ცნობილ მეცნიერთა ცხოვრება და შრომები, მნიშვნელოვანი შრომების მიმოხილვა, კურიოზები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცნობილ მეცნიერთა ცხოვრება და შრომები, მნიშვნელოვანი შრომების მიმოხილვა, კურიოზები |
guest |
Dec 17 2007, 09:10 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
აქ დავწეროთ ცნობილ მეცნიერთა ცხოვრება, მათი უმთავრესი , მნიშვნელოვანი შრომებიც მიმოვიხილოთ, ასევე კურიოზები მათი ყოველდღიურობიდან, რაც უხვად ხდებოდა მათ ცხოვრებაში.
მე დავიწყებ. კოპენჰაგენის ერთ-ერთი უმაღლესი სკოლის ინსტრუქტორის მონათხობი : სტუდენტებს მიეცათ ასეთი ამოცანა ფიზიკაში: დაასაბუთეთ, როგორ შეიძლება ბარომეტრის საშუალებით მაღალი შენობის სიმაღლის განსაზღვრა. ერთერთმა სტუდენტმა უპასუხა ასე: "უნდა აიტანო ბარომეტრი ამ შენობის სახურავზე,მოაბათ გრძელი თოკი და ჩამოუშვათ სახურავიდან მიწამდე. შემდეგ კი გაზომოთ ამ თოკის სიგრძე და მიიღებთ შენობის სიმაღლეს." პროფესორს არ მოეწონა პასუხი და აღშფოთდა.სტუდენტი კი არ დაეთანხმა პროფესორს იმაში,რომ პასუხი არასწორია და მოითხოვა ინსტრუქტორი, რომელიც შეამოწმებდა მისი პასუხის სისწორეს.ინსტრუქტორიც გამოიძახეს. არც ის იყო აღფთოვანებული,მაგრამ სტუდენტს შესთავაზა 5 წუთში მოეფიქრებინა პასუხის სხვა ვარიანტი, და ასეთი პასუხი მიიღო: "ავიტანოთ ბარომეტრი შენობის თავზე, გადავეყუდოთ სახურავის კიდეზე, მომარჯვებული გვქონდეს მთვლელი საათი, გავუშვათ ხელი ბარომერტს და როცა დაეცემა ძირს მიწაზე,გავაჩეროთ საათი.გამოვთვალოთ დრო,რაც დროც მოანდომა ბარომეტრმა დაცემამდე და მანძილის გამომთვლელი ფორმულით,რომელშიც დრო უკვე ვიცით გამოვთვლით შენობის სიმაღლეს." აღშფოთებულმა გამოცდელებმა გადაწყვიტეს სტუდენტი გაეგდოთ გამოცდიდან,მაგრამ სტუდენტმა მიუგო, რომ მას გააჩნია კიდევ უამრავი ამონახსნი ამ ამოცანის და თუ ნებას დართავენ ერთს კიდევ გაანდობს. კონსტრუქტორი რაღაცით დაინტერესდა და ნება დართო. პასუხი იყო ასეთი: "ეს მეთოდი იმედია მოგეწონებათ: ავყვეთ შენობის კიბეებს მაღლა,გზადაგზა კი კედელზე ბარომეტრი ავზომოთ და მოვნიშნოთ, როცა სახურავზე ავალთ,მერე უკან დავბრუნდეთ და დავითვალოთ რამდენჯერ ავზომეთ ბარომეტრი,გადავამრავლოთ ბარომეტრის განზომილებაზე და მივიღებთ შენობის სიმაღლეს საკმაოდ ზუსტი მიახლოებით. თუმცა ძალიან საჩალიჩოა ეს მეთოდი, მაგრამ მუშა. თუ უფრო ინტერესს გამოიჩენთ სხვა მეთოდის მიმართ, კიდევ გეტყვით:გამოაბით ძაფს ბარომეტრი და როგორც ქანქარა აამოძრავეთ.გამოთვალეთ 'g' აჩქარება ქუჩის სიმაღლეზე და შემდეგ შენობის თავზე ,მათ შორის სხვაობის გამოყენებით კი შენობის სიმაღლის ათვლას რაღა უნდა. უკეთესსაც გეტყვით: უნდა აიღოთ ბარომეტრი ხელში, მიხვიდეთ ამ შენობის სახლმმართველთან ,დააკაკუნოთ კარზე, როცა გამოიხედავს , თავაზიანად მიუგეთ: ძვირფასო სახლმმართველო, თუ თქვენ მე ამ შენობის სიმაღლეს გამანდობთ, ეს მშვენიერი ბარომეტრი თქვენი საკუთრება გახდება!" ბოლოს კი სტუდენტმა შეამჩნია რა გამომცდელთა გაფართოებული თვალები, უთხრა: "კარგით,მაშინ იმ პასუხს გეტყვით, რომელსაც ელოდებით: ბარომეტრით გავზომოთ ატმოსფერული წნევა შენობის ძირში და მერე შენობის თავზე, სხვაობის მიღების შემდეგ კი ბარომეტრული სიმაღლის ფორმულით გამოვთვლით შენობის სიმაღლეს." როგორც დღეს ცნობილია, ეს სტუდენტი იყო ცნობილი ნილს ბორი, რომელიც სკოლის პერიოდიდან გამოირჩეოდა თავისებური არაორდინალური აზროვნებით, კრიტიკულად უყურებდა გავრცელებულ სწავლის სისტემას და არ მოსწაონდა როცა მასწავლებლები ცდილობდნენ ეკარნახათ მოსწავლისათვის, როგორ ეაზროვნა. პ.ს ნილს ბორი ნამყოფია თვილისში, მქონდა პატივი 5 წელი მომესმინა ლექციებისთვის უნივერსიტეტში ფიზიკის დიდ აუდიტორიაში,სადაც ნილს ბორმა და მისმა ვაჟმა ლექცია წაიკითხეს ადრე. შექმნა ატომის მოდელი ე.წ. ბორის ატომური მოდელი, რომელიც მაგალითად ხსნიდა წყალბადის ატომის ხაზოვანი სპექტრის სტრუქტურას (1913 წ), კვანტურ ფიზიკაში უამრავი შრომები აქვს. ალბერტ აინშტაინი და ნილს ბორი, 1825 წ. სურათი გადაღებულია ავსტრიელი ფიზიკოსის პაულ ერენფესტის მიერ |
guest |
Apr 5 2008, 07:07 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
laziale, თამარ მადლობთ შეფასებისთვის.
დავწერ კიდევ ცნობილ ფიზიკოსთა კურიოზების შესახებ იმედია მოგეწონებათ: ალბერტ აინშტაინი #მერლინ მონროს თურმე ძალიან მოსწონდა აინშტაინი, ერთხელაც, როდესაც ამ ცნობილ მსახიობ ქალს მიეცა საშუალება ახლოს გაეცნო ეს გენიოსი, დარცხვენის გარეშე უთხრა : "პროფესორო, რას იტყვით, შვილი ხომ არ გაგვეჩინა მე და თქვენ , რა ბავშვი გამოვა ხომ იცით - ჩემი გარეგნობა და თქვენი გონება !" , აინშტაინმა კი სერიოზულად მიუგო :" ბავშვის შექმნის პროცესის წინააღმდეგი არ ვარ, მაპატიეთ, მაგრამ პირიქით რომ გამოვიდეს ბავშვი : ჩემი გარეგნობა და თქვენი გონება, ამას ვერიდები". #როდესაც აინშტაინი ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მისი მძღოლი მუდამ ესწრებოდა თან. იმდენჯერ, რომ უკვე ზეპირადაც იცოდა აინშტაინის ლექციები. ერთხელაც, როდესაც მორიგი ლექციის წასაკიტხად მიყავდა მას ეს დიდი ფიზიკოსი, აინშტაინმა მანქანაში განაცხადა, რომ ძალიან ეზარება ახლა ლექციის წაკითხვა. მძღოლმა კი შესთავაზა, მოდი შენს მაგივრად მე წავიკითხავ, ტანსაცმელი გავცვალოთო. აინშტაინი ბუნებით პრიკოლისტი იყო და დაეთანხმა. მართლაც, კოსტიუმში გამოცყობილი შოფერი და შოფრის უნიფორმაში ჩაცმული აინშტაინი შევიდნენ გადაჭედილ აუდიტორიაში. მძღოლმა მშვენივრად წაიკითხა ლექცია, თვით აინშტაინი კი შოფრის "პონტში" აუდიტორიაში ზის. როცა დაასრულა ფსევდო-აინშტაინმა ლექცია, აუდიტორიის მსმენელმა მას რაღაც კითხვა დაუსვა ლექციის ირგვლივ და განმარტება თხოვა. მძღოლი არ დაიბნა და მას გასცა ასეთი პასუხი: -თქვენი კითხვა იმდენად მარტივია, რომ ამაზე ჩემი მძღოლიც კი გიპასუხებთ ! და მიმართა ხელი აინშტაინისაკენ. მძღოლ-აინშტაინს კი ისღა დარჩენოდა დეტალურად გაეცა პასუხი #აინშტაინი ძალიან ამაყობდა, რომ ვიოლინოს კარგად უკრავდა. ერთხელაც როდესაც ის ერთ სალონში პუბლიკის წინ ვიოლინოს უკრავდა, სადაც პირველ რიგში დრამატურგი ფრანც მოლნარი იჯდა. მოლნარმა სიცილი ვერ შეიკავა აინშტაინის დაკრულს უსმენდა რა და უკვე ხარხარიც დაიწყო. შეწუხებულმა ფიზიკოსმა შეწყვიტა ვიოლინოზე დაკვრა და გულნატკენი მიმართა მას :" ბატონო მოლნარ, რა გაცინებთ ასე თავგამოდებით ? განა მე გინახივართ რომ ვიცინოდე, როცა თქვენს კომედიებს ვკითხულობ???" #ერთ დღეს აინშტაინი შეხვდა თავის კოლეგას ეზოში და ეუბნება: "დღეს საღამოს აუცილებლად მოდით ჩემთან, პროფესორი სმითსონიც იქ იქნება!", კოლეგა გაკვირვებული უყურებს და პასუხობს: "კი მაგრამ, სმითსონი მე ვარ", აინშტაინი - "არაუშავს, მაინც მოდით! პ.ს. გავაგრძელებ შემდეგ ბოლცმანისა და პაულის ამბებს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 11:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი