![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დეკ. ირაკლი |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 ![]() |
დაწერეთ რას ფიქრობთ!
|
![]() ![]() |
სარდიონ |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 ![]() |
დამლოცე მამაო.
აქ გამომსვლელთა აზრს ვეთანხმები და ვფიქრობ რომ არ უნდა იკადროს ქრისტიანმა ევქარისტიაზე დასწრება თუ ის არ ეზიარება. უფრო სწორად ის სადღაც შემოსასვლელში უნდა იდგეს , დასჯილთა შორის მაგრამ თუ არავის დაუდია სასჯელი, თვითდასჯას არ უნდა აწარმოებდეს. ხოლო მსგავსი მსჯელობა , რომ არაა მომზადებული, ანდა უღირსია, ძირშივე მცდარია. ვერასოდეს ვერავინ ვერც მოემზადება და ვერც ღირსი გახდება ზიარებისა, თუ ესე მივუდგებით საკითხს. ზოგმა აღსარება ვერ მოასწრო და ამას იმიზეზებს. არც ესაა დაბრკოლება. აღსარება და ზიარება სხვადასხვა საიდუმლოებებია და თანმიმდევრობა: ჯერ აღსარება მერე ზიარება, არავის დაუდგენია კერძო შემთხვევების გარდა. თუ კაცი 2 ბატონსცდილობ ემსახურო, მაშინ არ უნდა იკადრო მიახლება. თუ მდაბალი გულით და სინანულით მიდიხარ ქრისტესკენ მაშინ რაღა გაბრკოლებს? განა მონანული და დამდაბლებულის მისვლა საზიარებლად თავხედობა იქნება? პირიქით, ვინც მოძღვრის კურთხევასაც აიღებს, აღსარებასაც იტყვის, , 3 დღე მძიმედ იმარხულებს და ზიარების წინა ლოცვებს 2 ჯერ ზედიზედ წაიკითხავს, და მერე მივა საზიარებლად , მაგრამ შემუსვრილება და სიმდაბლე , შიში და მადლიერება ღვთისადმი არ გააჩნია, და ყველაფერი ზემოთ თქმული მექანიკურ წესად შეასრულა, ის არის უღირსი ზიარებისა და ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგავს ღვთისკენ. მერე გამოვა გარეთ და იგივე ცოდვებს, რაც უამრავჯერ თქვა აღსარებაში, უამრავჯერ ჩაიდენს. სიტყვა გამიგრძელდა, მაპატიეთ. ჩემი აზრით მონანული და მდაბალი სული უნდა ეზიაროს ყოველდღე და ადიდოს ღმერთი. მაგრამ რადგან ფიზიკურად ეს ჩვენს ცხოვრებაში შეუძლებელია, მაშინ ეს უნდა ქნას ყველა შესაძლო შემთხვევაში. და აღსარება სთქვას მაშინ, როცა ჭეშმარიტ სინანულს იგრძნობს. და ნუღარ შეეშინდება რომ იგივე ცოდვებს ჩაიდენს გაუთავებლად და იმისა,რომ ზიარება მას არა საკურნებლად, არამედ სასჯელად და დასაღუპად ექმნება, ისე როგორც იუდას ექმნა. -------------------- KILL YOUR TV !
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st July 2025 - 10:30 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი