![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Nanio |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 ![]() |
მოგეხსენებათ მირზა გელოვანის ცხოვრება ლადო ასათიანის მსგავსად ტრაგიკულად დასრულდა.
მირზა გელოვანი დაიბადა 1917 წლისს 2მარტს სოფელ ნაქალაქარში და გარდაიცვალა 1944წლის ივლისში. დაკრძალულია ბელორუსეთში. აქვე ერთ პატარა ლექსს შემოგთავაზებთ: დედამიწა შეიმოსა თეთრი სამოსელით, თეთრ კარავებს დაემგვანენ ატეხილი მთები, მახსოვს შენი გუნდაობა უხელთათმნო ხელით. ახლაც მინდა შენი ნახვა, ახლაც მენატრები. ეს სურვილი ძლიერია, როგორც ქარიშხალი, სისპეტაკით შემოსილი, ვით ეს თოვლი წმინდა. მომაგონდა შენს სახეზე პაწაწინა ხალი და თუ შენი ღიმილი მსურს, შენი გულიც მინდა. 1935 წელი, (თიანეთი) -------------------- მეკენდარია? |
![]() ![]() |
ქევანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ცხრაკარა
ჩემს ბავშვობაში ცხრა მთათა კალთას ციხე რად იდგა მთაზე მაღალი, ცხრაკარა ერქვა და თითო კართან ცხრა ლოდი იწვა, ცხრა ძმის მაგვარი. ციხე მდუმარე დარბაზი ჰქონდა დამხობილი და უენო ზარი, და ღამღამობით ცხრაპირად ქროდა ცხრა კარებიდან ამდგარი ქარი. მე ყოველ დილა ავდევდი აღმართს მოწყენილი და უმიზნოდ ჩუმი ჩამოვჯდებოდი დანგრეულ თაღთან და ყურს ვუგდებდი წარსულის დუმილს მეგონა, ქარი უშორს ზღაპრად მომახარებდა რამეს საოცარს, მიმასწავლიდა თამარის საფლავს და დაუწერელ ვეფხისტყაოსანს. მაგრამ ნელ-ნელა შევიგენ თითქოს, ძნელია უხმო აჩრდილებს მიჰყვე ყოველდღე ლოდი ცვიოდა თითო და მტკინვეულად ოხრავდა ციხე. ასე დაინგრნენ ცხრაკარას ბჭენი, მაგრამ ნანგრევთან როცა გავივლი დამხვდება თაღთან ბავშვობა ჩემი, როორც ლამაზი თეთრი ყვავილი. დამხვდება ქარიც დაროგორც ღრუბელს გამაქანებს და წარსულში მიხვევს. კედლები დგება და ჩემს ვრცელ უბეს შეეფარება მდუმარე ციხე მიყვარს ეს ლექსი, უზომოდ მიყვარს რადგან ბავშვობის თბილი მოგონებებია მასთთან დაკავშირებული.. დედა მიკითხავდა ხოლმე პატარაობისას ამ ლექსს... თვითონ ჩუმი სევდაც ამ ლექსში, ჩემს ხასიათს ესადაგება... -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
T I K O |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
ცხრაკარა ჩემს ბავშვობაში ცხრა მთათა კალთას ციხე რად იდგა მთაზე მაღალი, ცხრაკარა ერქვა და თითო კართან ცხრა ლოდი იწვა, ცხრა ძმის მაგვარი. ![]() კიდევ ერთი საყვარელი ლექსი: ნუ მწერ თ.მ. . . .ს ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში, რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს, რომ საქართველო ამ გაზაფხულში, როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს, რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი, რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის, რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის, როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის. წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს და საშინელი ბრძოლების ნისლში მე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკან აელვებული იდგა თბილისი. ორთაჭალაში ყვაოდა ნუში, მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს, და შენც, ძვირფასო, ამ გაზაფხულში, როგორც ყოველთვის, მოჰგავდი ხვითოს. ნუ მომწერ… ისეც ვიცი, რაგვარი ფერებით ყვავის თბილისი ახლა, რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით და დილისათვის ამწვანებს ნახნავს. მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს მოაქვთ გულების საამო ფეთქვა და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს, თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, - გეტყვი, რომ მოვედ ბროლანახული და სიკვდილამდის შენთან დავრჩები, რომ ლამაზია მზე გაზაფხულის, ბრძოლების შემდეგ – მზე გამარჯვების. მისი ერთ-ერთი წერილიდან: "ძვირფასო მშობლებო! მე საოცრად შევეჩვიე სიზმრებს, მაგრამ თქვენ არასოდეს მესიზმრებით. ზოგჯერ თქვენზე მიფიქრია და ისე დამიძინია, მაგრამ არა და არა, თქვენი ნახვა არ მიხერხდება. დასწყევლოს ღმერთმა, ისე იფიქრებს ვინმე ამ წერილის წაკითხვაზე, თითქოს ბავშვი ვიყო, ოცდახუთი წელი კი დამეწყო. ამბობენ, რომ ეს ყველაზე კარგი წლებია ცხოვრებაში. მე მათ ვერ ვხედავ." ![]() -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 09:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი