ფორუმის საქველმოქმედო ფონდი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმის საქველმოქმედო ფონდი |
ნათია |
May 3 2007, 08:19 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ფორუმელებო ყოველ ადამიანს აქვს ღვთისგან ბოძებული რომელიმე ტალანტი, ნიჭი ან ნიჭები. მოგეხსენებათ, ჩვენი მიწიერი ცხოვრების უმთავრესი შინაარსი არის მსახურება, მსახურება ღვთისა და მოყვასის მიმართ, როგორც ყოველდღიურ, პრაქტიკულ, ისე სულიერ ცხოვრებაში. ამიტომ საამისოდ ღმერთი მსახურებისათვის გვჩუქნის სხვადასხვა ნიჭებს, რომელთაც წმ. პავლე მოციქული ჩამოთვლის რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (12,7-8), - ნიჭი ქადაგებისა, ნიჭი დამოძღვრა-შეგონებისა, ნიჭი გაჩუქებისა და ქველ-მოქმედებისა და სხვა. ამრიგად, გაჩუქების, ქველმოქმედების ნიჭი ღვთივბოძებული, მადლმოსილი ნიჭია. რადგან ჩვენი ფორუმი მართლმადიდებლურია ურიგო არ იქნებოდა თუ ქველმოქმედებას მივყოფთ ხელს. ანუ შევქმნათ ფორუმის საქველმოქმედო ფონდი და ყოველთვიურად ვისაც რა შესაძლებლობა გვექნება ფინანსურად თუ სულიერად დავეხმაროთ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს და მოხუცებს, თვეში ერთხელ მოვინახულოთ. ეს ჩვენი ფორუმის სახელიც იქნება და ჩვენი კეთილი საქმეც ღვთის წინაშე. მარტო ტაძრების მოლოცვა არაა კეთილი საქმე, საქმითაც უნდა ვქმნათ სიკეთე. ვფიქრობ ეს კარგი იდეა იქნება. თუ უფლის ნებაა განვახორციელებთ და შევძლებთ ყველაფერს თუ ერთმანეთს დავუდგებდით გვერდით. ფორუმელებო შეერთდით უფალმა გაგვაძლიეროს და შეგვაძლებინოს -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
tiniko |
Apr 6 2008, 11:51 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 21-March 08 წევრი № 4,278 |
თუ რამით შეგიძლიათ ჩემი დახმარება ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ. დედა მყავს საოპერაციო ,ტკივილებისაგან იტანჯება ვეგარ გადის გარეთ , სიარული ძალიან უჭირს არ ვიცი რა გზას დავადგე ....
marine მარტო სურვილი არ კმარა . რა შემიძლია რომ გავაკეთო მითხარით . |
marine |
Apr 7 2008, 04:11 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine მარტო სურვილი არ კმარა . რა შემიძლია რომ გავაკეთო მითხარით . თინიკო, ღმერთმა შეგიწიროს სურვილი იმისა, რომ აქტიურად ჩაება საქველმოქმედო აქციებში პირველ ეტაპზე გირჩევ, რომ ამ განყოფილებაში გახსნილ თემებში შემოხვიდე, გადაათვალიერო. სურვილის და შესაძლებლობის შემთხვევაში ჩაება. სავალდებულო არაა თანხა გაიღო, მორალური და ინფორმაციული მხარდაჭერაც ბევრს ნიშნავს ჩვენთვის შემდგომ შეგიძლია შეხვიდე თემაში "ნატვრები" და წაიკითხო. ხომ შეიძლება რომელიმეს ასრულება ძალგიძს შეგიძლია შენც გახსნა თემა, თუკი ვინმე შეჭირვებულზე ინფორმაცია გექნება, რომ შეძლებისდაგვარათ შევეწიოთ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი