ქართული ეკლესიები და სამრევლოები, საზღვარგარეთის მართლმადიდებელი საქართველო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ეკლესიები და სამრევლოები, საზღვარგარეთის მართლმადიდებელი საქართველო |
KAIROS |
Jun 16 2007, 01:30 PM
პოსტი
#241
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
რაც დრო გადის უფრო გენატრება, უფრო გაკლია და უფრო გტკივა შენი პატარა, შორი და გატანჯული სამშობლო...
ერთადერთი ვინც შეძლებს ემიგრანტების ნამდვილ და სულიერ გაერთიანებას უნდა იყოს და იქნება ეკლესია, ამიტომ ვისაუბროთ ამაზე, რა ხდება ქართულ ეკლესიებში დასავლეთ ევროპის ეპარქიის ფარგლების შიგნით, საინტერესოა რამდენი ემიგრანტია ფორუმზე? მაშ ასე, დავდოთ ინფორმაციები ქართულ მრევლზე სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შესახებ რაც ვიცით, მისამართები, ვებ.საიტები, გაზეთები, მოკლედ რასაც იპოვით ემიგრაციაზე: ჩემს მცირე გამოცდილებიდან გეტყვით,რომ დასავლეთ ევროპის ეპარქიაში (რუსეთის სიტუაცია იცით და აქ არ დავწერ, აქ მხოლოდ დასავლეთ ევროპაზე ვისაუბრებ) ყინული დაძრულია: სკანდინავიაში- ცოტა ქართველია, მაგრამ საკმაოდ გაერთიანებულებია და მალე ალბათ სათვისტომოს დაარსებენ, ძალიან კარგი სიტუაციაა კოპენჰაგენში და სტოკჰოლმშიც, ოსლოს არ ვიცნობ.... ინგლისში- აქ საკმაოდ ბევრი ქართველია და აქვთ სამრევლოც "ლონდონის წმიდა გიორგის სახელობის ქართული სამრევლო " და ყავთ მოძღვარიც. ესეც ცნობილ ჟურნალ "თანამემამულეს" ვებ-გვერდია, თავისი გერბიც აქვთ და ჩემი აზრით პირველია ემიგრანტულ გამოცემებში გავრცელების მხრივ მაინც http://www.tanamemamule.eu/ გერმანია- ყველას კარგად მოეხსენება მიუნჰენის შესანიშნავი სამრევლო ( ვებ საიტსაც დავდებ მალე), ძალიან კარგი სიტუაციაა იქ და უამრავი მეგობარი მყავს იქ ბერლინში ქართველები რუსულ ტაძარში დადიან... საფრანგეთი-როგორც ვიცი ამათაც ყავთ ქართველი მოძღვარი, პარიზში თავად შევხვდი მრევლის ნაწილს, ახლა ლიონიც აქტიურობს და დიდი იმედია რომ იქაც მოხერხდება რამე. ბელგია- აქაც ყავთ ქართველი მოძღვარი ( სამწუხაროდ პირადად არ ვყოფილვარ) იტალია- ჩრდილო იტალიის ქართველობა ძირითადში მილანში იკრიბება, ცენტრალური იტალიის ქართველობა კი ან პერუჯის, ან ფლორენციის ან თავად მარადიული ქალაქის რუსულ ეკლესიებშია, რომში ხანდახან პარაკლისებიც კი ტარდება ქართველი მოძღვრის მიერ, ბარშიც არის ქართველი მოძღვარი, სადაც უამრავი ქართველი იკრიბება. ესპანეთი-ქართველი მოძღვარი ბარსელონაშია, მადრიდშიც ჩადის, იქაურ სიტუაციას კარგად არ ვიცნობ. ავსტრია- აქაც ყავთ ქართველო მოძღვარი, ვგონებ დეკანოზი ლაზარეა, მიუნჰენიდან გადასული. ჩეხეთი- აქაც არიან ქართველები და არის სათვისტომოც, თუმცა როგორც თავადაც ვნახე, ჯერ სამრევლოს დაარსება და მოძღვრის მიწვევა ადრეა, იმედია მალე ესეც მოხერხდება საბერძნეთი- ათენში არის ქართველი მოძღვარი, ქართველები აქაც რუსულ ეკლესიაში იკრიებებიან, ასევე ხდება თესალონიკშიც. ირლანდია- ეს ერთერთი ჩემთვის ყველაზე მშობლიური მრევლია, ძალიან საყვარელი ხალხი და არაჩვეულბრივი სიტუაცია, ყავთ 15 წევრიანი ქართული გუნდი, დღეს ქართული ტაძარიც ფუნციონირებს და მოძღვარიც ყავთ, ეს დუბლინში, თუმცა გავიგო რომ მოძღვარი ჩადის ქორქშიც და გოლვეიშიც. აშშ - ამ. შეერთებულ შტატები დიდია, და დღეს მხოლოდ ნიუ-იორკზე და ვაშინგტონზე ვისაუბროთ, როგორც ერთერთ ყველაზე კარგ ჩამოყალიბებულ ქართულ მრევლზე, ეს კი ვაშინგტონის წმიდა ნიკოლოზის მართლმადიდებლური საკათედრო ტაძრის ვებ.საიტია http://www.mrevli.org/ მივხედოთ ამ საქმეს! იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Apr 2 2008, 03:15 AM
პოსტი
#242
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა საფრანგეთის ქართული სამრევლოს საიტის მისამართი www.saqme.fr ) ფრთხილად! ვინ არიან ესენი? "საზღვარგარეთის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია"? მსგავს "გაერთიანებას" საქართველოს საპატრიარქო არ იცნობს, არსებობს დასავლეთ ევროპის ეპარქია, უცნაურია და ხსენებულ საიტზე ხსენებაც კი არაა საქართველოს პატრიარქისა ან დასავლეთ ევროპის ეპარქიისა, საერთოდ "რედ." ( რედაქტორი) არც ასახელებს ვინა არიან, ეს "ემიგრანტულ ქართული ეკლესია" , თუმცა მისი სქიზმატური სული შემდეგი ციტატებიდან სჩანს: პირველ ორ ციტატაში ისინი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უტევენ "ბოლო ასწლეულში, რომელსაც ატომისა და კოსმოსის საუკუნესთან ერთად ცოდვის საუკუნეც შეიძლება ეწოდოს, უღმერთო ხელისუფლებათა მმართველობის შედეგად საზოგადოება და შესაბამისად, სამღვდელო დასი (,,რაც ერი _ ის, ბერი“) სულიერადაც და ხორციელადაც თვალსაჩინოდ შეიმწიკვლა, საერთოდ, მსოფლიო ეკლესიას და მის განუყოფელ ნაწილს _ ქართულსაც სჭირდება ორგზისი ,,რუის-ურბნისი“ და ნახეთ ესეც: "დღეს ხშირად გავიგონებთ: რა გვეშველება; რა (ან ვინ) გადაგვარჩენს? ერისა და მთლიანად კაცობრიობის გადარჩენის გასაღები ყოველთვის იყო და არის ეკლესიის ხელში. ამიტომ ეუბნებოდა მაცხოვარი იესუ ქრისტე უკეთურ მღვდელმთავრებს, _ სასუფევლის კარებს უკეტავთ ხალხს, არც თქვენ შედიხართ და სხვებსაც არ უშვებთო შიგ. ბევრმა იცის ის, რომ ,,რაც ერი, ის ბერი, მაგრამ ძალზე ცოტა თუ ლაპარაკობს იმაზე, რომ როგორიც ეკლესიაა, ერიც ისეთი ხდება, რადგან სამღვდელოების ცოდვები ყველაზე მეტად აწვება ერს სულიერ ტვირთად და შესაბამისად, ამისათვის სასჯელიც მკაცრია ღვთისაგან." და ამის შემდეგ არაა გასაკვირი, რომ სქიზმატური "ქადაგება" უკვე აშკარად გამოჩნდა "უკანონოდ გაპირველიერარქებული სერგი " ასე მოხსენიებული რუსეთის პატრიარქი, ხოლო მოგვიანებით XX ს.ის საქართველოს ეკლესიაც შეამკეს "სერგიანული“ სულისკვეთებით გაჟღენთილად" , მოკლედ რომ არ გავაგრძელო ესაა ზიზღით და ცილისწამებით გაჟღენთილი სტატია ( რომელიც ხსენებული ვაისამრევლოს თავფურცელზეა განთავსებული) და სიმონიიდან დაწყებული მწვალებლობით დამთავრებული ყველაფერში ადანაშაულებს საქართველოს ეკლესიას XX ს.ის 30.იანი წლებიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე! ასე რომ ფრთხილად ფრანგო ქართველებო, სქიზმაა! საინტერესოა , იმ ფონზე როცა დღეს თავად სქიზმაში მყოფი რუსები გონს მოეგნენ და დღეს აღადგინეს ურთიერთობა რუსეთის საპატრიარქოსთან, ეს ჩვენი ვაისამრევლო (ალბათ უმცირესი, იმედია) ახლა რასღა აკეთებენ? ვიმეორებ ისევ, საფრანგეთში ჩვენს მრევლს აქვს ერთადერთი ეკლესია პარიზში, წმ. ნინოს ქართული ეკლესია კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ, ახლახანს საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმსახური ანტონი ჩავიდა საფრანგეთში და არის იმედი რომ მალე გაიხსნება კიდეც ქართული ეკლესია, რომელიც იმედია ამ დაბნეულ ძმებსაც შემოირიგებს... მანამ კი ფრთხილად, სქიზმაა! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი