![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Nanio |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 ![]() |
მოგეხსენებათ მირზა გელოვანის ცხოვრება ლადო ასათიანის მსგავსად ტრაგიკულად დასრულდა.
მირზა გელოვანი დაიბადა 1917 წლისს 2მარტს სოფელ ნაქალაქარში და გარდაიცვალა 1944წლის ივლისში. დაკრძალულია ბელორუსეთში. აქვე ერთ პატარა ლექსს შემოგთავაზებთ: დედამიწა შეიმოსა თეთრი სამოსელით, თეთრ კარავებს დაემგვანენ ატეხილი მთები, მახსოვს შენი გუნდაობა უხელთათმნო ხელით. ახლაც მინდა შენი ნახვა, ახლაც მენატრები. ეს სურვილი ძლიერია, როგორც ქარიშხალი, სისპეტაკით შემოსილი, ვით ეს თოვლი წმინდა. მომაგონდა შენს სახეზე პაწაწინა ხალი და თუ შენი ღიმილი მსურს, შენი გულიც მინდა. 1935 წელი, (თიანეთი) -------------------- მეკენდარია? |
![]() ![]() |
Nefertiti |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 ![]() |
ეს ლექსი ძალიან მიყვარს : ))
ფოთოლი მსუბუქი ტანი გაქვს, სურვილს აყოლილი, ნეტა შენ... არ ვგავართ ერთმანეთს მე და შენ. ქარს გინდა რომ აჰყვე და სივრცეს სულ ევლო? დედიკოს რომ მოსწყდე, დასჭკნები, სულელო. 1933 წელი სადგურზე სადგური, სავსე ჯარისკაცებით, ხმაური არხევს მღვრიე ვაგონებს... შენ მითხარი, რომ ეს გატაცება რაღაც შორეულ სიზმრას გაგონებს. შენ მითხარი, რომ ჩემს დაბუნებას დაუცდის შენი ბავშვობა წმინდა, მაგრამ შენ გქონდა ქალის ბუნება შენ ქალი იყავ და დაგავიწყდა. და არც გამტყუნებ, არ მაქვს უნარი გავკიცხო შენში, რაც ასე გშვენის. ამქვეყნად მე ვარ გასამტყუნარი, რომ სიკვდილამდის მჯეროდა შენი. 1943 წელი -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 10:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი