რა არის თავისუფლება, არქ.რაფაელ კარელინი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის თავისუფლება, არქ.რაფაელ კარელინი |
saria-giorgi |
Mar 25 2008, 10:31 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
ეს სრულიად გაუგებარი ცნება როგორ უნდა განისაზღვროს?
თავისუფლება-ეს გადაწყვეტილების მიღების საშუალება და უფლებაა ადამიანისა,გამომდინარე იმ შინაგანი სურვილიდან,რომელიც შესაძლებელია იყოს ინტელექტუალური,მგრძნობელობი ი ან უხეშად ინსტიქტური ანუ საშუალებაა იმისა,რომ ჩვენი სურვილები განვახორციელოთ.მაგრამ ჩვენი ინტელექტუალური ზრახვები მერყევია,რადგან არამდგრად წარმოდგენებსა და შეფასებებს ემყარება. ჩვენს ინსტიქტებს რაც შეეხება,ამაში ოდნავ თუ განვსხვავდებით ამებისაგან,რომელიც ერთ მთლიან მუცელს წარმოადგენს. რისი რეალიზება შეგვიძლია?თავისუფლება რომელ''მხეცს''უნდა მივანიჭოთ? თავისუფლებაზე მოსაუბრეებს ავიწყდებათ,რომ ამისათვის გარკვეული კულტურაა საჭირო:უპირველესად,ადამიანის ადმი პატივისცემის უნარი,ურომლისოდაც შეუძლებელია მისდამი სიყვარული. თავისუფლება-ეს გამარჯვების ტრიუმფია სულიერ ცხოვრებაში.ამის გარეშე თავისუფლება ცინიკოსის დაცინვა ან მოძალადის მხეცური ეშვების ღრჭენა იქნება. კინიკოსებისთვის თავისუფლება ქილიკშია,ადამიანი რასაც საპირფარეშოში აკეთებს,ისინი ქუჩაში აკეთებენ. ქრისტიანობა გვიჩვენებს,თუ რაშია თავისუფლება-ეს იმის საშუალებაა,რომ ადამიანმა თავისი მთავარ მოწოდებას მისდიოს და განახორციელოს მასში ჩადებული პოტენციალი-ხატება და მსგავსება ღმრთისა. თავისუფლება-ეს გულის გათავისუფლებაა ყოველი უცხოსაგან. თავისუფლება-ეს მარადისობიდან გადმოდინებული ნათელია.ადამიანი საკუთარ თავს ღმერთში ჰპოვებს და თავისთავადი ხდება. თავისუფლება-ეს გამოსვლაა ქმნილი,განივთებული,დაკომპლექ სებული,ვნებიანი მდგომარეობიდან,ის ღმრთაებრივ სრულყოფასთან ზიარებაა. ერთადერთი თავისუფლება ქრისტიანობამ განგვიცხადა.ეს ღმერთთან ჰარმონიაში ყოფნის თავისუფლებაა,ეს სულის გათავისუფლებაა ყოველივე უცხოსაგან-ვნებებისაგან,როგორც სულის მტკივნეული კორძებისაგან,მრავალი ფსიქიკური კომპლექსისაგან,რომელიც კრუნჩხვასავით არყევენ და კუმშავენ გონებას.თავისუფლება იხსნება იქ,სადაც მთავრდება დრო,ხოლო მარადისობა მარადიულში გაცხადდება. როგორც ვთქვით,თავისუფლება,ეს არის მხოლოდ შინაგან წინააღმდეგობათა მოხსნა და ადამიანში ტრიმეტრიის ერთიანობის აღდგენაა,ასევე(და მეტადავ)სულის ჩართვაა ღმრთაებრივი ყოფიერების უმაღლეს თავისუფლებაში.წმ.პავლე მოციქული წერს:''დიდი სასყიდლით ხართ გამოსყიდულნი,ნუ იქნებით კაცთა მონანი,''უწინარეს ყოვლისა,საკუთარი ''მე''-ს,შავბნელი ვნებების მონა. ვნებები-ეს ჩვენ არ ვართ,ეს სულში შთავარდნილი აჩრდილია დემონისა,ეს სულის ბნელი ორეულია.თავისუფლება მხოლოდ ღმერთშია.ჭეშმარიტი სინანული სულის დაბადებაა,ზიარება კი-აღდგომა მკვდრეთით. მაცხოვარი ბრძანებს:''სცანთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ.'' -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
მნათე |
Apr 4 2008, 12:55 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა შენ შესაძლოა საუბრობ საკუთარი თავის თავისუფლებაზე,შეიძლება კაფეში ჯდომა და ქუჩაში სიარული "შებრკოლების"გარეშე თავისუფლებად მიგაჩნდეს,მაგრამ ეს ასე არ არის.ჯობია ფიქრები და ზრახვები სააშკარაოდ არ წარმოაჩინო,რადგანაც საზომი არის მამათა სწავლება და არა აზრს მოკლებული,უაზრო და უადგილო ზღაპრები,შეიძლება სადმე ადგილი პოვოს შენმა მოთხრობებმა,მაგრამ აქ ნამდვილად არ არის საჭირო. თავისუფლების საკმაოდ ღრმა განმარტება გვიანდერძა ქრისტემ, ასე რომ შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ კაფეში ჯდომა არავითარ თავისუფლებად არ მესახება, ხოლო რაც შეეხება ჩემს აზრებს, თუ შეიძლება ბრძანეთ არგუმენტი რომელიც მათ გააბათილებს და არა რაღაც კოსმიურ-მარსიანული "წმიდა მამები" რომლითაც სპეკულაცია უკვე მოდად გადაიქცა... დადეთ ციტატა სად ვეწინააღმდეგები მათ. ციტატა ჯერ უნდა ახსნა რას უწოდებ იდეოლოგიას,რადგან შეუძლებელია წამოსროლილი სიტყვებით რამე გაიგოს ადამიანმა.თუ ყველაფერს ვერ გებულობ ეს იმას არ ნიშნავს,რომ იდეოლოგიის იარლიყი მიაკრა.ჩემთვისაც ბევრი რამ გაუგებარია,მაგალითად:რატომ ცდილობს ყველა საკუთარ თავს მართალ ადამიანს?იმითომ ხომ არა,რომ წაიკითხა ნარცისის ზღაპარი და საკუთარი თავის ზედმეტად მოყვარული და მოამაგე გახდა.ვინც საკუთარ თავს ზედმეტად ენდობა(მამების სწავლებით)დაიღუპავენ თავს. ნუ ეს მენტორული ტონი მეცნობა, შარავანდედადგმულის პოზიციიდან... იდეოლოგიას ვუწოდებ ყველაფერ იმას, რაც ცდილობს პიროვნებას ჩაენაცვლოს, რაც ცდილობს ადამიანი აქციოს რიტუალურ მანქანად ხოლო სულიწმიდა უმნიშვნელო დანამატად... რაც ცდილობს დორბლი და ღებინება მართლმადიდებლობის სახედ წარმოსახოს და მხილების კვარცხლბეგზეც მოთავსდეს. და შენ პატრისტიკაში რა კვლევები დაწერე ასეთი მათი აზრის ექს კათედრა შეუმცდარი გადმოცემით რომ გვეამაყები, იქნებ შენც წაიკითხე ნარცისის ზღაპარი? ციტატა ესეც შენი თავისუფალი ნების გამოვლენის ერთი სახეა. კარგია რომ დაუფარავად გვიჩვენე,რამდენად ნაკლებად კითხულობ სხვის პოსტებს ან თუ კითხულობ ვერ ჩამწვდარხარ მის არსში,ხოლო მე ვისი მეშვეობით ვსაუბრობ ამას ხედავს ის ადამიანი ვინს დადორბლილი,დუჟმორეული და გონმიხდილი არ კითხულობს ჩემ პოსტებს. "ია ვსიგდა პრავ" - განაცხადი... მოკლედ პრობლემა იმაშია რომ მომდგარხარ და ჭეშმარიტად დუჟმორეული დაეძებ რაიმე გასაკიცხსა და გასალანძღს, რომ როგორმე წარმოაჩინო როგორი შემოსილი ხარ მართლითა სარწმუნოებითა და თუ როგორ ვერ იპოვეს წმიდა მამებმა შენ გარდა სხვა განმაცხადებელი ქრისტეს ჭეშმარიტებისა.... ციტატა მე ვცდილობ იმ აზრების გამომზეურებას რაც მამებმა გვიანდერძეს,ხოლო ჩემი აზრით თავისუფალი ადამიანი უნდა გავდეს იმ ნათელს,რომელიც წმ.წერილში გვიწერია და სევე მოვიყვან ერთ ციტატას წმ.გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან:"ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი".ეს წერია მასზე,მაგრამ თავისუფალი,წმიდა და უმანკო ცხოვრებით-მცხოვრები ადამიანისთვისაც შესაძლებელია.ეს არის ნამდვილი თავისუფლება,სხვა შემთხვევაში ვემსგავსებით იმ მაიმუნს,რომელიც ადამიანს დასცინის. სადმე დაინახე რომ საპირისპიროს ვამბობდი? ზღაპრებად მოხსენიების უფლება არ გაქვს, ბოლოსდაბოლოს ჩვენ აქ რაღაც გაუგებარი ციტატებით ვბრახუნობთ, რომლის განმარტებაზე საკუტარი პრეტენზია გვაქვს თუ ვსაუბრობთ? შეჩვეული არ ხართ დიალოგს და სწორედ ამიტომ ფხუკუნებთ ახლა... თქვენი მხილება თქვენთვის შემოინახეთ, როგორც ვიცი ჯერ არაფერი გაგიკეთებიათ ეკლესიისთვის, ასე რომ მამათა განმარტებანი სინოდს მივანდოთ.. მაგრამ თავისუფლება თავისუფლებაა... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი