რა არის თავისუფლება, არქ.რაფაელ კარელინი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის თავისუფლება, არქ.რაფაელ კარელინი |
saria-giorgi |
Mar 25 2008, 10:31 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
ეს სრულიად გაუგებარი ცნება როგორ უნდა განისაზღვროს?
თავისუფლება-ეს გადაწყვეტილების მიღების საშუალება და უფლებაა ადამიანისა,გამომდინარე იმ შინაგანი სურვილიდან,რომელიც შესაძლებელია იყოს ინტელექტუალური,მგრძნობელობი ი ან უხეშად ინსტიქტური ანუ საშუალებაა იმისა,რომ ჩვენი სურვილები განვახორციელოთ.მაგრამ ჩვენი ინტელექტუალური ზრახვები მერყევია,რადგან არამდგრად წარმოდგენებსა და შეფასებებს ემყარება. ჩვენს ინსტიქტებს რაც შეეხება,ამაში ოდნავ თუ განვსხვავდებით ამებისაგან,რომელიც ერთ მთლიან მუცელს წარმოადგენს. რისი რეალიზება შეგვიძლია?თავისუფლება რომელ''მხეცს''უნდა მივანიჭოთ? თავისუფლებაზე მოსაუბრეებს ავიწყდებათ,რომ ამისათვის გარკვეული კულტურაა საჭირო:უპირველესად,ადამიანის ადმი პატივისცემის უნარი,ურომლისოდაც შეუძლებელია მისდამი სიყვარული. თავისუფლება-ეს გამარჯვების ტრიუმფია სულიერ ცხოვრებაში.ამის გარეშე თავისუფლება ცინიკოსის დაცინვა ან მოძალადის მხეცური ეშვების ღრჭენა იქნება. კინიკოსებისთვის თავისუფლება ქილიკშია,ადამიანი რასაც საპირფარეშოში აკეთებს,ისინი ქუჩაში აკეთებენ. ქრისტიანობა გვიჩვენებს,თუ რაშია თავისუფლება-ეს იმის საშუალებაა,რომ ადამიანმა თავისი მთავარ მოწოდებას მისდიოს და განახორციელოს მასში ჩადებული პოტენციალი-ხატება და მსგავსება ღმრთისა. თავისუფლება-ეს გულის გათავისუფლებაა ყოველი უცხოსაგან. თავისუფლება-ეს მარადისობიდან გადმოდინებული ნათელია.ადამიანი საკუთარ თავს ღმერთში ჰპოვებს და თავისთავადი ხდება. თავისუფლება-ეს გამოსვლაა ქმნილი,განივთებული,დაკომპლექ სებული,ვნებიანი მდგომარეობიდან,ის ღმრთაებრივ სრულყოფასთან ზიარებაა. ერთადერთი თავისუფლება ქრისტიანობამ განგვიცხადა.ეს ღმერთთან ჰარმონიაში ყოფნის თავისუფლებაა,ეს სულის გათავისუფლებაა ყოველივე უცხოსაგან-ვნებებისაგან,როგორც სულის მტკივნეული კორძებისაგან,მრავალი ფსიქიკური კომპლექსისაგან,რომელიც კრუნჩხვასავით არყევენ და კუმშავენ გონებას.თავისუფლება იხსნება იქ,სადაც მთავრდება დრო,ხოლო მარადისობა მარადიულში გაცხადდება. როგორც ვთქვით,თავისუფლება,ეს არის მხოლოდ შინაგან წინააღმდეგობათა მოხსნა და ადამიანში ტრიმეტრიის ერთიანობის აღდგენაა,ასევე(და მეტადავ)სულის ჩართვაა ღმრთაებრივი ყოფიერების უმაღლეს თავისუფლებაში.წმ.პავლე მოციქული წერს:''დიდი სასყიდლით ხართ გამოსყიდულნი,ნუ იქნებით კაცთა მონანი,''უწინარეს ყოვლისა,საკუთარი ''მე''-ს,შავბნელი ვნებების მონა. ვნებები-ეს ჩვენ არ ვართ,ეს სულში შთავარდნილი აჩრდილია დემონისა,ეს სულის ბნელი ორეულია.თავისუფლება მხოლოდ ღმერთშია.ჭეშმარიტი სინანული სულის დაბადებაა,ზიარება კი-აღდგომა მკვდრეთით. მაცხოვარი ბრძანებს:''სცანთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ.'' -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
მნათე |
Mar 27 2008, 08:14 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
თავისუფლება, ეს უპირველეს ყოვლისა არ არის კარჩაკეტილობა, არ არის უარი იუმორზე, არ არის უარი სიახლეზე, ის თავად არის სიახლე, გახსნილობა და თქვენ წარმოიდგინეთ იუმორიც. თავისუფლება ადამიანს გარდაქმნის არა სევდიან მანქანად, არამედ სიცოცხლით სავსე პიროვნებად, რომელიც აცნობიერებს რეალობას და აქედან გამომდინარე შესაძლებლობების კონცენტრაციით მინდობილია ღვთისადმი.... არ შეიძლება ადამიანებს ცოცხალი ღმერთი წავართვათ და იდეოლოგიით ჩავუნაცვლოთ საუბარი ქრისტესთან...
ციტატა ცდები,დღეს მეტად ფასობს მოდერნიზებული აზროვნება და უსწავლელი შურიანებისგან,პირუტყვებისგა გონიერი ადამიანების ლანძღვა,რომლებიც ვერ მიმხვდარან და ვერ შეუცვნიათ თავიანთი გესლიანი გული. საკუთარ თავს ხშირად ახასიათებთ? სისხლით აპირებთ სისხლი ჩამობანოთ ადამიანებს?! 'მხილების' უფლება სულიწმიდამ მოგცათ თუ მეოთხე ჰიპოსტასი გყავთ ვინმე?! იქნებ გინდათ განგვიცხადოთ; "იცით აქ რაღაც შეცდომაა, ჩვენთვის მთავარი მამა რაფაელია და არა სიყვარული!" ყველაზე სულელური აპოლოგიაა რასაც კი შევხვედრივარ... თითქოს ცდილობთ სიმართლე დაიცვათ, მაგრამ ამ სიმართლეში ისეთ დიდ უსიყვარულობას ავლენთ, შთაბეჭდილებას არა მხოლოდ მორწმუნეს წაუხდენთ, არამედ ურწმუნოსაც... ან იქნებ გინდათ მითხრათ რომ ეს ჩამი პრობლემაა? აი სწორედ აქ არის საქმე, პრობლემებს არასდროს ვეძებთ შიგნით! მის მაღალღირსებას დიდ პატივს ვცემ, თუმც ხშირად მისივე ქადაგება სრულად როდი ეტევა იმ მხედველობის ფარგლებში რაც ქრისტემ მოიტანა... სავალალო ის არის რომ მისი ლანძღვა უკვე მოდაშია და ცხადია ეს ძალზედ ცუდი ტენდენციაა... ელემენტარული ეთიკაა ისაუბრო არქიმანდრიტზე ნორმალურად, ბოლოსდაბოლოს მას მამას მხოლოდ ზრდილობის გამო ხომ არ ვეძახით არა? რახან უფალმა და ადგილობრივმა ეპისკოპოსმა მას უფლება მისცა ხალხი დაემწყემსა, ჩვენ მოვალენი ვართ სულ მცირე მოვუსმინოთ მაინც.. და თუ რამეს ისე ვერ ამბობს როგორც საჭიროა, შვილური ხედვიდან მოვიღოთ ჯეროვანი პასუხი, რომელიც იქნება მხოლოდ-და მხოლოდ დაფუძნებული არგუმენტებზე და არა ტენდენციურ იწილო-ბიწილოზე, რომლის მიზანი როგორც წესი ორად გაყოფილი აზრიდან ერთი რომელიმეს დაცვაა... ეკლესიაში კი განხეთქილების ქვაბი უკვე დუღს და არც ერთი მხარე არ აპირებს კომპრომისზე წასვლას... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
saria-giorgi |
Apr 4 2008, 10:47 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
[quote name='მნათე' post='286537' date='Mar 27 2008, 08:14 PM']
თავისუფლება, ეს უპირველეს ყოვლისა არ არის კარჩაკეტილობა, არ არის უარი იუმორზე, არ არის უარი სიახლეზე, ის თავად არის სიახლე, გახსნილობა და თქვენ წარმოიდგინეთ იუმორიც. თავისუფლება ადამიანს გარდაქმნის არა სევდიან მანქანად, არამედ სიცოცხლით სავსე პიროვნებად, რომელიც აცნობიერებს რეალობას და აქედან გამომდინარე შესაძლებლობების კონცენტრაციით მინდობილია ღვთისადმი.... შენ შესაძლოა საუბრობ საკუთარი თავის თავისუფლებაზე,შეიძლება კაფეში ჯდომა და ქუჩაში სიარული "შებრკოლების"გარეშე თავისუფლებად მიგაჩნდეს,მაგრამ ეს ასე არ არის.ჯობია ფიქრები და ზრახვები სააშკარაოდ არ წარმოაჩინო,რადგანაც საზომი არის მამათა სწავლება და არა აზრს მოკლებული,უაზრო და უადგილო ზღაპრები,შეიძლება სადმე ადგილი პოვოს შენმა მოთხრობებმა,მაგრამ აქ ნამდვილად არ არის საჭირო. შეიძლება ადამიანებს ცოცხალი ღმერთი წავართვათ და იდეოლოგიით ჩავუნაცვლოთ საუბარი ქრისტესთან... ჯერ უნდა ახსნა რას უწოდებ იდეოლოგიას,რადგან შეუძლებელია წამოსროლილი სიტყვებით რამე გაიგოს ადამიანმა.თუ ყველაფერს ვერ გებულობ ეს იმას არ ნიშნავს,რომ იდეოლოგიის იარლიყი მიაკრა.ჩემთვისაც ბევრი რამ გაუგებარია,მაგალითად:რატომ ცდილობს ყველა საკუთარ თავს მართალ ადამიანს?იმითომ ხომ არა,რომ წაიკითხა ნარცისის ზღაპარი და საკუთარი თავის ზედმეტად მოყვარული და მოამაგე გახდა.ვინც საკუთარ თავს ზედმეტად ენდობა(მამების სწავლებით)დაიღუპავენ თავს. საკუთარ თავს ხშირად ახასიათებთ? სისხლით აპირებთ სისხლი ჩამობანოთ ადამიანებს?! 'მხილების' უფლება სულიწმიდამ მოგცათ თუ მეოთხე ჰიპოსტასი გყავთ ვინმე?! ესეც შენი თავისუფალი ნების გამოვლენის ერთი სახეა. კარგია რომ დაუფარავად გვიჩვენე,რამდენად ნაკლებად კითხულობ სხვის პოსტებს ან თუ კითხულობ ვერ ჩამწვდარხარ მის არსში,ხოლო მე ვისი მეშვეობით ვსაუბრობ ამას ხედავს ის ადამიანი ვინს დადორბლილი,დუჟმორეული და გონმიხდილი არ კითხულობს ჩემ პოსტებს. მე ვცდილობ იმ აზრების გამომზეურებას რაც მამებმა გვიანდერძეს,ხოლო ჩემი აზრით თავისუფალი ადამიანი უნდა გავდეს იმ ნათელს,რომელიც წმ.წერილში გვიწერია და სევე მოვიყვან ერთ ციტატას წმ.გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან:"ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი".ეს წერია მასზე,მაგრამ თავისუფალი,წმიდა და უმანკო ცხოვრებით-მცხოვრები ადამიანისთვისაც შესაძლებელია.ეს არის ნამდვილი თავისუფლება,სხვა შემთხვევაში ვემსგავსებით იმ მაიმუნს,რომელიც ადამიანს დასცინის. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი