![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დავით ივერიელი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Illuminatus ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 ![]() |
საკმაოდ ხშირად მოხვედრია ჩემს ყურს მსგავსი კითხვა: "რაში სჭირდებოდა ღემერთს სისხლიანი მსხვერპლი? ჯვარცმა?"
პირდაპირი პასუხი მინდა.... არ დამიწყოთ ახლა ისაო ესაო... პირდაპირ მითხარით... ამ კითხვამ მეც დამაინტერესა.... საინტერესოა, უფალმა აბრაამს არ დაანება საკუთარი შვილის მოკვლა, მსხევერპლად შეწირვა ... მან კი "ისე შეიყვარა წუთისოფელი, რომ მოსცა თვისი მხოლოდშობილი ძე" ... სისხლიან მსხვერპლად??? ![]() -------------------- მერე რა რომ . . .
|
![]() ![]() |
seminaristi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 5-July 07 მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო წევრი № 2,395 ![]() |
საკმაოდ ხშირად მოხვედრია ჩემს ყურს მსგავსი კითხვა: "რაში სჭირდებოდა ღემერთს სისხლიანი მსხვერპლი? ჯვარცმა?" პირდაპირი პასუხი მინდა.... არ დამიწყოთ ახლა ისაო ესაო... პირდაპირ მითხარით... ამ კითხვამ მეც დამაინტერესა.... საინტერესოა, უფალმა აბრაამს არ დაანება საკუთარი შვილის მოკვლა, მსხევერპლად შეწირვა ... მან კი "ისე შეიყვარა წუთისოფელი, რომ მოსცა თვისი მხოლოდშობილი ძე" ... სისხლიან მსხვერპლად??? საუკეთესო იყო ეკატერინესგან მოხმობილი წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის სიტყვა ამ საკითხზე. მხოლოდ საკითხის უფრო ნათლად წარმოსაჩენად რამდენიმე წინადადებას დავამატებ. შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ღმერთს ამ უდიდესი მსხვერპლის (მაცხოვრის ჯვარცმის) გარეშეც შეეძლო ადამიანთა გამოხსნა, მაგრამ ამისი დაშვება შეცდომა იქნება, ვინაიდან ღმერთი, იმასთან ერთად, რომ სიყვარულია, ყოვლადსამართლიანიც არის, ვინაიდან წმ. წერილი ამბობს: "წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ უფალო". ღმერთს ისევე არ შეეძლო ამ მსხვერპლის გარეშე ადამიანის გამოხსნა, როგორც მას არ შეუძლია შესცოდოს, უსამართლოდ მოიქცეს. ღმრთის მცნებას გარდასული, უმძიმესად დაცემული ადამიანის გამოხსნა კი, თუ შეიძლება ასე ითქვას, "უსამართლო მეთოდებით" ღმრთაებრივი ბუნებისათვის ყოვლად მიუღებელია. ამიტომაც, რაკი კაცთაგან არავის, როგორც უკეთეს შემთხვევაში, პირველქმნილ ცოდვას მაინც დაქვემდებარებულს, არ შეეძლო კაცობრიობის ხსნა ცოდვის ტყვეობისაგან, ამიტომაც გახდა ძე ღმრთისა სრული ღმერთი და სრული კაცი და შეიწირა, რათა ამ მსხვერპლით, ერთდროულად, ადამიანურ ბუნებასაც გაკვალვოდა გზა სასუფეველისაკენ (რადგანაც ქრისტე ადამიანური ბუნებისა რომ არ ყოფილიყო, ვერ გამოიხსნიდა ადამიანს), და ამასთანავე (ამ მსხვერპლს), თავისი ღმრთაებრივი სიდიადით სრულად "შთაენთქა" ნებისმიერი ადამიანის ნებისმიერი ცოდვა. -------------------- "Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 04:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი