სქიზმები ეკლესიის წიაღში, ისტორია და სამართალი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სქიზმები ეკლესიის წიაღში, ისტორია და სამართალი |
KAIROS |
Jun 28 2007, 08:57 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეკლესიის ისტორიაში მაქვს გახსნილი "ერესები, სექტები, სქიზმები" თემა, იქ უფრო ისტორიულ მხარეს ვეხები ( აუცილებლად გავაგრძელებ ) , მაგრამ "ქართული ეკლესიები უცხოეთში" თოფიქში დაიბადა კამათი სქიზმის , კერძოდ რ.ს.მ.ე-ს შესახებ (რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია) , რომელიც სქიზმიდან ახლახანს დაბრუნდა და შეურთდა რუსეთის საპატრიარქოს, როგორც აღმოჩნდა, ყოფილან ქართველთა რაღაც ჯგუფი მათთანაც, ამიტომ სჯობს ის კამათი აქ გაგრძელდეს, დღევანდელი დამოკიდებულება ასეთია, სქიზმა აღარ არსებობს, მაგრამ იყო; ამის უარყოფა არასერიოზულიც კი იქნება...
ამასთან ერთად მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში არსებობს დიდი და მცირე სქიზმატური დაჯგუფებები, დაწყებული ბერძნული "მეძველსტილეთა" მრავალრიცხოვანი სქიზმებით, გაგრძელებული რუსეთის რამოდენიმე მცირე თუ დიდი ძველი თუ ახალი სქიზმებით და დამთვარებული ჩვენი პრობლემებით, იქნება ეს ბასილების სქიზმები ( მკალავიშვილი და კობახიძე) თუ აროშვილების დაჯგუფებით ( ეს სქიზმაც კი არ არის...), იმედია საინტერესო იქნება მათთან დამოკიდებულების სამართლებრივი საკითხების გარკვევა და მათი გაცნობა. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Apr 5 2008, 03:23 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
დავით,
უპირველესად ესეთები არ გვინდა ციტატა თავი მასწავლებელი არ მეგონოს ციტატ ციტატ აქ რომ უყვართ გასწორებები.საერთო შეხედულება არ გაგაჩნიათ? ცუდია.დამახსოვრება არ შეგიძლიათ წაკითხულის მაშინ მიკვირს! საერთო შეხედულება ჩვენი თანხვდება ჩვენი ეკლესიის შეხედულებასთან, დამახსვორებაში და ჩვენს ინტელექტში ასე უხეშად ნუ შეიტან ეჭვს, არაა ლამაზი, მოკლედ ეს ტონი დაივიწყე, ხომ? იმედია... ციტატა რომ რომელ წელს სად ვინ რომელმა კრებამ გამოაცხადა რ.მ.ს.ე. სქიზმად და მასში ყველა წმინდანი კიდე სქიზმატებად ახლა ამას მივყვეთ, უპირველესად უნდა გითხრა, რომ სქიზმა არის სრულიად სხვა მოვლენა ვიდრე ერესი ან წვალება, რომელიც გადაეცემა ანათემას, ხშირად სქიზმა ვიწრო ეროვნული მოვლენაა, ბასილიანობა ჩვენში და სტაროვერობა რუსეთში და ა.შ. ანუ ეს მოვლენა რ.ს.მ.ე. არის სუფთა რუსული მოვლენა, შესაბამისად რუსული ეკლესიის დამოკიდებულების მიხედვით უნდა განსაზღვროთ, აი ფაქტები, პირველი მცდელობის შემდეგ, რომ რუსეთის ეკლესიას შეენარჩუნებინა ურთიერთობა მის საზღვარგარეთ მყოფი ნაწილთან, მალევე გადავიდა კონფლიქტში: 1934, 9/22 июня -- митр. Сергий (Страгородский) запрещает в служении клир РПЦЗ 1943 3/16 окт. -- вышло постановление Архиерейского Собора о непризнании патриаршества митр. Сергия (Страгородского). ამის შემდეგ გავიდა ათწლეულები და ისევ : 1990, 14/27 июля -- Архиерейский Синод РПЦЗ не признал избрания патриарха МП Алексия II http://www.russia-talk.com/dates.htm აქედან ცხადია, რომ უკვე სქიზმაა, ანუ სქიზმა არის როცა სწავლება არის ერთი, ანუ არაა დოგმატური სხვაობა, მაგრამ არის დაუმორჩილებლობა იერარქიისადმი და თვითნებური მმართველობა. რასაც რათქმაუნდა მოყვა კიდეც მცდარი ნაბიჯები: 1992, 25 ноября/8 дек. -- архиерейский синод РПЦЗ вступил в евхаристическое общение с румынской старостильной церковью. 1994, 2/15 июля -- Архиерейский Синод РПЦЗ вошёл в евхаристическое общение со старостильным синодом митрополита Киприана и с болгарскими старостильниками http://www.russia-talk.com/dates.htm Т.е. было евхаристическое общение с раскольниками. რუმინელ, ბულგარელ და ბერძელ( კვიპრიანეს სინოდი) სქიზმატიკოსებთან ( განხეთქილებაში მყოფ) ევქარისტიული კავშირი უდიდესი შეცდომა იყო რ.ს.მ.ე-სი, ღვთის მადლით მალევე გამოასწორეს... ამავდროულად არის სხვა ბარიერები, იგივე ჩვენი, საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიას არ ცნობდა ( ახლა არ ვიცი რა პოზიცია აქვთ) რ.ს.მ.ე და შესაბამისად არც მის პატრიარქს, საქართველოს ეკლესია მათთვის ისევ ის საეგზარქოსო იყო რუსეთის სინოდის ქვეშ არსებული... ასე რომ სქიზმა იყო, რასაც ადასტურებს ის რომ მათთან ევქარისტიული კავშირი გაწყვეტილი ქონდა ყველა ეკლესიას, გარდა სერბულისა, ესეც საკითხის სირთულის დეტალია, თუმცა გამონაკლისი კანონს არ არღვევს... დიდება ღმერთს ეს განხეთქილება ( თუ სქიზმა არ მოგვწონს ტერმინად განხეთქილება შეიძლება გამოვიყენოთ, როცა წარსულში რ.ს.მ.ე-ზე ვისაუბრებთ) უკვე აღარ არის... თუმცა ჯერ რაიმე ქართულ სამრევლოზე იქ საუბარიც კი ზედმეტია, მითუმეტეს ისეთი უკიდურესი სქიზმატური აზროვნებისა, რაც მითითებულ ვებ.გვერდზე იყო მოყვანილი... იხარე; კაიროსი! პ.ს. კანონისტ, იქნებ გავაკეთოთ მოკლე სია ქვეყნების მიხედვით ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში სქიზმებისა? ანუ რუსეთი- სტაროვერები, რ.ს.მ.ე. ... საბერძნეთი- მეძველსტილენი, ჩვენი - აროშვილები, ბასილები... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 10:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი