IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ბოლნისში მშენებარე ტაძარი
marine
პოსტი Mar 24 2008, 02:21 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გუშინ ჩემს უსაზღვროდ საყვარელ მოძღვარს რომელიც 10 წელი სულიერად მზრდიდა, ბოლნელ ეპისკოპოს ეფრემს ვესტუმრე ბოლნისში, მის რეზიდენციაში და ძალიან ბედნიერი დღე მქონდა მისი ნახვით და მასთან სათნო და ტკბილი საუბრით smile.gif

მეუფეს ჩვენი საქველმოქმედო ფონდის შესახებაც ვესაუბრე. ძალიან გაეხარდა, მოგვიწონა ჩვენი კეთილი საქმეები და ჩვენივე ქველმოქმედებით დაინტერესებულმა ფორუმის მისამართი გამომართვა smile.gif ინტერნეტი არ მაქვს, მაგრამ მაინც მოვახერხებ შემოსვლასო smile.gif


მეუფეს გამოვართვი ეს განცხადება და მინდა რომ გაეცნოთ:


ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის აღორძინება და ერის სულიერი განმტკიცება ყოველი ჩვენთაგანის წმინდათაწმინდა ვალია.

ბოლნელი ეპისკოპოსის ეფრემის ლოცვა-კურთხევით ქ. ბოლნისში, თვალსაჩინო ისტორიულ ადგილზე, წმინდა ელიას მთაზე, სადაც საშობაოდ აღიმართა უდიდესი ჯვარი, განზრახულია ქრისტეს წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის აგება.

სამომავლოდ იგი იქნება სამონასტრო კომპლექსი და ეპარქიის მნიშვნელოვანი სულიერი ცენტრი.

ტაძრის მშენებლობა იგეგმება მიმდინარე წელს და განხორციელდება კეთილმორწმუნე ქველმოქმედი ადამიანების, ჩვენი მოსახლეობის, თითოეული თქვენთაგანის შემოწირულობით.

გთხოვთ ყველამ მიიღოთ შეძლებისამებრ მონაწილეობა ამ ღვთიურ საქმეში.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

საბანკო ანგარიში: ს/ს „სახალხო ბანკი“-ს ბოლნისის ფილიალი, ანგარიში №36080783

ბოლნისის ეპარქია


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
nat_uly
პოსტი Apr 7 2008, 01:48 AM
პოსტი #2


natalia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 8-March 07
წევრი № 1,304



marine
ძალიან კარგი ადამიანია მეუფე ეფრემი.ბევრი ტაძარი შეკეთებინა და წრვა-ლოცვა განაახლა. ყველა მთაზე ერთი ჯვარი ააღმართინა,ძალიან ლამაზია ღამით ანთებული ჯვრები. იქ ბევრი არაქართველი მოსახლეობაა და ცოტა არ იყოს არ მოეწონათ ამდენი ჯვარი გარშემო, მაგრამ რას იზამდნენ.. smile.gif ღმერთმა ხელი მოუმართოს მეუფე ეფრემს და კიდევ მრავალი ტაძარი აეშენებინოს კეთილი ხალხის შემწეობით.

ციტატა
ფონდიდან ტაძრის ანგარიშზე გადაირიცხა 50 ლარი


ღმერთმა შეგიწიროთ.
ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ ნათ 2kiss.gif


--------------------
მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 7 2008, 10:47 AM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(ai gogoo @ Apr 7 2008, 01:48 AM) *

marine
ძალიან კარგი ადამიანია მეუფე ეფრემი.ბევრი ტაძარი შეკეთებინა და წრვა-ლოცვა განაახლა. ყველა მთაზე ერთი ჯვარი ააღმართინა,ძალიან ლამაზია ღამით ანთებული ჯვრები. იქ ბევრი არაქართველი მოსახლეობაა და ცოტა არ იყოს არ მოეწონათ ამდენი ჯვარი გარშემო, მაგრამ რას იზამდნენ.. smile.gif ღმერთმა ხელი მოუმართოს მეუფე ეფრემს და კიდევ მრავალი ტაძარი აეშენებინოს კეთილი ხალხის შემწეობით.
ღმერთმა შეგიწიროთ.
ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ ნათ 2kiss.gif


გაიხარე, ნატუკა 2kiss.gif მეც მითხრეს, რომ აზერბაიჯანელ მოსახლეობას არ მოსწონებია ჯვრები.



მეუფეს დავურეკე და ვუთხარი, რომ მცირე თანხა, 50 ლარი გადავრიცხეთ მშენებარე ტაძრის ანგარიშზე. გაეხარდა და დაგვლოცა, ღმერთმა შეგიწიროთო smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th July 2025 - 09:49 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი