![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დავით ივერიელი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Illuminatus ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 ![]() |
საკმაოდ ხშირად მოხვედრია ჩემს ყურს მსგავსი კითხვა: "რაში სჭირდებოდა ღემერთს სისხლიანი მსხვერპლი? ჯვარცმა?"
პირდაპირი პასუხი მინდა.... არ დამიწყოთ ახლა ისაო ესაო... პირდაპირ მითხარით... ამ კითხვამ მეც დამაინტერესა.... საინტერესოა, უფალმა აბრაამს არ დაანება საკუთარი შვილის მოკვლა, მსხევერპლად შეწირვა ... მან კი "ისე შეიყვარა წუთისოფელი, რომ მოსცა თვისი მხოლოდშობილი ძე" ... სისხლიან მსხვერპლად??? ![]() -------------------- მერე რა რომ . . .
|
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
seminaristi
ციტატა ღმერთს ისევე არ შეეძლო ამ მსხვერპლის გარეშე ადამიანის გამოხსნა, როგორც მას არ შეუძლია შესცოდოს, უსამართლოდ მოიქცეს ძალიან არასწორი შედარებაა. ღმერთს იმიტომ არ შეუძლია შესცოდოს, ცუდად მოიქცეს თუ სხვა, რომ ეს მის ბუნებაში არაა, რადგან ღმერთი აბსოლუტური, სრულყოფილი სიკეთეა. ხოლო ადამინის გამოხსნას რაც შეეხება, მან ეს ადამიანისათვის საჭირო ყველაზე აღმატებული ფორმით გააკეთა. თორემ ყოვევარი მსხვერპლის გარეშეც შეეძლო მას ეპატიებინა ადამიანისათვის, რადგან ის ყოვლიდშემძლეა. მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანის თანამაონაწილეობა იყო საჭირო ამ მსხვერპლის გაღებაში და ამიტომაც "სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის" -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
seminaristi |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 5-July 07 მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო წევრი № 2,395 ![]() |
უფრო მეტი დაკვირვებდა და ყურადღება ისეთ თემაზე საუბრისას, რასაც ღვთისმეტყველება ჰქვია. ამბობ ამას, და წერ, რომ "ყოვევარი მსხვერპლის გარეშეც შეეძლო მას ეპატიებინა ადამიანისათვის, რადგან ის ყოვლიდშემძლეა". როგორც უწინ აღვნიშნე, ღმერთი სუყვარულთან ერთად ყოვლადსამართლიანიც არის. მას "არ შეუძლია" უსამართლოდ აღასრულოს ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულება, სწორედ იმიტომ, რომ უსამართლო ქმედებები სრულიად უცხოა მისი ბუნებისათვის. თუ შენეული კუთხით მივუდგებით, გამოდის რომ ღმერთს შეუძლია ნებისმიერი ღმრთისმგმობელი აცხოვნოს, " რადგან ის ყოვლისშემძლეა". ვფიქრობ, ჩვენ შორის სადავო არ უნდა იყოს, რომ ღმრთისმგმობელთათვის არსებობს მხოლოდ უკანასკნელი მოწყალება ღმრთისა, საუკუნო ცეცხლი. ნუთუ სადავოა, რომ ღმერთს "არ შეუძლია" ასეთ ადამიანთა (ღმრთისმგმობელთა) ცხონება? ციტატა ღმერთს იმიტომ არ შეუძლია შესცოდოს, ცუდად მოიქცეს თუ სხვა, რომ ეს მის ბუნებაში არაა, რადგან ღმერთი აბსოლუტური, სრულყოფილი სიკეთეა. ამავე დროს "ღმერთი აბსოლუტური, სრულყოფილი" სიმართლეცაა და ამიტომაც მის ბუნებაში არაა უსამართლოდ გამოხსნაც ადამიანისა. უფრო ნათელსაყოფად დავძენ იმასაც, რომ განკაცდა მაინცდამაინც ძე და არა მამა ან სული წმიდა, იმისათვის, რომ ძე ღმერთს თავისი თვისობრიობაც კი არ დაეკარგა (ძე იყო ზეციური მამისა და ძე გახდა კაცისა). აი, როგორი ზესიბრძნითა და ზედმიწევნითი სამართლიანობით აღასრულა ღმერთმა ადამიანთა ხსნა. ციტატა ყოვევარი მსხვერპლის გარეშეც შეეძლო მას ეპატიებინა ადამიანისათვის, რადგან ის ყოვლიდშემძლეა. ამის თქმა, ჩემი აზრით, ტოლფასია იმისა, რომ ვთქვათ, თითქოს ქრისტეს გარეშე შეიძლება ვინმე გადარჩეს.მაგრამ მაცხოვარი, რომელზეც ვიცით, რომ "არა იპოვა ზაკუაი პირსა მისსა", ამბობს: "არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ". ანუ ქრისტესადმი, როგორც ერთადერთი გამომხსნელისადმი, მისი მსხვერპლად შეწირვის აუცილებლობისადმი, რწმენის გარეშე არ არსებობს ცხონება. ციტატა მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანის თანამაონაწილეობა იყო საჭირო ამ მსხვერპლის გაღებაში და ამიტომაც "სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის" კარგად არის ნათქვამი: "იყო საჭირო". მართლაც რომ საჭირო იყო და ამავე დროს აუცილებელიც, სხვაგვარად სამართალი ვერ აღსრულდებოდა. -------------------- "Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 04:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი