კვეთებულის ლოცვები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კვეთებულის ლოცვები |
tamtacxoidze |
Apr 1 2008, 09:39 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 1-April 08 წევრი № 4,394 |
ვინმე თუ ხართ კვეთებულის ლოცვებზე ნამყოფი?
|
ალექსანდრე |
Apr 2 2008, 12:47 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ზუსტად იგივე კითხვით მივმართე ერთ მოძღვარს რომელმაც მითხრა, ეს ლოცვა იკითხება სულიერად შეპყრობილთათვის ანუ ეშმაკეულთათვის და თუ არ არის ამის საჭიროება არაა საჭირო მასზე დასწრება. ხო ეზიარებიო, აღსარებებს ხომ ამბობო, წირვა ლოცვებს ხომ ესწრებიო აბა რაღად გინდაო. ეს ლოცვა იმათთვისაა ვისაც საკუთარი ნება წართმეული აქვთ და ვეღარ აკონტროლებენ საკუთარ თავსო.
ამ ლოცვაზე მოძღვარი უშუალოდ ბოროტს მიმართავს და ღვთის ძალით უბრძანებს ეშმაკეულისაგან გასვლას. იმავე მოძღვარმა ასეთი შედარება მოიტანა, ძაღლი რომ იწვეს თავისთვის და შენ რომ მიხვიდე და ქვების სროლა დაუწყოო ხომ ადგება და გიკბენსო ხოდა როცა შენთვის არაა ეს ლოცვა საჭირო არცაა აუცილებელი მასზე დასწრება. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th June 2024 - 05:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი