სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| მატასი |
Nov 16 2007, 03:18 PM
პოსტი
#1
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
კიდევ ერთი დიდებული ქართველი გამოგვაკლდა უფალმა აცხოვნოს და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი... მისი ყველა მოთხრობა კლასიკაა... გული დამწყდა... საშინლად... -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
![]() ![]() |
| Amuza |
Apr 4 2008, 10:02 PM
პოსტი
#2
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ 1 - უკაცრავად, თქვენი სახელი? - გოჩა. - გვარი? - ჩოფიკაშვილი. - რამდენი წლისა ხარ, გოჩა? - თექვსმეტის. - შეყვარებული თუ გყავს? - შეყვარებული? - ჰო, რა იყო, რაზე გეცინება? - რავი აბაა! - რა ჰქვია? - ვის? - შენს შეყვარებულს. - არ ვიცი. - როგორ, სახელი არ იცი? - არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან. - როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული? - რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . . 2 - მართა პირველი. - ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ! - მართლაა! - ძალიან მომწონს. - უი, დიდი მადლობა. - მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით? - უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი. - რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე? - არა, მე გათხოვილი ვარ! 3 - თქვენი სახელი? - ჩემი?! - დიახ. - კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან. - თქვენ რომელი გირჩევნიათ? - მეე, ნიკო. - რა გვარი ბრძანდებით? - ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი. - ცოლ-შვილი გყავთ? - პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები. - რას იტყვით, რა არის სიყვარული? - არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ? - შვილების სიყვარულზე რას იტყვით? - აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე! - ხომ ნახულობ? - არა, ალიმენტ უგზავნი. 4 - რომელ კლასში ხარ ლადო? - მეოთხეებში გადავდივარ. - რა ნიშნები გყავს? - რავიიი! - შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა? - ორებს კი არა, ისაა. - მაშ, რა ნიშნები გყავს? - ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები. - რა გვარი ხარ? - წიკლაური. - შეყვარებული ხომ გყავს? - შეყვარებული არა, ისაა! - მე რომ მითხრეს ჰყავსო? - არაფერიც. - შენი კლასელია? - ვინა? - ის გოგო, შენ რომ გიყვარს. - არავინაც არ მიყვარს. - მე რომ მითხრეს? - რა გითხრეს? - ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო. - უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა. 5 - მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე. - რა ასაკი. - აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს. - თქვენ გინდათ თქვათ რომ. . . - დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო. - მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს? - სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა. - მერე? - მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი. - რატომ, არ გიყვარდათ? - ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ? - მაინც? - გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ? - მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება? - მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა? - გააჩნია, რა შემთხვევაში. - ხომ გითხარი? - რა მითხარით? - ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი. - შერიგებას არ აპირებთ? - ვისთან, იმასთან?! - უკაცრავად. - არაფერზე. - და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ? - ვისზე ამბობთ? - თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ჩამოვიდოდა ჯარიდან. - ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო. - მერე რა უთხარით? - ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი. - რატომ? - იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანამდე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი. - მერე რა გაარკვიეთ? - თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო. - და ვეღარ შეხვდით? - მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც. - არ მოვიდა? - ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო. - და აღარ გჯერათ? - არავითარ შემთხვევაში. - და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით? - რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს. 6 - ბებოო? - რაო, შვილო? - სიყვარული რა არის? - სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს! 7 - ჩემი სახელია აპოლონი. - გვარი? - მღებრიშვილი. - სად მუშაობთ? - იქ. - სად იქ? - ნუ, რა საჭიროა? - შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს? - ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა. 8 - ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი. არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს. არ მწამს და მამკალ, აჰა! 9 მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული. ასე არ არის, მკითხველო? სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას: - მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე? ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ჩასწვდება მის ბუნებას. და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას: - დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული. ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს! -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
_Matasi_ გოდერძი ჩოხელი ;( Nov 16 2007, 03:18 PM
marine
კიდევ ერთი დიდებუ... Nov 16 2007, 03:21 PM
_Matasi_ შენი სხეული ჩემს ს... Nov 16 2007, 03:22 PM
marine
[size=2][color=#9999FF]შენი სხეუ... Nov 16 2007, 03:27 PM
მხევალი ნინო რა საწყენია, მდააა, ... Nov 16 2007, 03:26 PM
კანუდოსელი :( Nov 16 2007, 04:27 PM
თემო აცხონოს უფალმა, არ... Nov 16 2007, 03:31 PM
ნათია :( :(
ძალიან საწყენი... Nov 16 2007, 03:37 PM
marine
:( :(
ძალიან საწყენია... Nov 16 2007, 03:41 PM
მარიამი ღმერთმა აცხონოს...
:( ... Nov 16 2007, 03:42 PM
_Matasi_ გოდერძი ჩოხელი
კლ... Nov 16 2007, 03:43 PM
ნათია marine
ძალიან ცუდი თვი... Nov 16 2007, 03:56 PM
marine
marine
ძალიან ცუდი თვი... Nov 16 2007, 04:02 PM
ნათია marine
მადლობა მარი ინ... Nov 16 2007, 04:05 PM
marine
marine
მადლობა მარი ინ... Nov 16 2007, 04:07 PM
ნათია მგონი, გოდერძი ჩოხ... Nov 16 2007, 04:15 PM
ლილიანა ღმერთმა აცხონოს :( Nov 16 2007, 04:24 PM
misdevs mela loms აუ როგორ მეწყინა.
მ... Nov 16 2007, 04:26 PM
afxazi საწყენია თითოეული ... Nov 16 2007, 04:28 PM
იოანა ღმერთმა აცხონოს :( Nov 16 2007, 04:39 PM
ქავთარაძე ეს ნაწერი თითქმის ... Nov 16 2007, 04:44 PM
marine
ეს ნაწერი თითქმის ... Nov 16 2007, 04:46 PM
ნათია
ე.ი. სწორად მახსოვ... Nov 16 2007, 04:47 PM
_Matasi_ ალბათ მართლა იმ სე... Nov 16 2007, 04:50 PM
leluka აუ როგორ მეწყინა მ... Nov 16 2007, 04:51 PM
ქავთარაძე კაცს 2 ჯერ დაარტყა წ... Nov 16 2007, 04:52 PM
თათარაშვილი :(
ღმერთმა აცხონოს ... Nov 16 2007, 05:23 PM
თათარაშვილი :(
ღმერთმა აცხონოს ... Nov 16 2007, 05:23 PM
zviadauri ძალიან სამწუხაროა.... Nov 16 2007, 05:33 PM
FanFan ეხლა დავაფასებთ :(
ჩ... Nov 16 2007, 05:34 PM
ქავთარაძე http://www.geocinema.ge/ge/scenari.php?kod5=232
F... Nov 16 2007, 05:40 PM
serafita FanFan
მწარე სიმართლე... Nov 16 2007, 05:40 PM
_Matasi_
რატომ ხდება ყოველ... Nov 16 2007, 05:45 PM
ნათია
კარგი ნათქვამია Nov 16 2007, 05:46 PM
FanFan
http://www.geocinema.ge/ge/scenari.php?kod5=232
... Nov 16 2007, 05:50 PM
afxazi FanFan
ნუ ცხარობ მეგობ... Nov 16 2007, 05:54 PM
mariami-k სამწუხარო ამბავია.... Nov 16 2007, 06:02 PM
Georgia-O-Keefe ძალიან, ძალიან დამ... Nov 16 2007, 06:20 PM
თათი87
ძალიან, ძალიან დამ... Nov 16 2007, 06:23 PM
ai gogoo ვაიმე რა საწყენი ა... Nov 16 2007, 06:31 PM
Georgia-O-Keefe "-რა არის სიცოცხლ... Nov 16 2007, 06:41 PM
ირაკლი :( Nov 16 2007, 06:51 PM
abo ძალიან დამწყდა გულ... Nov 16 2007, 06:54 PM
shore :( :( :( ვაიმეეე, საწყალ... Nov 16 2007, 07:06 PM
jiulieni ღმერთმა აცხონოს მი... Nov 16 2007, 07:31 PM
ketino ღმერთმა აცხოვნოს მ... Nov 16 2007, 08:03 PM
k@the ეჰ,... :( Nov 16 2007, 08:10 PM
მნათე :( Nov 16 2007, 08:18 PM
chiamaialologi :( :( :( :( :( Nov 16 2007, 08:49 PM
ქავთარაძე
შეგრძნება არა მიტ... Nov 16 2007, 09:18 PM
solomony ჩემი საყვარელი რეჟ... Nov 16 2007, 09:20 PM
ქავთარაძე გოდერძიც წავიდა ცა... Nov 16 2007, 09:28 PM
maZiebeli ეჰ, ამ ცოტა ხანში ვა... Nov 16 2007, 09:41 PM
დავით ივერიელი "ადამიანთა სევდა... Nov 16 2007, 09:50 PM
KAIROS :(
ძალიან დამწყდა გ... Nov 16 2007, 09:53 PM
ქავთარაძე KAIROS
გავღარიბდით და ... Nov 16 2007, 09:55 PM
likka ეხლა გავიგე
ძალია... Nov 16 2007, 09:56 PM
ekato რა სამწუხარო ამბავ... Nov 16 2007, 10:03 PM
ნათია დაკრძალვა როდისაა ... Nov 16 2007, 10:05 PM
თათი87
ყველა პწკარი შედე... Nov 16 2007, 10:09 PM
მათველა აუ რა კარგი ადამია... Nov 16 2007, 10:38 PM
ნათია
შემინახე, დედაო მი... Nov 16 2007, 10:52 PM
ალექსანდრე ძალიან დამწყდა გულ... Nov 16 2007, 11:10 PM
თამარი_ცქნაფო უზომოდ დამწყდა გულ... Nov 16 2007, 11:19 PM
თათი87 (როგორ თანდათან მა... Nov 16 2007, 11:21 PM
ქავთარაძე თათი87
გოდერძის ლექ... Nov 16 2007, 11:37 PM
Georgia-O-Keefe თოვლი
საოცარია,
გუ... Nov 16 2007, 11:47 PM
თათი87 იმედის მამა-პაპანი... Nov 17 2007, 12:00 AM
ekato "რას ავიტეხე ეს კ... Nov 17 2007, 12:05 AM
მარიამი “მხოლოდ მაშინ ვარ ... Nov 17 2007, 03:04 AM
Misha Songulashvili "მოკვდა თუ არა ყვ... Nov 17 2007, 05:21 PM
ართი ვარდი ძალიან დამენანა, ს... Nov 17 2007, 07:20 PM
NaTaLiaa ძალიან დამწყდა გულ... Nov 17 2007, 08:18 PM
ekato
ძალიან დამწყდა გუ... Nov 18 2007, 01:49 AM
შაკუნა :( Nov 18 2007, 03:12 AM
TuTashxia ძალიან დამწყდა გულ... Nov 18 2007, 05:21 PM
ქავთარაძე ეხლა ვცდილობ ბაბად... Nov 18 2007, 09:13 PM
ვალერი ძალიან დამწყდა გულ... Nov 18 2007, 10:23 PM
ქავთარაძე ვალერი
მგელი მაგარ... Nov 18 2007, 10:29 PM
q-e-T-i რამდენიმე თვის წინ... Nov 18 2007, 10:40 PM
ქავთარაძე q-e-T-i
ჩემ მეზობელ ჟორ... Nov 19 2007, 12:49 AM
k@the იცით რაა, ადვილია ა... Nov 19 2007, 01:03 AM
თემო საქართველოს მთავრ... Nov 26 2007, 03:56 PM
ქეთი.
საქართველოს მთავრ... Dec 15 2007, 01:53 PM
zaz ძაან სამწუხაროა. მ... Nov 27 2007, 11:29 AM
ქეთი.
:( :( :(
ასეა :(
სამაგი... Dec 15 2007, 02:54 PM
nuca_ge ძალიამ კარგი პიროვ... Jan 13 2008, 01:47 AM
nuca_ge ეს სიტყვები გოდერძ... Jan 30 2008, 01:24 AM
ana-bana ვიცოდი, აუცილებლად... Feb 22 2008, 10:29 PM
ქავთარაძე ana-bana
ეს მაგარი მოთხრ... Mar 12 2008, 12:19 AM
ana-bana ქავთარაძე
მეც ძალი... Mar 14 2008, 11:08 PM
nino_ni
:( :( :(მართლა ცრემლი მ... Apr 1 2008, 12:20 AM
nino_ni მოლოდინი
-ასე მგონ... Apr 1 2008, 12:52 AM
xatuna გოდერძი ჩოხელის სა... Apr 9 2008, 11:59 PM
Amuza გოდერძი, ძმაო!
ეძღ... Apr 10 2008, 02:16 PM
iisperiTOVLI ნიკოლოზი
უცნაურია ... May 24 2008, 04:10 AM
mar! წახვედი...წაგყვა ჩე... Jun 16 2008, 09:51 PM
iisperiTOVLI თოვლი
საოცარია,
გუ... Jul 1 2008, 07:11 PM
T.L. დღეს დაბ დღე აქვს :use... Sep 29 2008, 08:46 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd November 2025 - 03:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი