![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარე წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარს მღვდელ ზენონს (ერში ზაურ მანოშვილი, დაბადებული 1958 წ. 21 იანვარს) ექიმებმა დაუსვეს დიაგნოზი: მარჯვენა ფილტვის ზედა წილის ბრონქის ბრტყელუჯრედოვანი კიბო, გავრცელებით მთავარ ბრონქზე და ტრაქეის ბიფურკაციაზე T4NxMx, IV სტადია, II კლინიკური ჯგუფი. კონსულტირებულია ქ. თბილისის მთავარი ონკოლოგის პროფ. ლ. კუჭავას მიერ, მკურნალი ექიმი თ.მჭედლიშვილი (იხ. სამედიცინო დასკვნა).
პაციენტს ესაჭიროება ქიმიო-თერაპიული მკურნალობა. მიმოწერის შედეგად დამყარდა კავშირი გერმანიის ერთ-ერთ კლინიკასთან, სადაც არა ერთი მსგავსი შემთხვევისას მიღწეულ იქნა რემისია და ცალკეულ შემთხვევებში დაავადების სრული შეჩერებაც კი. ვინაიდან დაავადება სწრაფად პროგრესირებს, აუცილებელია პაციენტის სასწრაფოდ გამგზავრება, რისთვისაც მას ესაჭიროება მატერიალური დახმარება (45 000 ევრო). მამა ზენონი რვა სულიანი ოჯახით ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და არ გააჩნია რაიმე პირადი სახსრები გერმანიაში გასამგზავრებლად. იგი უდიდესი თავმდაბლობით და ფარული ღვაწლით გამოირჩევა და მისი სიცოცხლე უამრავ ადამიანს მოუტანს შვებას სულიერი ცხოვრების გზაზე. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად გაუწიოთ დახმარება მამა ზენონს. წინასწარ გიხდით მადლობას. გახსნილია ანგარიში „თიბისი“ ბანკის ვერის ფილიალში: საბანკო კოდი (მფო) 220 101 838 მიმღაბი - ზაურ მანოშვილი საბარათე ანგარიში 82045062122339/GEL INTERMEDIARY: COMMERZBANK 60261, FRANKFURT DEUTSCHLAND SWIFT: COBADEFF TBC BANK’s Correspondent Account: #400886868900 BENEFICIARY’S BANK: HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22 TBC – Bank Vera Branch 12, Kazbegi ave. Tbilisi, Georgia BEN’S Account: 82045062122339 NAME OF BENEFICIARY: ZAUR MANOSHVILI ტელ.: 74 20 74 -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
.ნინო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს... და მისი ოჯახი კი ანუგეშოს...
-------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 12:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი