![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დავით ივერიელი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Illuminatus ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 ![]() |
საკმაოდ ხშირად მოხვედრია ჩემს ყურს მსგავსი კითხვა: "რაში სჭირდებოდა ღემერთს სისხლიანი მსხვერპლი? ჯვარცმა?"
პირდაპირი პასუხი მინდა.... არ დამიწყოთ ახლა ისაო ესაო... პირდაპირ მითხარით... ამ კითხვამ მეც დამაინტერესა.... საინტერესოა, უფალმა აბრაამს არ დაანება საკუთარი შვილის მოკვლა, მსხევერპლად შეწირვა ... მან კი "ისე შეიყვარა წუთისოფელი, რომ მოსცა თვისი მხოლოდშობილი ძე" ... სისხლიან მსხვერპლად??? ![]() -------------------- მერე რა რომ . . .
|
![]() ![]() |
Leom |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,420 ![]() |
უფალი, რომ მადლინი და მოწყალეა,ასევე სამართლიანიც არის, და მისი სამართლით ცოდვა სიკვდილით ისჯება (არა მარტო სხეულის არამედ სულის სიკვდილითაც). ამიტომ ყოველი ადამიანის სასჯელი (ადამ და ევადან მოყოლებული ჩვენამდე და ჩვენს შემდეგ ვინც მოვა) არის სიკვდილი.
ღმერთს თავისი სამართალი უნდა აღესრულებინა , სხვანაირად უსამართლობა იქნებოდა მის მიერ. ამიტომ მოვიდა ამ ქვეყნად კაცად, იცხოვრა როგორც ადამიანი, ყველა ცდუნება გაიარა ,რომელიც ადამიანს ხვდება ცხოვრებაში, მხოლოდ იმ განსხვავებით ,რომ არ შეუცოდავს. და ეს უცოდველი იესო ჩვენთვის გახდა ცოდვილი და მამამ დასაჯა ის ჩვენს მაგივრად. იესო ისეთი წამებითა და სიკვდილით მოკვდა,როგორითაც ჩვენ უნდა მომკვდარიყავით,ღმერთს რო ჩვენ დავესაჯეთ. აი ამაში გამოამჟღავნა ღმერთმა ჩვენდამი სიყვარული და ამიტომ იყო იესოს სიკდილი აუცილებელი. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ იესოს სიკვდილი არაფერი იქნებოდა ღმერთს რომ არ აღედგინა იგი. ამით იესომ როგორც ადამიანმა დაამარცხა სიკვდილი ღმერთის ძალით. და ჩვენც მის მორწმუნეებს მოგვცა ეს გამარჯვება. აბრაამს რომ არ შეაწირინა თავისი შვილი, ამით ის დაგვანახა ღმერთმა რომ ადამიანს შეიწყალებდა. სამაგიეროდ ღმერთმა აბრაამს მისცა კრავი,რომელიც მან ბუჩქებში იპოვა და ეს კრავი შეწირა მას. და ეს კრავი სიმბოლო იყო იესოსი რომელიც ღმერთმა თვითონ მოგვცა თავისივე მსხვერპლი ჩვენს გადასარჩენად. მნათე ძმაო რომ ამბობ ჯვარცმას ხოტბა არ შეასხათო,აბა დუვუწუნოთ ღმერთს რაც გააკეთა, არასწორი გააკეტა რამე?, ანდა შეგვეცოდოს ღმერთი? ვინ ვართ ჩვენ ან რა სჭირს ღმერთს ჩვენი შესაცოდი? თვიტონ იესომ თქვა,რომ მოენდომებინა შესთხოვდა მამას და ანგელოზებს გამოუგზავნიდა და გაანადგურებდა მის მტრებს. ყველაფერი ღმერთის ნება იყო ისეც მოხდა როგორც მას უნდოდა ასე რომ ჩვენ არაფერი დაგვრჩენია ,გარდა იმისა რომ გავიხაროთ იესოს სიკვდილითა და აღდგომით, ვადიდოთ და ვაქოთ უფალი, და მადლობა შევწიროთ იმ სიყვარულისთვის ჩვენდამი, რომლის მიზეზიც ვერ ამიხსნია და არა მგონია ვინმემ ახსნას. იმედი მაქვს რომ ღმერთი გაგვიმჟღავნებს ამ მიზეზს როცა დრო იქნება მიყვარხართ სუყველა უფალმა დაგლოცოთ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 04:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი