![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დეკ. ირაკლი |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 ![]() |
დაწერეთ რას ფიქრობთ!
|
![]() ![]() |
სარდიონ |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 ![]() |
არ ვიცი ამ ფორუმზე ადრე იმსჯელეს თუ არა ამ საკითხზე.
მაგრამ საკითხი ძირეულია და კომპლექსურია. ამიტომ გასაგებია რომ ცალსახა პასუხიც არ არსებობს. მაგრამ არსებობს საერთო ეკლესიოლოგიური მიდგომა. რაც იმაში მდგომარეობს , რომ ზუსტი წესი ზიარების სიხშირეზე ეკლესიას არ დაუდგენია. და არც შეიძლებოდა დაედგინა მრავალი მიზეზის გამო. არსებობს ზოგადი დებულებები კონკრეტული ეპოქის კონკრეტული პროვინციის ეკლესიაში კონკრეტული მრევლისთვის მაგრამ ზოგადეკლესიური არა. ცნობილია ძველ მეუდაბნოე განდეგილთა ცხოვრება , რომლებმაც სიწმინდის უდიდეს საფეხურებს მიაღწიეს და მიწიერ ანგელოზებად იქცნენ , და ისინი 30-40 წელი უზიარებელი იყვნენ ან 1-2 ჯერ ეზიარნენ. ზოგი კი ეზიარა უდაბნოში გასვლამდე და იქვე აღესრულა. მაგრამ ამავე დროს ცნობილია დიდ წმინდანთა მოწოდება ბერებისადმი , რომ ხშირად ეზიარონ და თავს ნუ აარიდებენ სხვადასხვ მიზეზის გამო. ასეთივე მიმართვები ერისკაცებისადმი. აქ მამა ირაკლიმ აბი ახსენა. სწორედ რომ ეგ არის, ანუ დღევანდელი მიდგომა არის ექიმი-რეცეპტის ტიპის. ადამიანები გაორებულები არიან.მათ ამ ქვეყანაში გადარევაც და ჩაბმაც უნდათ სულით და გულით და მერე როგორც აქ აღნიშნეს "მომზადება" და ზიარების მიღება. აი ესაა პრობლემა. 2 ბატონის მსახურება კი არ გამოდის. ადამიანი ამ ქვეყანას უნდა უყურებდე როგორც გარეშეს და უცხოს,ხოლო სულიერ ცხოვრებას კი რეალურს და უმთავრესს. მაშინ აღარ დაისმება კითხვა რამდენჯერ უნდა ეზიარო. რადგან ქრისტემ ზიარება სულის საარსებოდ მოგვცა , ისე როგორც ხორცისთვის გვაქვს ჰაერი და არავინ კითხულობს ან ფიქრობს მომავალი 10 წუთის მანძილზე ჰაერი ჩავისუნთქო თუ არაო.უბრალოდ სუნთქავ და არ აღიქვამ ამას წამლის რეცეპტად რომელიც ამა თუ იმ დოზით და პერიოდულობით უნდა მიიღო. ხოლო რაციონალური და არა სიყვარულით მიდგომა ამ საკითხისადმი სხვა რამეზე მაფიქრებს. ![]() -------------------- KILL YOUR TV !
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st July 2025 - 11:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი