![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Nanio |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 ![]() |
მოგეხსენებათ მირზა გელოვანის ცხოვრება ლადო ასათიანის მსგავსად ტრაგიკულად დასრულდა.
მირზა გელოვანი დაიბადა 1917 წლისს 2მარტს სოფელ ნაქალაქარში და გარდაიცვალა 1944წლის ივლისში. დაკრძალულია ბელორუსეთში. აქვე ერთ პატარა ლექსს შემოგთავაზებთ: დედამიწა შეიმოსა თეთრი სამოსელით, თეთრ კარავებს დაემგვანენ ატეხილი მთები, მახსოვს შენი გუნდაობა უხელთათმნო ხელით. ახლაც მინდა შენი ნახვა, ახლაც მენატრები. ეს სურვილი ძლიერია, როგორც ქარიშხალი, სისპეტაკით შემოსილი, ვით ეს თოვლი წმინდა. მომაგონდა შენს სახეზე პაწაწინა ხალი და თუ შენი ღიმილი მსურს, შენი გულიც მინდა. 1935 წელი, (თიანეთი) -------------------- მეკენდარია? |
![]() ![]() |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
***
მე მხოლოდ მახსოვს, რომ გასაშრობად ცას ეწვა ნისლი უკაბადონო. მე არ მქონია ქვეყნად ბავშვობა, თქვენ უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო, შეხედეთ ჩემს გულს ათასგზის ნაგმობს, ქარმა, ღამემ და სიცივემ აცრა. თქვენ რაღაც სუფთა ყვავილზე ამბობთ ჩემი უსიტყვო ცრემლების ნაცვლად. მე მხოლოდ მახსოვს, ქარი ულხინოდ მიაქანებდა ბედს უპატრონოს, თქვენ უსირცხვილოდ, ო, უსირცხვილოდ ჰო, უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო. ხომალდი ჩემი ტალღებს ქაფიანს არც შველას სთხოვდა, არც სთხოვდა შეხლას. მე მაქვს უბავშვო ბიოგრაფია და ერთადერთი ამით ვარ ქვეყნად. 1940 შენ შენ ნახე, როგორ იწვოდა ზეცა გაუგონარი, მღვრიე დაწვითა, შენ გახსოვს, ტყვია მე როგორ ამცდა და ამხანაგის გულში გაცივდა. როგორ დაეცა იგი დაჭრილი, როგორ კაწრავდნენ მიწას თითები და გაზაფხულის შორი აჩრდილი როგორ მოჰქონდა დღეს გაფითრებით. მაგრამ მითხარი, განა გიშველის, რომ შედრკე ახლა სიკვდილის გამო! რამდენი ნახე შენ ფეხშიშველი ბავშვი უსახლო და უდედმამო! შენ მიდიოდი... გზა იყო სისხლის და ბავშვის თვალებს უცვლიდა იერს... სიკვდილისაგან შენ ვერრა გიხსნის, თვითონ სიკვდილი თუ არა სძლიე. 1942 -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 10:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი