![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Nanio |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 ![]() |
მოგეხსენებათ მირზა გელოვანის ცხოვრება ლადო ასათიანის მსგავსად ტრაგიკულად დასრულდა.
მირზა გელოვანი დაიბადა 1917 წლისს 2მარტს სოფელ ნაქალაქარში და გარდაიცვალა 1944წლის ივლისში. დაკრძალულია ბელორუსეთში. აქვე ერთ პატარა ლექსს შემოგთავაზებთ: დედამიწა შეიმოსა თეთრი სამოსელით, თეთრ კარავებს დაემგვანენ ატეხილი მთები, მახსოვს შენი გუნდაობა უხელთათმნო ხელით. ახლაც მინდა შენი ნახვა, ახლაც მენატრები. ეს სურვილი ძლიერია, როგორც ქარიშხალი, სისპეტაკით შემოსილი, ვით ეს თოვლი წმინდა. მომაგონდა შენს სახეზე პაწაწინა ხალი და თუ შენი ღიმილი მსურს, შენი გულიც მინდა. 1935 წელი, (თიანეთი) -------------------- მეკენდარია? |
![]() ![]() |
Nanio |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 ![]() |
ლილიანა
თამარი_ცქნაფო მირზა გელოვანის თითქმის ყველა ლექსში დიდი სევდა იგრძნობა და სწორედ ეს მიზიდავს მე ჭიამაია ვერსად შევჩერდი მგზავრი, გზა შენს სიყვარულს მართმევს,. მე ხან ლომი ვარ მძლავრი, ხან გულწითელას მართვე. და გულნაკლული დავალ, დავალ, ცალს ვეძებ ირემს, ხან უმკაცრესი ხმა ვარ, ხან უნაზესი ვინმე. ვთვლემ ბალახებზე დაბლა, შენი ლოდინით ვთვრები. მაქვს უჭრელესი კაბა ჭიამაიას ფრთები. ამიყვან: ფრთათა ბრჭყვიალს შემინაოჭებს ქარი, აბა, გამიგევ, ჭიავ, საით წამიყვანს ქმარი... არ გავფრინდები, მომკლა, არ აგისრულებ სურვილს, და შენს თითებზე ვტოკავ უნეტარესი სული. 1938 წელი, თბილისი -------------------- მეკენდარია? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 10:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი