![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Nanio |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 ![]() |
მოგეხსენებათ მირზა გელოვანის ცხოვრება ლადო ასათიანის მსგავსად ტრაგიკულად დასრულდა.
მირზა გელოვანი დაიბადა 1917 წლისს 2მარტს სოფელ ნაქალაქარში და გარდაიცვალა 1944წლის ივლისში. დაკრძალულია ბელორუსეთში. აქვე ერთ პატარა ლექსს შემოგთავაზებთ: დედამიწა შეიმოსა თეთრი სამოსელით, თეთრ კარავებს დაემგვანენ ატეხილი მთები, მახსოვს შენი გუნდაობა უხელთათმნო ხელით. ახლაც მინდა შენი ნახვა, ახლაც მენატრები. ეს სურვილი ძლიერია, როგორც ქარიშხალი, სისპეტაკით შემოსილი, ვით ეს თოვლი წმინდა. მომაგონდა შენს სახეზე პაწაწინა ხალი და თუ შენი ღიმილი მსურს, შენი გულიც მინდა. 1935 წელი, (თიანეთი) -------------------- მეკენდარია? |
![]() ![]() |
Nanio |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 ![]() |
ჩემი ლექსები
შენ არ მოდიხარ, დიდება მიცდის, ვითვლი საათებს, ყვითელ უწყებებს... ჩემი ლექსები, როგორც მილოცვა, მათ, ვინც არასდროს არ მივიწყებენ. გაბზარულ სხივებს-აღმართულ ხელებს, საღამოს, დღეში-თრთოვას, ძიებას, ძვირფას სახელებს, უცნობ სახელებს ჩემი ლექსები, ვით პატიება! მეგობართ ჩრდილებს, მეგობართ წყებას. ტრფობას დამალვის, არგამოჩენის, როგორც სიკვდილშიც არდავიწყება, არ დაივიწყებს ლექსები ჩემი 1944 წელი, ფრონტი. თუ არ ვცდები ეს მისი უკანასკნელი ლექსია kato_Bato ციტატა უსაყვარლესი თემაა დიდი მადლობა ![]() -------------------- მეკენდარია? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 09:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი