან კი მიღებული და გალიტერატურებული – როგორც ჩვევია ხოლმე მაღალი იდეების მოტრფიალე და პრაქტიკაში მხოლოდ ამ ტრფიალებით კმაყოფილ საზოგადოებას.

მართლაც და საგონებელში ჩაგვაგდებს იმ მცნების განხორციელებაზე ფიქრი, რომელიც გვეუბნება “შეიყვარე მოყვასი ვითარცა თავი შენი”..

როცა პირველად ხსენებული მცნება ამოვიკითხე, გაოცებული მივაჩერდი თავს და ვკითხე: შენ შეძლებ ვინმე გიყვარდეს საკუთარი თავივით? …

ზევითა კითხვას ერთი ძალიან ლოგიკური კითხვაც მოყვა – მერედა როგორ? ხომ არსებობენ ადამიანები რომლებიც ძალიან გვაღიზიანებენ, რომლებსაც უზრდელებად, უტაქტოებად და უკულტუროებად ვთვლით – და შეიძლება ისინი არიან კიდეც უზრდელები, უტაქტოები და უკულტუროები, განა შეიძლება ასეთი ადამიანის შეყვარება? მესმის რაფინირებული მეტყველებით გამორჩეული, კარგი ეთიკისა და ზრდილობის მქონე პიროვნების შეყვარება რაღაც დონეზე, მაგრამ საკუთარი თავივით? შესაშური სიტუაციაა არა? huh.gif blink.gif

პასუხის ძიებას გარკვეული თანმიმდევრობით შევუდექი, ამოცანის მონაცემები შემდეგნაირი გახლდათ:

უფალი ამბობს “ჩემ გარეშე არაფერი შეგიძლია“ პავლე მოციქული კი გვეუბნება, რომ “თუ სიყვარული არ გაქვს არარაობა ხარ” ცხადია პავლე საუბრობს იმ სიყვარულზე, რომელიც ამ ტექსტის სათაურია – ვისმეს საკუთარი თავივით სიყვარულზე…- და კვლავ გაოცებული სახე, - გამოდის რომ მე არარაობა ვარ, თან არაფერი შემიძლია უფლის გარეშე. ამავდროულად არ ვიცი როგორ შევიყვარო მოყვასი საკუთარი თავივით..

და უცებ კიდევ ერთ კითხვას მივადექი; როგორ მიყვარს ან რატომ მიყვარს საკუთარი თავი? ინტუიცია მკარნახობდა რომ ყველა აქამდე არსებული კითხვისთვის პასუხის მოსაძებნად უპირველესად ამ კითხვაზე იყო საჭირო პასუხი..

საკუთარი თავი ხომ სულაც არ მიყვარს იმისთვის, რომ რაიმეგვარი დადებითი თვისებება ან თვისებები გამაჩნია, რადგან ის მაშინაც მიყვარს როცა დადებითი თვისებებიბი უბრალოდ თვლემენ.. მეს სიყვარული ის თავისთავადობაა რომელიც არავის უკვირს, ის უბრალოდ გვიყვარს რადგან ასეა საჭირო, თავს ყოველთვის ვუფრთხილდებით რადგან ასეა საჭირო და საერთოდაც ნორმალური ადმაიანები ამაზე არ დაობენ, მხედველობაში არ მყავს მაზოხისტები..

მაშ, როგორ უნდა მიყვარდეს, ზემო აღნიშნული უკულტურო ადამიანი? ის ხომ უბრალოდ უკულტუროა ღმერთმანი... მაგრამ შინაგანი ხმა მკარნახობს, რომ გუშინ მეც უკულტუროდ მოვიქეცი და ეს სულაც არ გამხდარა საკუთარი თავის შეძულების მიზეზი, აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე – სწორედ თავისთავად, არსობრივ, უანგრაო სიყვარულზე, როცა გიყვარს იმიტომ რომ ასეა საჭირო, როცა ზრუნავ იმიტომ, რომ ასეა საჭირო, ხოლო ეს საჭიროება შობს ბედნიერებას, ბედნიერება კი ჩვენი სწრაფვის მუდმივაა..

აღმოვაჩინე რომ თუ ვინმე უანგაროდ არ გეყვარება, თუ სიყვარული არ იქნება არსობრივი, თუ სიყვარული არ იქნება საყოველთაო და თავისთავადი, ბედნიერება იქნება ილუოზური..

ქრისტე ხომ ის პიროვნებაა, რომელიც მცნებათა აღსრულებას კომპლექსურად მოითხოვს, რათა ამ რაციონით, ამ ქმედებათა ბიძგებით ჩვენში ბედნიერება შეძერწოს და მეტიც – ბედნიერება სწორედ რომ ჩვენით შეძერწოს..

ის აკრძალვათა მეუფე არ არის, ის ერთდროულად ბედნიერება და ბედნიერებისაკენ მიმავალი ბილიკია.. ბილიკს კი კოლიდორი იცავს, რომელიც თავის მხრივ უფსკრულისგან გვიფარავს, მხოლოდ სულელს შეუძლია დაარქვას უფსკრულში გადაჩეხვას თავისუფლება…

მაშ შევიყვაროთ ერთმანეთი უანგაროდ, თავისთავადობით და ამ ერთობაში მოვიძულოთ ცოდვა..


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
m16
პოსტი Apr 1 2008, 07:49 PM
პოსტი #2


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ციტატა
მინდა შევეხო.

შეეხე? preveds.gif


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მნათე   გიყვარდეს საკუთარი თავივით?   Oct 4 2007, 11:27 PM
ლილიანა   არაერთხელ დავფიქრá...   Oct 4 2007, 11:40 PM
მნათე   მაგრამ ის მაინც გვ...   Oct 4 2007, 11:42 PM
k@the   რომ არ იფიქროთ ამდ...   Oct 4 2007, 11:44 PM
ლილიანა   არსებობს ... მაგრამ ...   Oct 4 2007, 11:45 PM
მნათე   რთულია და შეუძლებá...   Oct 4 2007, 11:48 PM
ლილიანა   სიყვარულის მოპოვეá...   Oct 4 2007, 11:51 PM
მნათე   ცხადია, მაგრამ უსი...   Oct 4 2007, 11:54 PM
ლილიანა   ეგ ნეტარება პრაქტáƒ...   Oct 4 2007, 11:58 PM
leluka   ძნელია.....   Oct 4 2007, 11:58 PM
მნათე   ღვთაებრივი სიტყვáƒ...   Oct 5 2007, 12:00 AM
mogzaura   ეს სიყვარულიც ალბáƒ...   Oct 5 2007, 12:09 AM
solomony   რა არის მოყვასის ნáƒ...   Oct 5 2007, 01:44 AM
ხათუნა   მნათე რაფინირებულ...   Oct 5 2007, 01:52 AM
staywhite   მე ვფიქრობ , მაინც ა...   Oct 5 2007, 01:57 AM
მნათე   მეც ეგ ვთქვი - კარგá...   Oct 5 2007, 01:29 PM
leluka   „შეიყვარეთ სიყვარá...   Oct 5 2007, 02:18 PM
xornabujeli   „შეიყვარეთ სიყვარ...   Oct 5 2007, 02:55 PM
მნათე   ერთხელ წავიდეთ მიá...   Oct 5 2007, 02:31 PM
xornabujeli   ჩვენი პატრიარქი ბრ...   Oct 5 2007, 02:45 PM
მართა   ეჰ ხანდახან გამომდ...   Oct 5 2007, 02:50 PM
ალექსანდრე   მნათე საოცრად ვმშá...   Oct 5 2007, 02:53 PM
მართა   ალექსანდრე ხო აბა áƒ...   Oct 5 2007, 02:55 PM
გლახა   ჩვენ ბევრ ცუდს ვაკáƒ...   Oct 5 2007, 04:29 PM
marine   "საკუთარი თავის ს...   Mar 26 2008, 11:56 AM
nino_ni   :კი: გეთანხმები   Mar 26 2008, 08:29 PM
.nino   ლევან, იცი მეც მგონá...   Mar 27 2008, 12:15 AM
.nino   იცი როგორ უნდა გიყáƒ...   Mar 31 2008, 12:06 AM
Inga-G   იცი როგორ უნდა გიყá...   Jul 2 2008, 07:27 AM
Genesis   მე არ მიყვარს საკუáƒ...   Mar 31 2008, 12:22 AM
lamara   staywhite გეთანხმებით, ნá...   Mar 31 2008, 01:19 PM
m16   შეეხე? :preveds:   Apr 1 2008, 07:49 PM
zedela   არა ლამარააა...რატáƒ...   Jul 2 2008, 07:02 AM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th October 2026 - 09:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი